22 აპრილი 2026, 12:00 / სანდო წყარო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რადგან მიიაჩნია, რომ უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია მიმდინარეობს ორი სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანუ აგენტურული ქსელის გასამართლება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის აკრძალვა - ერთი ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, მეორე კი, ჩვენი პარტიის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება.

საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც 1 წლის წინ დასრულდა, მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოისმინა უმძიმესი ისტორიები, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაშაულებისა, რაც ნაცმოძრაობას აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. მომზადდა ვრცელი დასკვნა, რომელიც თავისთავად უკვე განაჩენია!

ჩვენ ვხედავთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 13 წელია აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და სახელისუფლებო ძალაუფლების გარეშეც მუდმივად აყენებს ზიანს ქვეყანასა და საზოგადოებას. როგორც ეს უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე საფრთხის შემცველია ქვეყნის სტაბილურობისთვის. ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების და უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია.

ასევე შეუსრულებელ მისიად დარჩება დეპოლარიზაცია, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, რადგან სამოქალაქო მშვიდობა შეუძლებელია, როდესაც ერთი მხარე შეპყრობილია რევანშის წყურვილით და უცხოური ძალების დახმარებით ცდილობს ძალაუფლების ნებისმიერი ფორმით ხელში ჩაგდებას - მოლოტოვის კოქტეილს ესვრის პარლამენტის შენობას, ცოცხლად წვავს პოლიციელებს და მოკვლით ემუქრება ყველას, ვინც ამ სისხლიან სცენარში არ მონაწილეობს.

აქ არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გადაიტანეს ენით აღუწერელი ტრაგედია და უნდა ითქვას, რომ ეს ტრაგედია გრძელდება იქამდე, სანამ ეს ადამიანები მკვლელებსა და ჯალათებს კვლავ პოლიტიკაში ხედავენ და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ ერთ დღეს ისინი ძალაუფლებაში დაბრუნდებიან.

ჩვენ გავიარეთ კოჰაბიტაცია, მას შემდეგ არაერთი დაპირება, რომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მოხდებოდა კოლექტიური ნაცმოძრაობის და უცხოური აგენტურის შეფასება, მაგრამ დღემდე ისინი აგრძელებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას და ეს ყველაფერი დაუსჯელი რჩება.

ერთი მხრივ ხელისუფლება აცხადებს სურვილს, რომ ქვეყანაში დამყარდეს სამართლებრივი წესრიგი და თითქოს იწყებს კიდეც გარკვეულ მოქმედებებს, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით ყოველ ჯერზე ხდება პროცესის შეჩერება. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და აგენტურის ქართულ პოლიტიკაში შენარჩუნება იყო და არის გარე ძალების - „დიპ სტეიტის“ ინტერესი.

ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ დამნაშავეების გასამართლება არის ქართველი ხალხის მტკიცე დაკვეთა და ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მიიყვანოს ბოლომდე აღნიშნული პროცესი“, - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ჯო უილსონი

22 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ რუსეთი ირანს იარაღს საქართველოს ანაკლიის პორტის მეშვეობით აწვდის.

22 აპრილი 2026, 12:54

რეგიონი

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ხორციელდება აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით. პროექტის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

22 აპრილი 2026, 12:50

ეკონომიკა

Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს

აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქართულ-სომხური კომპანიების მხარდასაჭერად. ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს იმ კომერციულ ხიდს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

22 აპრილი 2026, 12:45

სამართალი

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:30

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ

მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა - მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:25

პოლიტიკა

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

22 აპრილი 2026, 12:08

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

22 აპრილი 2026, 11:56

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 11:55

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაგდა მამუკაშვილი

22 აპრილი 2026, 11:54

საზოგადოება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 აპრილი 2026, 11:51

პოლიტიკა

ყაველაშვილი: მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუმენ რადევი

22 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პროკრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება

ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი ვიქტორ ორბანი ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს. წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

22 აპრილი 2026, 11:46

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

22 აპრილი 2026, 11:43

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

22 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.