24 აპრილი 2026, 13:55 / სანდო წყარო

ცუცქირიძე: ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსის მინიჭება მხოლოდ ტექნიკური ან ენერგეტიკული გადაწყვეტილება არ არის - ის მკაფიო პოლიტიკური სიგნალიცაა იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო აკრიტიკებს, - წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდაზე მიუთითებს და ქმნის პლატფორმას საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის.

„მიუხედავად არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, ევროკავშირი აგრძელებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია.

PMI სტატუსი ნიშნავს, რომ პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და ზრდის ინსტიტუციურ ჩართულობას. თუმცა, ამ პროცესის მნიშვნელობა მხოლოდ ტექნიკურ ან რეგულაციურ დონეზე არ შემოიფარგლება - იგი ქმნის პლატფორმას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის დიალოგის გააქტიურებისთვის.

დაჩქარებული რეგულაციური და ადმინისტრაციული პროცედურები, ერთი მხრივ, ზრდის პროექტის განხორციელების ეფექტიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, საჭიროებს მუდმივ კოორდინაციასა და კომუნიკაციას მხარეებს შორის, რაც ობიექტურად აძლიერებს პოლიტიკურ ურთიერთქმედებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ევროკავშირის მიერ ასეთი სტატუსის მინიჭება გულისხმობს პროექტის აღიარებას როგორც საერთო ინტერესის ინფრასტრუქტურულ ინიციატივად, რაც ავტომატურად ზრდის მისი დაფინანსებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ პროექტი ინტეგრირდება TEN-E (ტრანსევროპული ენერგეტიკული ქსელების) მიწოდების ერთიან ჯაჭვში და ექვემდებარება სტრატეგიულ პრიორიტეტებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, დეკარბონიზაცია და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. საქართველოსთვის ეს წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გადავიდეს ენერგეტიკული ტრანზიტის პასიური როლიდან აქტიურ რეგიონულ ჰაბის ფუნქციაზე“, - წერს ცუცქირიძე.

მისივე განცხადებით, საქართველო შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ენერგიის ტრანზიტულ სივრცედ, არამედ, მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიორ სახელმწიფოდ, ამასთან, პროექტის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს და გადადის გეოპოლიტიკურ განზომილებაში.

„გეოეკონომიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ქმნის ენერგიის ექსპორტის ახალ არხს, რომელიც საქართველოს აკავშირებს პირდაპირ ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ ბაზართან, განსაკუთრებით კი რუმინეთის გავლით. ეს ინტეგრაცია ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, რადგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განიხილება როგორც „ბაზრის ჩარჩო“, რომელიც ამცირებს პოლიტიკური რისკის აღქმას კერძო ინვესტორებისთვის. შედეგად, საქართველო შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ენერგიის ტრანზიტულ სივრცედ, არამედ, მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიორ სახელმწიფოდ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის პირობებში.

სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პროექტი პოტენციურად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ტექნოლოგიურ ტრანსფერს. ენერგეტიკული ქსელების ინტეგრაცია მოითხოვს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაცია ზრდის ენერგოეფექტურობას და ამცირებს შიდა ბაზრის სტრუქტურულ რისკებს.
ამასთანავე, პროექტის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს და გადადის გეოპოლიტიკურ განზომილებაში. შავი ზღვა, როგორც სტრატეგიული საკომუნიკაციო და ენერგეტიკული სივრცე, ისტორიულად წარმოადგენს კონკურენტული გავლენის ზონას. კაბელის პროექტი ზრდის ევროკავშირის ფიზიკურ და ინფრასტრუქტურულ ჩართულობას რეგიონში, რაც ამცირებს ერთპოლუსიან დამოკიდებულებას და ქმნის უფრო მრავალმხრივ ენერგეტიკულ არქიტექტურას. საქართველოსთვის ეს ნიშნავს დასავლეთთან ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც აძლიერებს მის სუვერენულ არჩევანს საგარეო პოლიტიკაში.

გეოპოლიტიკური კონტექსტის მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაცია. ევროპისთვის შავი ზღვის კაბელი წარმოადგენს ალტერნატიულ წყაროს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიაში. შესაბამისად, შავი ზღვა ხდება ენერგეტიკული კონკურენციისა და თანამშრომლობის საკვანძო სივრცე. საქართველოს ჩართვა ამ სისტემაში ზრდის მისი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ერთდროულად ქმნის როგორც უსაფრთხოების გარანტიებს, ისე ამცირებს გარე ზეწოლის რისკების ზრდის პოტენციალსაც.

დასკვნის სახით, ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესების“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. ეს არის პროცესი, რომელიც ერთდროულად აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით, აფართოებს ეკონომიკურ ინტეგრაციას და ზრდის რეგიონული ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდამოკიდებულებას.

ამგვარად, შავი ზღვის კაბელი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; რეალურად ის წარმოადგენს ახალი რეგიონული წესრიგის ერთ-ერთ ელემენტს, სადაც საქართველო სულ უფრო აქტიურად ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი როგორც ენერგეტიკული დერეფნისა და ევროპა-ევრაზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული კვანძის ფუნქციით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

კაროლ ნავროცკი

24 აპრილი 2026, 15:11

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, დროა, ევროპამ გამოიღვიძოს და უარი თქვას ევროკავშირის მიგრაციის პაქტზე.

24 აპრილი 2026, 14:35

მსოფლიო

The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება

საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას გამოცემა The European Conservative ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

24 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

24 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება

დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა.

თენგიზ შარმანაშვილი

24 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში

კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

24 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები აუმხედრდნენ. იციან, თუ როგორი დაზიანებულია სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ასე არიან დაზიანებულები

სააკაშვილს აუმხედრდნენ თავისივე გამოზრდილი მიშისტები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

შოთა ბერეკაშვილი

24 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“: პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი„ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.

24 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ყოფილი ევროკომისარი: როცა ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს ამდენი ევროპული დროშა

მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა.

გიორგი ვოლსკი

24 აპრილი 2026, 14:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება

არის ინტერესი სახელმწიფოების, აშშ-ის, ევროკავშირის ინტერესიც არის იმაში, რომ საქართველოს „შუა დერეფნის“ სივრცე იყოს სტაბილური. საქართველოს გარეშე ეს პროექტები არ ხორციელდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 14:03

მსოფლიო

ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევაზე: ეს, შესაძლოა, სასარგებლო იყოს

აშშ-ს „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიჟება სურს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მაიამიში გაიმართება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 14:02

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ჯაბა ხუბუა

24 აპრილი 2026, 14:00

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

24 აპრილი 2026, 13:51

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

24 აპრილი 2026, 13:41

მსოფლიო

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, რამდენიმე თვეში ნატოს თავს დაესხას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი, შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხას.

24 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის 2025 წლის ანგარიში მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 13:32

სამართალი

პენიტენციური სამსახური: საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პეტერ მადიარი

24 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ტუსკი: მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, შესაძლოა, ვროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

თამარ იოსელიანი

24 აპრილი 2026, 13:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია,“ - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

24 აპრილი 2026, 12:54

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.