ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
ეკა სეფაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
„უნგრეთის არჩევნები, ვფიქრობ, სწორედ უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში არსებულ რადიკალებს და სხვადასხვა აგენტურის წარმომადგენლებს რა უხარიათ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაურკვეველია,“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.
„უნგრეთის არჩევნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია და ამ ფონზე, ჩვენს რადიკალებს და სხვადასხვა აგენტურის წარმომადგენლებს რა უხარიათ, ცოტა არ იყოს გაურკვეველია. უნგრეთის ახალი მთავრობა ისევ და ისევ უნგრელი ხალხის ინტერესების დაცვას შეეცდება და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის პირველ ნიშნებს. როგორც ვიცით, ევროკავშირი უნგრეთს სთხოვდა 90 მილიარდი ევროსათვის ვეტოს მოხსნას, რაზეც მადიარმა განაცხადა, რომ ვეტოს მოხსნის იმ შემთხვევაში, თუ აღდგება მილსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთი მარაგდება რესურსებით. უნგრეთის ახალი ხელისუფლება პირდაპირ არ მიდის დათმობებზე, ის ისევ და ისევ უნგრელი ხალხის და უნგრეთის ინტერესების დაცვას ცდილობს, ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე არ ვფიქრობ, რომ რადგან უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვლება.
ჩვენ ვიხილეთ უნგრეთის ახალი ხელისუფლების განცხადება და ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ - როდესაც საქართველოს საკითხის განხილვა იყო ევროსაბჭოში, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, უნგრეთი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმებოდა ამას, იქ იყვნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, უნგრეთი იყო ის, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა, კამერებთან საუბრობდა. ასე რომ, ეს ახალი მოცემულობა, რაც ევროპაში შეიქმნა, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან იმედის მომცემია აქაური რადიკალებისთვის. ვფიქრობ, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლებაც, პირველ რიგში, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დაცვას შეეცდება, რაც უკვე ვიხილეთ. ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ორბანის წინააღმდეგაც საკმაოდ ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა, როდესაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დრუჟბას“ მილსადენი, რომელიც მისივე განცხადებით დაზიანებული იყო, უკვე აპრილის ბოლოს შეკეთდებოდა. ამ დროს ორბანი ითხოვდა „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნგრელი ექსპერტების გაგზავნას, ზელენსკი ამაზე უარს აცხადებდა, ასე რომ ასეთი ზეწოლა ორბანზე ნამდვილად იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 15:26
პოლიტიკა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
ჯანლუკა გრეკო საჯარო სერვისების ფორუმზე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე, - განაცხადა გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკომ საჯარო სერვისების ფორუმზე.
16 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია.
16 აპრილი 2026, 15:11
მსოფლიო
ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად და იმისთვის რომ ამერიკელი ამომრჩეველი გავლენებისგან იყოს დაცული.
16 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.
16 აპრილი 2026, 14:54
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
16 აპრილი 2026, 14:53
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
16 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: Starbucks-ი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად
Starbucks-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:47
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები გარედან ფინანსდება
„ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს
ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან
ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:38
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.
16 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება
ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
16 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი
„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
16 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს
დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:26
რეგიონი
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


