პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვდასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები და მინდა მას და მის გუნდს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მან შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ სულხან თამაზაშვილი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. ამის გამოხატულებაა ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: გარედან ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც დაანონსებული აქვთ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები უნდა განავითარონ საქართველოში და შესაბამისად ხელოვნური სუნთქვის ჩაბერვის მცდელობა აქვთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით
გარედან ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც დაანონსებული აქვთ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები უნდა განავითარონ საქართველოში და შესაბამისად ხელოვნური სუნთქვის ჩაბერვის მცდელობა აქვთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
23 აპრილი 2026, 18:14
სამართალი
პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება „ბნელ წარსულში დაბრუნებას“, „ბნელ წარსულში“ ვიყავით უკვე და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანშში
მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
23 აპრილი 2026, 18:13
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს - ვერცერთი გემი ვერ შევა და ვერ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნებართვის გარეშე
ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 აპრილი 2026, 18:10
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ევროკავშირის ელჩისგან ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში შეუსრულებელი მისია აქვს. მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება
ევროკავშირის ელჩისგან დღეს ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა, რომლის მიზანიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ხალხის დაშინება, დაშანტაჟება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“, პაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას.
23 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
23 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ჯერარდო ჯიოვანოლი: ვფიქრობ, ევროპის საბჭოსთვის პრობლემაა, რომ საქართველო აქ არ არის. ვიცით, მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ
ვფიქრობ ეს არის პრობლემა ევროპის საბჭოსთვის, რომ საქართველო აქ არ არის, მაგრამ როგორც ვიცით ქვეყანაში არსებული პირობები არ იძლევა რეალური ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობას. ვიცით, რომ მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჯერარდო ჯიოვანოლმა.
23 აპრილი 2026, 17:48
მსოფლიო
ტრამპმა ყველა ირანული გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს განათავსებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა ჩაძიროს ყველა ირანული გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს განათავსებს.
23 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებელია, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა. საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა სიგურდურ ჰელგ პალმასონიმ.
23 აპრილი 2026, 17:41
სპორტი
ფიფას მონაწილეობით თბილისში მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს ერთობლივი ინიციატივით, თბილისში სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზისა და ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
23 აპრილი 2026, 17:32
პოლიტიკა
გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს შსს-ში მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. წარდგენას ყოფილი შს მინისტრი გეკა გელაძე ესწრებოდა.
23 აპრილი 2026, 17:32
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
23 აპრილი 2026, 17:32
პოლიტიკა
პრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ეს ულამაზესი მხარე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე გამორჩეული საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობისას ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით და საფუძველი ჩაეყარა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს
23 აპრილი 2026, 17:26
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში - ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ
მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ.
23 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
23 აპრილი 2026, 17:22
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ისე, რომ რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვა საზღვაო გზით არ აკრძალა
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 17:13
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
23 აპრილი 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგატებს აჭარის რეგიონიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, მმართველი პარტიის რეგიონულ მდივან, დიმიტრი სამხარაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კირცხალიასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგატებს აჭარის რეგიონიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე წარუდგინა.
23 აპრილი 2026, 17:04
პოლიტიკა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.
23 აპრილი 2026, 16:48
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი დაამტკიცა. ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კვიპროსი ავრცელებს.


