ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არ სჭირდება საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ბრიუსელისგან იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ლგბტ საკითხთან მიმართებით.
„ბრიუსელი არა მარტო ამ კანონის მიღებას ითხოვს, არამედ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი, კატეგორიულად სთხოვს, რომ აღიარონ სხვა ქვეყანაში გაფორმებული ქორწინება, თუკი ამ ქორწინებაში მათი მოქალაქეები მონაწილეობენ. ამას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, თუ არ უნდა, რომ დაიმსახუროს ბრიუსელის ბიუროკრატიული სისტემის რისხვა. არ სჭირდებათ საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ამ პლატფორმაზე არ მოხდეს დაპირისპირება. ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 16:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს
მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
22 აპრილი 2026, 16:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
22 აპრილი 2026, 16:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს მომავალი წლისთვის საქართველოს თავმჯდომარეობა შევთავაზეთ. მომავალი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, ჩვენ ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
22 აპრილი 2026, 16:28
მსოფლიო
Bloomberg: ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.
22 აპრილი 2026, 16:16
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებამდე სიიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვის პუნქტი ამოიღო.
22 აპრილი 2026, 15:58
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:44
საზოგადოება
გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს - გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
22 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:24
პოლიტიკა
შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
22 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.
22 აპრილი 2026, 14:51
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის უსაფრთხო
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, - განუცხადა „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:43
თავდაცვა
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:42
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან შეხვედრა ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
22 აპრილი 2026, 14:35
მსოფლიო
BBC: უკრაინას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს - ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობაა
უკრაინის ხელისუფლებას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს. ინფორმაციას BBC-ის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:34
ჯანდაცვა
მშობელთა ორგანიზაცია - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს
ევროპისა და შეერთებული შტატების ოფიციალური დოკუმენტების მიუხედავად ისევ ირწმუნებიან, რომ მედიკამენტები ეფექტურია. ითხოვენ საჯარო დისკუსიას. ოფიციალური ინფორმაციით კი პრეპარატ „ელევიდისს“ ევროპაში ავტორიზაცია არაეფექტიანობის გამო შეუჩერდა. ამერიკამ კი ფატალური შედეგების შესახებ გაფრთხილება დაამატა.
22 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია
როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.


