14 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან - პარტიის იუბილეს პრემიერ-მინისტრი ვრცელი წერილით ეხმაურება
ფოტო: Facebook
პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა.
დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა.
2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა - ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი.
ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქონებაწართმეული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.
სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!
სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ... ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა.
დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან - რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა - დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.
ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება. ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა - დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ.
ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას...
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას.
რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც დღეს უკვე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა. სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.
ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან - პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან - სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან - ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს.
რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს. ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება.
უკვე არაერთხელ ვიხილეთ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობები, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პოლიტიკური გუნდის უნარი და გამბედაობა გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღოს და არ დაუშვას იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ვიწროპოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ყველაფერზე არიან წამსვლელი და რომელთა მმართველობაც წარსულის უმძიმეს გამოცდილებას უკავშირდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს.
სწორედ ქართველი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საფუძველი და განვითარების მკაფიო ხედვა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თითოეულ წევრს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს!“, - წერს ირაკლი კობახიძე.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 12:07
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:06
მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინისთვის MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად მათი ჩამოწერა გადაწყვიტა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Mig-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აღარ გადაეცემა. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:03
საზოგადოება
პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება.
03 ივლისი 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 11:43
კულტურა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
03 ივლისი 2026, 11:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ პიტ ჰეგსეტის გეგმა ევროპაში ჯარების შემცირებასთან დაკავშირებით დაბლოკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნატოს სამხედრო ხელმძღვანელებთან ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შემცირების შესახებ „სკანდალურ“ განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმა საბოლოოდ დაბლოკეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
03 ივლისი 2026, 11:36
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური პროფესიული კურსი გაიარეს
პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.
03 ივლისი 2026, 11:32
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
03 ივლისი 2026, 11:31
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: შუა აზია XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შუა აზიის სახელმწიფოებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
03 ივლისი 2026, 11:28
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას: ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ. ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეს თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო
საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მით უმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში. მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.
03 ივლისი 2026, 11:16
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
03 ივლისი 2026, 11:06
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამჟამად ზაჰესის იზოლატორშია. დღესვე გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო იმსჯელებს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
03 ივლისი 2026, 10:59
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი დააკავა
დანიელმა მემარჯვენე აქტივისტმა ლარს კრაგ ანდერსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დანიაში პოლიციის მიერ მისი დაკავების ამსახველი კადრები.
03 ივლისი 2026, 10:59
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ჯო უილსონის განცხადებაზე: თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის, ჯო უილსონის დარდია საქართველოზე!
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „„ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.“
03 ივლისი 2026, 10:48
პოლიტიკა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხებში მრჩევლებს - ჰაქან ბეჯელსა და ნეჯმეთინ თეთიქს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 10:48
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა.
03 ივლისი 2026, 10:45
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 10:30
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება - გამოცდაზე 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
03 ივლისი 2026, 10:23
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 10:22
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს


