20 აპრილი 2026, 12:53 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში იგულისხმება, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თუკი საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივები, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდება საქართველოს მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა და ახლა სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის, საით მიაქანებს ქვეყანას ბრიუსელი სინამდვილეში.

„აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა, სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, საით მიგვაქანებს სინამდვილეში ბრიუსელი. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში ის გულისხმობს, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები.

ეს გულისხმობს თანხვედრაში ყოფნას ბრიუსელის სანქციებთან. თუკი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, ჩვენც უნდა შემოვიღოთ და რუსი მოქალაქეები ვიზით შემოვიდნენ, თუკი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა არ უნდა ჰქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად გვაკრიტიკებდა, რომ ჩვენ არ ვართ სრულ თანხვედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთი წინააღმდეგ, ამას ითხოვენ.

ამ კონტექსტში საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება, რუსეთთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც ჩვენ გვაიძულებდნენ 2008 წლიდან მოყოლებული, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რასაც ახლა ბრიუსელი ითხოვს საქართველოსგან, არის ის, რომ დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს. ანგარიშშიც უწერიათ ეს ყველაფერი. როცა ჰკითხავ გეტყვიან, რომ არ ვითხოვთო და შემდეგ ასე გიტიალებენ, რომ სრული თანხვედრა უნდა გქონდეს.

როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ჩვენგან სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, მათთვისაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს თუ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზის, თქვენ ფულს მოგვცემთ? დაგვეხმარებით? გვაძლევთ ამის პირობას? პასუხია, რომ არა ამის პირობას არ გაძლევთ. თუკი ამან გამოიწვია კონფრონტაციის ზრდა და გამოიწვია პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, თქვენ ჩამოხვალთ და იომებთ ჩვენთან ერთად? პასუხია, რომ არა არ ვიომებთ, არც უკრაინელებთან ომობდნენ და არც ჩვენთან. თქვენ რასაც ამბობთ ეს თუ სიმართლეა და ეს თუ ეს პირდაპირ წერია ნიშნავს, რომ უნდათ რუსეთთან ესკალაციაში შეგვიყვანონ, რაც ბოლოში ნიშნავს ომს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან - მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.

20 აპრილი 2026, 15:02

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გეკა გელაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურთან - ბაჰოდირ ტაშმატოვთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

20 აპრილი 2026, 14:49

მსოფლიო

BBC: ირანთან მოლაპარაკებებზე პაკისტანში ჯეი დი ვენსი გაემგზავრება

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია ირანთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე პაკისტანში დღეს გაემგზავრება. დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.

ნინო წილოსანი

20 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

ნინო წილოსანი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ

მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ, - განცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:45

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის პროექტზე: ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

კირ სტარმერი

20 აპრილი 2026, 14:39

მსოფლიო

POLITICO: ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს

ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს - გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერთიანებული სამეფოს ელჩად პიტერ მენდე-ლსონის დანიშვნა, შესაძლოა კირ სტარმერის კარიერისთვის ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.

გიორგი კახიანი

20 აპრილი 2026, 14:34

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ჩვენ გვინდა პარტიული სივრცე და ზოგადად, პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს იმდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში

ჩვენ გვინდა პარტიული სივრცე და ზოგადად, პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს იმდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:28

ჯანდაცვა

კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

20 აპრილი 2026, 14:27

მსოფლიო

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის გენერალური დირექტორი: ევროპარლამენტის რეპუტაცია სასწორზე დევს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის ახალი გენერალური დირექტორი პიოტრ კლემენტის განცხადებით, ევროპარლამენტის რეპუტაცია სასწორზე დევს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი არჩევნებზე ბულგარეთში: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები. ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება.

ნინო წილოსანი

20 აპრილი 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით, თუმცა ვიცით, რომ ეს ინსტრუქციები მათთვის წაგებული ომია და ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერზე დიდი ხანია უარი თქვა

ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა იგორ ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.

გურამ მაჭარაშვილი

20 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ რაც მალე იქნება ჩამოცილებული ქართულ პოლიტიკას, მით უფრო მალე ეშველება ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს

ეს ის საკითხია, სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, როგორც „ხალხის ძალას“, ასევე „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატება.

თამარ ჩიბურდანიძე

20 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ცოტნე ივანიშვილის გზავნილები დღევანდელ რეალობაში ყველაზე ადეკვატურია და მიზნად ისახავს გახლეჩილი ახალგაზრდობის ერთობას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება ცოტნე ივანიშვილის გზავნილებს და წერს, რომ ისინი მიმართულია გახლეჩილი ახალგაზრდების გაერთიანებისკენ. ანალიტიკოსის შეფასებით, ნებისმიერი მშობლისთვის მძიმეა ფაქტი, რომ მისი შვილი, შესაძლოა, ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი გახდეს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო.

20 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე: „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა გადაწყვიტა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ

„ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად იმ პოლიტიკური ძალების ოპონენტების აკრძალვა გადაწყვიტა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.

20 აპრილი 2026, 14:16

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე: არაფერი არ იცვლება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას

პარტია „ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს, რომ მისი პარტიის ერთადერთი მიზანი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა

რა თქმა უნდა, არცერთ სპორტსმენს, არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი განცხადებების მოსმენა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპერტ დავით ნებიერიძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან ქართველ სპორტსმენებს ფარჩაკები უწოდა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით: წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა

ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ საყოველთაო კარდაკარის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.