მდინარაძე: მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.
„ერთ საერთო ციფრს მოგიტანთ: თუ დაახლოებით ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო „იქს“ ციფრი, დღეს ეს ციფრი, სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ გაზრდილია“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება, ასეა? - მდინარაძემ ასე უპასუხა:
„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები (ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია), სამაგიეროდ ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის უამრავი ლეგიტიმური საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა, გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
მდინარაძეს ასევე კითხვას დაუსვეს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„შემიძლია გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მათ ვაკვირდებოდით. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ გამოევლინათ და მტკიცებულებები შექმნილიყო. ამ თვეების მუშაობამ შედეგი მოგვცა ის, რომ გამოვავლინეთ უცხოური სპეცსამსახურის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. შეიძლება ძალიან კარგი იყოს ვიღაცების დასანახად თქმა და გაგონება იმის, რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სუს-ი არ აპირებს ერთ ქვეყანაზე გაჩერებას, რადგან მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამ ქვეყანაში ასეთი ხალხი და ხვალ შეიძლება უხერხულობები შეიქმნას, ამიტომ ჯობია, რომ თავიდანვე არ ვთქვათ ერთი ქვეყანა, რადგან მერე მეორე ქვეყნის დასახელების ვალდებულებაც გვექნება. რაღაცებსაც ვეღარ წამოგვაძახებენ, ამიერიდან, ალბათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 00:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.
23 აპრილი 2026, 00:42
პოლიტიკა
მდინარაძე: ეს ცვლილება 8 თვის წინ გადაწყდა. გუნდის თხოვნით დავიკავე ის თანამდებობა, მაშინ ასეთი საჭიროება იყო. საბოლოო ჯამში, დავუბრუნდით წინა გეგმას და პრემიერის გადაწყვეტილებით კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას
8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით დავიკავე ის თანამდებობა, მაშინ ასეთი საჭიროება იყო. დავუბრუნდით წინა გეგმას და პრემიერის გადაწყვეტილებით კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.
23 აპრილი 2026, 00:41
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე იგორ ბლაჟევიჩზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან [იგორ ბლაჟევიჩი] დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის განცხადებით, ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა. „გამახსენდა ერთი ე.წ ნიუსი, ჯერ-ჯერობით უცნობია და ვარკვევთ უკავშირდებოდა თუ არა მდინარაძის ვიზიტი [ჩეხეთში] ბლაჟევიჩს, ახლა უკვე შემიძლია გაგცეთ პასუხი: არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო ვიზიტი, ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხობის და დაზვერვის სამსახურების უფროსებთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ჩაჭდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. რაც შეეხება ბლაჟევიჩს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს არ მოეწონება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი [ოპოზიცია] თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცეებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან რას გეგმავდა ოპიზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად. „მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] უკვე ძალიან გაფრთხილდნენ, მას შემდეგ რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ჩვენ შიდაუწყებრივად, საბედნიეროდ, გავძლიერდით სამართალდამცველები ისე, რომ „ჩავმჯდარიყავით“ იქ სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებისას, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კეთილი ინებონ ამასაც დაანებონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
23 აპრილი 2026, 00:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერი იყო დღე, როცა მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა პედანტური სიზუსტით, სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვრცლად ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე.
23 აპრილი 2026, 00:34
მსოფლიო
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა ეს მოლაპარაკებები შედეგიანი უნდა იყოს და შეთანხმებების ფინალიზაციის ეტაპზე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
23 აპრილი 2026, 00:28
მსოფლიო
პენტაგონი: ირანის ომში 400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
პენტაგონის მონაცემებით, ირანის ომში დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ ოთხშაბათს 400-ს მიაღწია.
23 აპრილი 2026, 00:24
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი კვლავ ღიაა დიალოგისთვის, თუმცა ვაშინგტონი მოლაპარაკებების პერსპექტივის ჩაშლაში დაადანაშაულა
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანი კვლავ ღიაა დიალოგისთვის, თუმცა ვაშინგტონი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პერსპექტივის ჩაშლაში დაადანაშაულა.
23 აპრილი 2026, 00:14
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სუს-ის საქმიანობის შედეგებზე: თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ. მათ შორის, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო x ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის საქმიანობის შედეგებზე საუბრისას.
23 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებზე: ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად
ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ.
23 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
მდინარაძე: უნდა მოხდეს დამნაშავე სამართალდამცველთა იდენტიფიცირება, დასჯა, რომ ერთი მხრივ დავაფასოთ სამართალდამცველი გმირული საქციელისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ
შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], "გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს" - ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE".
23 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ნარკოდანაშაულზე: სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროოთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი
შეიძლება ჩემგან გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით რომ ეს გადატეხილი პრობლემაა[ნარკოდანაშაული], მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყება უდიდესი შრომა ჩადო ამაში, დიდი დრო დასჭირდება ამის დამარცხებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ნარკოდანაშაულის აბსოლუტური დამარცხების პრეცედენტები მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ არსებობს.
23 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
თეთრი სახლი: პრეზიდენტს არ დაუწესებია კონკრეტული ვადა ირანისგან წინადადების მისაღებად
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილია ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ზეწოლის კამპანიით და თეირანისთვის პასუხის გასაცემად „მკაცრი ვადა“ არ დაუწესებია.
22 აპრილი 2026, 23:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს
უსაფრთხოების დაცვა ყოველდღიურობაში ერთია და მეორეა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხების დალაგება, ამაზე მეტია საზრუნავი და მე შევეცადე საფუძველი ჩამეყარა სუსში ჩემი მუშაობის დროს და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება, ამის გარანტია შეგვიძლია დავდოთ მთელი პასუხისმგებლობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.
22 აპრილი 2026, 23:39
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება
არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
22 აპრილი 2026, 23:27
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.
22 აპრილი 2026, 22:35
მსოფლიო
ლიეტუვის პრემიერი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს
მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ დაშინების რიტორიკისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 22:23
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს, გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით
უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
22 აპრილი 2026, 21:55
რეგიონი
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
22 აპრილი 2026, 21:52
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.


