18 აპრილი 2026, 19:52 / სანდო წყარო

ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა

ნინო რაზმაძე

ნინო რაზმაძე

არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემს საკუთარ თავშიც ვეძიო, - განაცხადა მეწარმემ, ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა, ნინო რაზმაძემ, შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელსაც ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა.

მან ისაუბრა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გალობის უნივერსიტეტის მაგალითზე და აღნიშნა, რომ ბაზრის კვლევის შედეგების თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტების 100-დან 99 პროცენტი, საკუთარ რეგიონში ბრუნდებოდა დასაქმების მიზნით.

„წარმოვადგენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს და მეორე მხრივ, ვარ მეწარმეც. პირველად ვარ მსგავსი ტიპის შეკრებაზე და პოლიტიკურადაც არ ვარ აქტიური არც პოზიციის, არც ოპოზიციის მხრიდან. ცოტნე, მინდა თქვენს იდეას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ, რომ ვხედავ, დისკუსიას რამდენად სასიამოვნო შედეგები მოჰყვება. ასევე, ჩვენს ჩემპიონებს განსაკუთრებულად რომ არ მივესალმო, არ შემიძლია, იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანის განვლილი გზა, პირადად ჩემთვის და ყველასთვის არის საამაყო.

პირველი, რაც მინდა გითხრათ, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ძალიან წარმატებული მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის გალობის უნივერსიტეტის მხრიდან; ვარ ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორი. ჩვენ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად, შევქმენით უპრეცედენტო შემთხვევა ხელოვნების სფეროში, სადაც ყველა რგოლი მოვიცავით - დავიწყეთ სკოლის ბავშვებიდან, გავაგრძელეთ სალოტბარო სკოლებით, აბიტურიენტების მხარდაჭერით, შემდგომ უკვე უნივერსიტეტში სწავლებით და მე პირადად მომიწია ბაზრის კვლევის ჩატარება, სადაც აღმოვაჩინე ძალიან უცნაური რაღაც: ჩვენი სტუდენტების 100 პროცენტიდან 99 პროცენტი დაბრუნდა რეგიონში, საიდანაც იყო წამოსული და იქ დასაქმდა სკოლებში და ა.შ. ახლა რომ გვჭირდება, განათლების სამინისტროდან გვაქვს მოთხოვნა, რომ სკოლის გუნდებისთვის პედაგოგი შევარჩიოთ, გვიჭირს კადრებში. მესმის, რომ ეს პროფესიული განათლებაა და წლების შრომა სჭირდება, მაგრამ, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ თუ ვინმეს რაიმე ინტერესი გაქვთ, სიამოვნებით გელოდებით. ჩვენც, თუ რაიმე ტიპის თანამშრომლობას შევძლებთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას და ჩვენს თავდადებას,“ - აღნიშნა რაზმაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა „გრანტების შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დგომის მიუხედავად, ახლა, როგორც მეწარმე, პირადი გამოცდილებით, დადებითად აფასებს მიმდინარე პროცესს. რაზმაძის თქმით, ყველა დონორი ორგანიზაცია, სახელმწიფოსგან ნებართვის მიღების შემდეგ, ჩვეულებრივად განაგრძობს საქმიანობას.

„მეორე საკითხი მინდა აღვნიშნო „გრანტების კანონთან“ დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე, როგორც მეწარმეს, ფაქტობრივად ყველა ტიპის მხარდაჭერა მაქვს მიღებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან და ძალიან აქტუალურია ეს ახალგაზრდებისთვის. სხვათა შორის, მე აქციებზე ვიდექი, ყველა აქციაზე, არც ერთი არ ჩამიგდია, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“ და ეს ძალიან „ბუასავით“ ჩანდა, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი. მაგრამ, ახლა მინდა, რომ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ: როგორც მეწარმეს, უკვე მეორედ დამიკვეთა ჩეხეთის კარიტასმა, ტენდერის პირობების გავლით, ფიზიკური აქტივობის საბავშვო ავეჯის შეტანა სახელმწიფო ბაღებში და ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა. მიმართეს სახელმწიფოს, მართალია, ორი თვე ველოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ მივიღეთ თანხმობა და ჩავაბარეთ ეს პროდუქცია. ასევე, ახლა, GIZ-ის და UNDP-ის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციების პროექტები მიმდინარეობს, ჩვეულებრივ რეგისტრირდებიან, იღებენ ნებართვას და ჩვენც, მეწარმეებიც ჩვეულებრივ ვსარგებლობთ ამ პირობებით. ამით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ახლა შეიძლება ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაგრამ ახალგაზრდებს არ მინდა, რომ შეეშინდეთ, ეს ორგანიზაციებიც გაერკვევიან რა პროცედურაა, ჩვენც, მეწარმეებიც გავერკვევით და მე, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს. ერთადერთი, რაც მინდა რომ გთხოვოთ, არის ის, რომ თქვენნაირი გულანთებული ადამიანები რომ ტოპ-მენეჯმენტში არიან, ძალიან კარგია ეს, მაგრამ, ბიუროკრატიის ნაწილში ცოტა გვიჭირს ხოლმე, მაგალითად, ორი თვე არ შეიძლება სჭირდებოდეს ელემენტარული ნებართვის მიღებას და თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ძალიან სასიამოვნო იქნება“, - განაცხადა ნინო რაზმაძემ.

ყველა სიახლე

14 მაისი 2026, 14:13

მსოფლიო

რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 5 და დაშავდა 40 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა, მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შიო მესამე

14 მაისი 2026, 14:07

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

კრისტო ფერნანდესი

14 მაისი 2026, 14:05

სპორტი

„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა

„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.

დავით ქართველიშვილი

14 მაისი 2026, 14:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას

სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური "სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

14 მაისი 2026, 14:01

საზოგადოება

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება

„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

14 მაისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა, სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს.

შიო III

14 მაისი 2026, 13:41

საზოგადოება

ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მე-X შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

14 მაისი 2026, 13:40

კულტურა

სტოკჰოლმში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

„ღონისძიებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 500-მდე მაყურებელი დაესწრო. სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულდა 20-ზე მეტი ნომერი. კონცერტის ფარგლებში, საელჩოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღებაც გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შვედეთის სამეფო კარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:30

პოლიტიკა

შათირიშვილი: ბუნებრივია, თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

14 მაისი 2026, 13:28

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა

აშშ-მა ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების პროცესი ყველასთვის მოულოდნელად შეაჩერა, რაც კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

14 მაისი 2026, 13:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:24

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:20

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

14 მაისი 2026, 13:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

14 მაისი 2026, 13:10

ტაბლოიდი

Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კონცერტს 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის გამოსვლის დროს, მიწისძვრების მონიტორინგისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოწყობილობებმა უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს.

გივი მიქანაძე

14 მაისი 2026, 13:07

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს გეგმა, პეკინს სჯერა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნება.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელელ ჩინოვნიკებს როგორც კი მიუვათ მეილზე ახალი კვლევა, იქვე გადააგდებენ ნაგვის ყუთში, აიღებენ თავის სიას, „როგორ ვავნო საქართველოს“ და დაიწყებენ მონიშვნას: დავხუროთ ტელევიზია, გავაუქმოთ პარლამენტი და ა.შ.

ეს აჩვენებს სახელმწიფოს სისტემის გამართულობას, აჩვენებს პარლამენტის და მთავრობის მუშაობის შეთანხმებულობას, იმას, რომ ეს კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე საუბრისას.