მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღონისძიებების გატარება, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე.
„2023 წლის ივნისში, საქართველოში იმყოფებოდა მაღალი დონის დელეგაცია (ევროკავშირი, აშშ, ბრიტანეთი), რომლებიც მუშაობენ სანქციების საკითხებზე და ჩვენ მათთან გვქონდა საკმაოდ ინტენსიური დიალოგი, გავაცანით ყველა ის მექანიზმი, რაც საქართველოს ჰქონდა იმ დროისთვის შემუშავებული, რომელიც დღემდე ძალიან ეფექტიანად მუშაობს და შესაბამისად, ამ მექანიზმების ფარგლებში რეგულარულად ხდება ინფორმაციის გაცვლა ევროპულ მხარესთან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ო’სალივანთან რეგულარული კომუნიკაცია (წერილები - 2026 წლის 5 მარტი; 2025 წლის 9 ოქტომბერი). ეს წერილები არაერთხელ გაგვისაჯაროებია. ევროკავშირის მხარე, როდესაც ახალი სანქციების პაკეტი არის შემოღებული, აცნობებს ქართულ მხარეს და ქართული მხარეც ყველა შესაბამის ზომას ატარებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის დამადასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა, მიუხედავად ამისა მუდმივად გვესმის სპეკულაციები ამ თემაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
საქართველოს საბაჟო საზღვრებზე დაფიქსირდა სანქცირებული ტვირთის უკან დაბრუნების და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი თქმის 2777 შემთხვევა, ასევე რეგისტრაციის ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე უარის თქმის 1950-ზე მეტი შემთხვევა.
2022 წლიდან სანქციებთან დაკავშირებული საფუძვლით, 61 გემს ეთქვა უარი საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.
მიუხედავად ამ ციფრებისა და ის, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სანქციების რეჟიმებს, არ წყდება ამ თემით სპეკულაციები და აღნიშნული საკითხის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.
ეს ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის სათანადო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
14 მაისი 2026, 14:13
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 5 და დაშავდა 40 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა, მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:07
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, სამების ტაძარში აღავლენს პირველ სადღესასწაულო წირვას, რომელსაც ეკლესიების დელეგაციები დაესწრებიან
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
14 მაისი 2026, 14:05
სპორტი
„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽
„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.
14 მაისი 2026, 14:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური "სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
14 მაისი 2026, 14:01
საზოგადოება
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
14 მაისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა, სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს.
14 მაისი 2026, 13:41
საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მე-X შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
14 მაისი 2026, 13:40
კულტურა
სტოკჰოლმში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
„ღონისძიებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 500-მდე მაყურებელი დაესწრო. სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულდა 20-ზე მეტი ნომერი. კონცერტის ფარგლებში, საელჩოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღებაც გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შვედეთის სამეფო კარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
14 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
შათირიშვილი: ბუნებრივია, თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 13:28
მსოფლიო
The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა
აშშ-მა ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების პროცესი ყველასთვის მოულოდნელად შეაჩერა, რაც კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 13:27
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.
14 მაისი 2026, 13:24
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
14 მაისი 2026, 13:22
პოლიტიკა
შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს
„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 13:20
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 13:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.
14 მაისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
14 მაისი 2026, 13:10
ტაბლოიდი
Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია
ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კონცერტს 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის გამოსვლის დროს, მიწისძვრების მონიტორინგისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოწყობილობებმა უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს.
14 მაისი 2026, 13:07
საზოგადოება
გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


