23 აპრილი 2026, 09:57 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა

წერს დავით ქართველიშვილი

წერს დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას „დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია.“

ქართველიშვილის თქმით, გარე მოთამაშეებს უწევთ ოფიციალურ თბილისთან შეთანხმება საქართველოს დერეფანზე წვდომის პირობებზე და ამის აღიარება უკვე მოუწია მარტა კოსს, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას პრაქტიკულ ჭრილში აღიარებს, ჩინეთს კი არც დაჭირვებია ამდენი წინასწარი მოთელვა და საქართველოზე თავიდანვე პარტნიორული ფსონი დადო.

„ბრიუსელის სამეულიდან (ურსულა-კაია-მარტა) პირველი დანებდა მარტა კოსი, რომლის უკანასკნელი განცხადება უკიდურესად პირდაპირი იყო: საქართველოს გარეშე შეუძლებელია ევროპასა და აზიას შორის სრულფასოვანი დაკავშირებადობის არქიტექტურის შექმნა. ეს არ არის დიპლომატიური ფორმულა, ეს არის დამოკიდებულების დაფიქსირება: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს. ალილუია! ამით ბრიუსელი დე-ფაქტო აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის ახალ როლს - არა როგორც პერიფერიულ და მუდმივად "გასაროზგ" პარტნიორს, არამედ

როგორც საკვანძო სუბიექტს, რომელზეც დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა.
მართალია, მარტა ის კოსი არ იქნებოდა, ამ აღიარებისთვის დამატებით „პირობებში შეფუთვა“, რომ არ მიეყოლებინა, რაც ბრიუსელის კლასიკური ტაქტიკაა: თუ საქართველო შეუცვლელია, საჭიროა მისი მნიშვნელობის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევა, მაგრამ თავად კოსის განცხადების ლოგიკა ამ მიდგომას ეწინააღმდეგება. სპარსეთის ყურის არასტაბილურობის, ალტერნატიული მარშრუტების გადატვირთვისა და ცენტრალურ აზიაზე წვდომისთვის ბრძოლის ფონზე ევროპას არჩევანის სივრცე უბრალოდ აღარ რჩება - თვით გეოგრაფია არჩევანს ამცირებს მხოლოდ ერთ მარშრუტამდე, რომელიც თბილისზე გადის.

ასე რომ, დღეს ბრიუსელი არ არის იმ მდგომარეობაში, აქეთ "დამატებითი პირობები" წამოაყენოს, არამედ პირიქით.
ეს კი ნიშნავს პრინციპულ გარდატეხას: პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს უჩნდება არა მხოლოდ ვალდებულება მოუსმინოს, არამედ შესაძლებლობა - თავად დააწესოს საკუთარი პირობები.

სწორედ აქ იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც იშვიათად ეძლევა მცირე სახელმწიფოებს. საქართველო ტრანზიტული ტერიტორიიდან გადაიქცა გლობალური რისკების დაზღვევის სისტემის ელემენტად, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-სა და მსოფლიო ვაჭრობისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთისთვისაც, რომელიც აქეთ გახედვის ღირსადაც არ გვთვლიდა წლების განმავლობაში, ხოლო ჩვენი "სუბიექტად" წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.

ასეთ კონფიგურაციაში ქვეყნის სტაბილურობა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კაპიტალად გარდაიქმნება, ხოლო ინფრასტრუქტურა - ზეწოლის ინსტრუმენტად: თბილისი კი არ უნდა მოერგოს სხვის წესებს, არამედ გარე მოთამაშეებს უწევთ შეთანხმება საქართველოს დერეფანზე წვდომის პირობებზე. დღეს ამის აღიარება მარტა კოსს მოუწია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას უკვე პრაქტიკულ ჭრილში აღიარებს, ჩინეთს არც დაჭირვებია ამდენი წინასწარი მოთელვა, ის თავიდანვე ჩვენზე თავის პარტნიორულ ფსონს აკეთებდა. გარდაუვალია მოსკოვის "გამოფხიზლებაც", თუ არა და, ის კიდევ დიდი ხნით დარჩება ცხინვალთან და სოხუმთან "საერთაშორისო სამიტების" ჩატარების დონეზე. შეუძლიათ - ნაურუც მოიწვიონ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

პაველ ჰერჩინსკი

23 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ეს განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს

ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა

„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

23 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 11:07

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 11:04

პოლიტიკა

პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. LIVE

პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

23 აპრილი 2026, 11:03

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველი მასწავლებლები ქალაქ სალონიკში გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველმა მასწავლებლებმა მონაწილება მიიღეს ქალაქ სალონიკში გამართულ eTwinning-ის პროფესიული განვითარების საერთაშორისო სემინარაში თემაზე: „მომავლის სკოლები: სკოლის ლიდერობის განვითარება“.

23 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

23 აპრილი 2026, 10:46

ეკონომიკა

თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა. ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.

დავით ჩიხელიძე

23 აპრილი 2026, 10:39

პოლიტიკა

ჩიხელიძე ჰერჩინსკიზე: საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული

ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

23 აპრილი 2026, 10:39

რეგიონი

რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და ეზოებში არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც დაიწყება.

23 აპრილი 2026, 10:36

მსოფლიო

რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს

რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 10:34

პოლიტიკა

კახა კალაძე იგორ ბლაჟევიჩზე: გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2026, 10:21

ჯანდაცვა

სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ე.წ. Exon Skipping - ამ შემთხვევაში EMA არცერთს აქვს. FDA აქვს მინიჭებული, მაგრამ დაჩქარებული წესით, ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს - გაირკვეს, უსაფრთხოა თუ არა

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჯონ ფელანი

23 აპრილი 2026, 10:12

მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 09:59

რეგიონი

სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია ესწრებოდა.

თენგიზ შარმანაშვილი

23 აპრილი 2026, 09:54

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილებაზე: აქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ - ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა

ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეების განხეთქილებას.