მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე.
მინისტრმა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, დასახულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია. საქართველო არ არის ნატოს ან რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი, რაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.
„საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოური ან პოსტსაბჭოური ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე, ფუნქციონირებად დემოკრატიად. მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკურ განვითარებაში და თავი საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დააყენა, როდესაც საქმე ეხება ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას.
რა თქმა უნდა, კრიტიკას ხშირად ვისმენთ ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა აქვს და ეს დაკავშირებულია ორ ბოლოდროინდელ მოვლენასთან რეგიონში. ჩვენ ვმუშაობთ განვითარებისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც საქართველოს ძალიან მგრძნობიარე და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. მე არ ვფიქრობ, რომ მჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს კვლავ ორი რეგიონის აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. კვლავ გვყავს უკანონო სამხედროები საქართველოს ორ რეგიონში და ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და არ ვართ რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრები. ეს საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რუკას შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რა სახის შესაძლებლობები მოდის ჩვენს მხარეს. გვაქვს პოზიცია, როგორც დამკავშირებელ ქვეყანას აღმოსავლეთ-დასავლეთის კუთხით და არა მარტო. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობას გვაძლევს ორივეს - ევროკავშირსა და საქართველოს ერთად ვიმუშაოთ.
გეოპოლიტიკური კითხვაა - რა გვინდა მომავალში? შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ ის გვინდა დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ? ევროინტეგრაცია სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რაც მთელ პროცესს აზიანებს. სწორედ ამას უნდა ავარიდოთ თავი. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის იარაღად გამოყენება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების მთლიან იდეას.
საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამას ხშირად და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. როგორც კი ევროპელი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო მზად იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რა გვაქვს გასაკეთებელი. პირველი და უმთავრესი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება. ეს არის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშეც სხვა საკითხებზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ასე, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის პორტების აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადა „ფართოვდება და გლობალური ხდება“.
24 აპრილი 2026, 19:24
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა
მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ნუ რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს" ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა და ბოკერიამ რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა.
24 აპრილი 2026, 19:12
მსოფლიო
მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის „დაუყოვნებლივი გაწევრიანების“ პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.
24 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა.
24 აპრილი 2026, 19:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ჰერჩინსკს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
24 აპრილი 2026, 19:02
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის არასაკმარისი დახმარების გამო.
24 აპრილი 2026, 18:48
რეგიონი
წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირება იწყება
დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.
24 აპრილი 2026, 18:42
საზოგადოება
პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
24 აპრილი 2026, 18:38
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.
24 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად - პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია
ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ - ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.
24 აპრილი 2026, 18:30
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული
როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში შემავალი სუბიექტები და თუნდაც, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.
24 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გამახვილდა. როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი კვლევების მხარდასაჭერად.
24 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
24 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ნუ ჰგონია ნურც ბატონ ელჩს და ნურც სხვას ევროპაში, რომ საქართველოს მომავალი არ დაწერილა - საქართველოს მომავალი ათასწლეულების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში და შრომაში იწერებოდა და იწერება
საქართველო დღეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, აღკვეთოს ყველაფერი ის, რაც ელჩის ამ ბნელ წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ
ანალიტიკოსი, გიორგი ქაჯაია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩის განცხადება სტაბილურობისკენ მიმართული არ არის. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ჰერჩინსკი მსგავს განცხადებებს გააკეთებს, პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.
24 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
კაია კალასი: თუ თეირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს შეეხება, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.
24 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვეღარავინ ისაუბრებდა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში რომ გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა
დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
24 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება
საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
24 აპრილი 2026, 17:37
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის


