თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ „უღმერთოები და ურწმუნოები“ არ არიან
ფოტო: IMEDI/კადრი
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.
„ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ - არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკლესიასთან, ქრისტიანობასა და უფლის სიყვარულთან კავშირი არ აქვს და მათი ამ ფარისევლობით არავინ მოტყუვდება.
ყველა სიახლე
05 სექტემბერი 2026, 16:46
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ჯარს უბრძანა კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 16:37
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი
„7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
05 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან
ევროსტატის უახლესი მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი, რომელიც სამშობლოში ომს გამოექცა, პოლონეთს ტოვებენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 15:14
რეგიონი
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
05 სექტემბერი 2026, 15:02
კულტურა
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა, რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. რამდენიმე საგამოფენო სივრცე, 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.
05 სექტემბერი 2026, 14:58
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლებს მიმდინარე კვირის დასაწყისში კანადის მთავრობასთან ყველა სახის თანამშრომლობის შეჩერება დაევალათ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ
ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ, - ასე „ხალხის ძალის“აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს რომ აგინებს და თან მიზეზს არ ეუბნება, ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე დიდიხანია აღარ არსებობს.
05 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით
ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
05 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლაშა ბასლანძის მამა ოპოზიციონერ აქტივისტებს: გეყოთ, სირცხვილია. ჩემი შვილი პატრიოტი იყო. თქვენ ხართ მოღალატეები
ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტები, გარდაცვლილ ლაშა ბასლანძეს შეურაცხყოფენ. აგრესიას, ვიდეო მიმართვით უპასუხა ლაშა ბასლანძის მამამ, აკაკი ბასლანძემ და მათ მოღალატეები უწოდა. “გეყოთ, სირცხვილია. ჩემი შვილი პატრიოტი იყო. თქვენ ხართ მოღალატეები”, - ამბობს ლაშა ბასლანძის მამა ვიდეო მიმართვაში.
05 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან. ეს არის ის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა
რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 სექტემბერი 2026, 14:26
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 14:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია
მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია და ეს მათ, სხვათა შორის, არც დაუმალავთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებას. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, პირველად არაა, როცა რადიკალები საზოგადოების წარმომადგენლებს დაჭერითა და ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ასეთი ფორმა კი, როგორც ის აცხადებს, სრულებითაც არაა ცივილიზებული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი.
05 სექტემბერი 2026, 14:08
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი იკითხება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი მეგობარი გიორგი ლილუაშვილი იკითხება.
05 სექტემბერი 2026, 14:03
რეგიონი
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და ხაშურში, №2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. პროექტები მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს. ამასთან, დაგეგმილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღისა და ბათუმის №11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
05 სექტემბერი 2026, 13:55
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ხარკის კუნძულთან ირანული ტანკერი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, ხარკის კუნძულთან ირანულ ტანკერს დაარტყა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 13:47
პოლიტიკა
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები
მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი, - წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში. ნებიერიძე წერს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.
05 სექტემბერი 2026, 13:26
მსოფლიო
The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
გერმანია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზებით შესვლაზე შეზღუდვები გაამკაცრონ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 13:15
რეგიონი
ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
05 სექტემბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ
ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ
05 სექტემბერი 2026, 13:03
სამართალი
ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი
გაზეთ ასავალ/დასავალის ჟურნალისტი, დომენტი ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.


