პოლიტიკა

22 აპრილი 2026, 13:33

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს, ედურნე ურიარტე ბენგოეჩეას შეხვდა.

ჯო უილსონი

22 აპრილი 2026, 12:55

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ რუსეთი ირანს იარაღს საქართველოს ანაკლიის პორტის მეშვეობით აწვდის.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:30

კახა კალაძე სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ

მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა - მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:26

კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:25

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:21

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

22 აპრილი 2026, 12:00

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის, რადგან მიიაჩნია, რომ უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია. როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

22 აპრილი 2026, 11:58

მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}