გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და პრიორიტეტად მიიჩნევს მათი ჩართულობის გაძლიერებას ყველა საზოგადოებრივ სფეროში.
ჩვენი სტრატეგია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება, თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
ყოველწლიურად საქართველოში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით, მათ შორის ბანაკებით, ფორუმებით, ფესტივალებითა და მოხალისეობრივი ინიციატივებით.
მიმდინარე წელს უკვე დაახლოებით 100 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.
ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.
ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება მოიცავდა პლენარულ და თემატურ სამუშაო სესიებს, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 11:07
საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:03
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:59
მსოფლიო
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთი ნატოს, შესაძლოა, 2029 წელს თავს დაესხას
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, 2029 წელს რუსეთს ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.
15 მაისი 2026, 10:59
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
15 მაისი 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
15 მაისი 2026, 10:55
პოლიტიკა
სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:47
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე”: კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა- როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა, თვალებში ყურება და პასუხების გაცემაა.
15 მაისი 2026, 10:37
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სამომავლო საჭიროებები განიხილეს.
15 მაისი 2026, 10:26
ეკონომიკა
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:20
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა
აშშ-მა ვენესუელიდან მაღალგამდიდრებული ურანი გაიტანა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:07
რეგიონი
დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:01
რეგიონი
გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
15 მაისი 2026, 09:26
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთს ამერიკული ნავთობის ყიდვა სურს, რათა „გაუმაძღარი მადა“ დაიკმაყოფილოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკული ნავთობის შესყიდვით არის დაინტერესებული, რათა „გაუმაძღარი მადა“ დაიკმაყოფილოს.
15 მაისი 2026, 09:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" დაიწყო. პროექტში ჩართული ახალგაზრდები, ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიან სასწავლო კურსს სრულიად უფასოდ გაივლიან და მობილური ვიდეოგრაფიის საბაზისო უნარებს შეისწავლიან.
15 მაისი 2026, 09:09
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ორმაგი სტანდარტიც არაა, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ
არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
15 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ კიევზე განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
15 მაისი 2026, 08:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს. სააკაშვილის მეგობრებისა და ქართველი ხალხის მტრებისგან, სხვა რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი
მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
15 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას - ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია
სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
15 მაისი 2026, 08:49
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეს დილის 09:00 საათიდან იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. სისტემაში ბავშვის რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.


