26 აპრილი 2026, 17:03 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა - ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაზღვრო ლანძღვა-გინებით მხოლოდ უღირსი ადამიანები ცდილობენ თვითდამკვიდრებას, ვინაიდან ღირსეულებს ბრძოლაც და დაპირისპირებაც მხოლოდ ღირსეულად შეუძლიათ

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა - ინტერნეტის ეპოქაში სოციალური ქსელებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობამ უამრავი ხალხი ამოატივტივა საჯარო ცხოვრების ზედაპირზე. მათმა უმეტესობამ დაიწყეს თავის წამოყოფა და თვითდამკვიდრებისთვის ყველაფრის კადრება. განდიდებისა და თვითდამკვიდრების მოსურნეები, სიცრუესა და ყალბი ისტორიების გამოგონებას ისე მიეჩვივნენ, რომ ადამიანს ხანდახან ადამიანად ყოფნა შეგძულდება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

ნანა კაკაბაძის განცხადებით, მედია სივრცეში მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „ექსპერტობას“ იბრალებენ და საკუთარი ავტორიტეტს გამყარებას ავტორიტეტული პირების დისკრედიტაციით და არა რეალური ცოდნით ცდილობენ.

კაკაბაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის უსაზღვრო შეურაცხყოფით ხშირად „უღირსი ადამიანები“ ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას და თვითდამკვიდრებას, მისივე თქმით ღირსეული დაპირისპირება უნდა იყოს არგუმენტირებული და არა აგრესიული, რაც ძალიან ბევრმა „ექსპერტმა“ უკვე გამოავლინა.

მისივე თქმით, მსგავსმა ტენდენციებმა დაამახინჯა საზოგადოებრივი სტანდარტები და უსაფუძვლო ადამიანები ხშირად „გმირებად და „პატრიოტებად“ გვევლინებიან. კაკაბაძე ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ექსპერტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება და არა თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი.

”თვითმარქვია ექსპერტების ქვეყანა

ინტერნეტის ეპოქაში სოციალური ქსელებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობამ უამრავი ხალხი ამოატივტივა საჯარო ცხოვრების ზედაპირზე.

მათმა უმეტესობამ დაიწყეს თავის წამოყოფა და თვითდამკვიდრებისთვის ყველაფრის კადრება.

განდიდებისა და თვითდამკვიდრების მოსურნეები, სიცრუესა და ყალბი ისტორიების გამოგონებას ისე მიეჩვივნენ, რომ ადამიანს ხანდახან ადამიანად ყოფნა შეგძულდება.
მრავლად არიან ისეთებიც, რომელთაც თავისი თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სხვისი (განსაკუთრებით ავტორიტეტული ხალხის) ლანძღვა-გინება აურჩევია და მათი დამსახურების დაცინვა-იგნორირებით სურს იმის თქმა, რომ ის ვინ არის, ვის დაჰკარგვია, მე შემომხედეთ, როგორი ყოვლისმცოდნე ბრძენი, ვაჟკაცი და უშიშარი ვარო.

გარკვეული კატეგორია ადამიანებისა სხვის ლანძღვასა და დადანაშაულებას პატრიოტიზმის ფურჩში ახვევენ და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს უმსგავსობას მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ალაპარაკებთ და არა შური ან ვინმეს დაკვეთის შესრულება.
გონიერი ადამიანისთვის ასეთების ობიექტურობისა და გულწრფელობის საზომი იმის გარკვევაა, თუ თვითონ მათ რა აქვთ ცხოვრებაში გაკეთებული ქვეყნისათვის, შეჭირვებული ადამიანებისთვის ან ნაცნობ-მეგობრებისთვის მაინც.

ხშირად გაიგონებთ, მე არა მაქვს სახსრები, თორემ მდიდარი რომ ვიყო, ქართველ მილიონერებზე მეტს გავუკეთებდი ჩემს ქვეყანასო.

ჯერ ერთი, ეს როგორც წესი, მხოლოდ სიტყვების რახარუხია, და მეორეც, დალოცვილო, შენ თუ საკუთარ თავსაც ვერ უვლი, იმას ვინც საკუთარ თავსაც უვლის და სხვასაც, ასე გულმოდგინედ რაღაზე ლანძღავ. ვინც ქვეყნის წარსულს, მის ისტორიას რუდუნებით ეპყრობა, უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა, უამრავ ადამიანს ეხმარება, ბევრს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უბრუნებს, მის მიმართ მცირედ, მადლიერებასაც თუ ვერ განიცდი, ელემენტარულმა ზრდილობამ და ადამიანობამ ხომ მაინც უნდა შეგაჩეროს?

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკეთის დაფასებამ უარყოფითის დანახვის უნარი დაგვაკარგვინოს, მაგრამ როცა კრიტიკის ისეთი მაგალითი და გენეტიკა გაქვს, როგორიც აკაკიმ, ვაჟამ და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, იმ ჯანსაღს გადახედე შენი წარსულიდან თუ აწმყოდან და ისე ისაუბრე, რომ შენს აზრებში გესლი, შური და ბოღმა არ იკითხებოდეს, რადგან ამ კრიტიკაში არსებულ თუნდაც რაციონალურ მარცვალს, შურისა და დაუნდობლობის ნიაღვარი ისე დაფარავს და წალეკავს, რომ მას ვერავინ შეამჩნევს.

შენ ვინ ხარ, რა ხარ, რატომ ხარ ის, ვინც საკუთარ თავს აძლევ უფლებას, არა კრიტიკისა, არამედ ლანძღვა-გინების ისეთი პიროვნების მიმართ, რომლის ღვაწლს ისტორია საუკუნეების მანძილზე შემოინახავს, ხოლო შენს არსებობას ვერავინ გაიხსენებს.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაზღვრო ლანძღვა-გინებით მხოლოდ უღირსი ადამიანები ცდილობენ თვითდამკვიდრებას, ვინაიდან ღირსეულებს ბრძოლაც და დაპირისპირებაც მხოლოდ ღირსეულად შეუძლიათ.ლანძღვა და გინება არსად არ შეფასებულა ღირსებად, ის მხოლოდ უღირს ადამიანებს ახასიათებთ.

განსაკუთრებით სოციალურ ქსელები სავსეა მუხრუჭების არ მქონე თავშეუკავებელი და უზრდელური ადამიანების გამონათქვამებით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი კატეგორიის კრიტიკოსების წამოსკუპება ხდება ტელემედიებშიც “ექსპერტის” სტატუსით და ვერ გაიგებ, საიდან ან რისი ექსპერტია. ვინ და რატომ შეარქვეს ასეთებს ექსპერტი და ისიც ზის ტელე-ეთერში, ანვითარებს უნიჭო და უშინაარსო აზრებს ჭკვიანური სახის გამომეტყველებით.

საეთერო სივრცე გაჯერებულია კვალიფიკაციის არ მქონე "ექსპერტების" “ექსპერტული მოსაზრებებით” რომელსაც სთავაზობენ საზოგადოებას. (ეს არის საზოგადოების უპატივცემულობა) ამაში არც ერთი მხარე არ ჩამორჩებიან ერთმანეთს. ჩვენ უფრო ოცნების წარმომადგენელთა თუ მომხრეთა ასეთი ქცევა გვაღელვებს, თორემ დიდი ხანია ყველამ იცის, რომ ე. წ. “ოპო-ექსპერტებისაგან” ასეთი ქცევა მათი ცხოვრების წესია. ეს გვაღელვებს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების მხარდამჭერი ასეთი “ექსპერტების” მიერ გადმოფრქვეულ სიბრძნეებს კიდევ უფრო გაძლიერებულად და თავხედურად უკან გვიბრუნებენ ნაც-აკაცუკები და ნაც-ანასხლეტები. ასე გაგრძელდება დაუსრულებლად თუ ეს მახინჯი სტანდარტი არ შეიცვალა და ეს სწორედ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს.

ექსპერტად უნდა იწოდებოდეს კონკრეტულ საქმეში კონკრეტული გამოცდილებისა თუ დამსახურების მქონე ადამიანი და არა თვითდამკვიდრებისთვის თავგადაკლული კარიერისტი, რომელიც ფუყე, ვითომ მაღალფარდოვანი შეგონებებით მდაბალი გემოვნებითა და ლანძღვა-გინების ენით ცდილობს პოპულარობის მოპოვებას.

მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი პრო-სახელისუფლო ექსპერტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წრეგადასული ქება და პირმოთნე შეფასება, სწორედ ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

იმედია, ეს ტენდენცია კიდევ უფრო რთულ ფორმას არ მიიღებს და სახელებითა და გვარებით არ გახდება საჭირო მათი მოხსენიება.

ასეთმა ტენდენციამ შვა მატყუარათა მთელი კოჰორტა. სახელისუფლებო და ოპო-ტელევიზიებიდან ისეთი ადამიანები იჩემებენ და ყვებიან 9 აპრილისა თუ 14 აპრილის აქციებზე ასევე სხვა საქვეყნო აქტივობებში საკუთარი მონაწილეობის შესახებ, რომ ადამიანს მათ მაგივრად შეგრცხვება.

ასეთმა მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვიღაც ვიგინდარები 9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილის მონაწილეებს არ უშვებენ.

ასეთი მახინჯი სტანდარტების დამკვიდრებამ შვა ვიგინდარების გამოცხადება გმირებად, კარიერისტების - პატრიოტებად და ფარისევლების - კეთილმსახურებად,“- წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

26 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება

ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის თქმით, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება.

26 აპრილი 2026, 20:17

პოლიტიკა

მუქარა სამოქალაქო ომით - ერვოკავშირის ელჩს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პაველ ჰერჩინსკი ქართველებს სამოქალაქო ომით ემუქრება, თუ ხელისუფლება ბრიუსელის მითითებებს არ დაემორჩილება. რჩევა თუ გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანასაც ბრიუსელი აპირებს - დიპლომატს კითხვებზე პასუხების გაცემა საგარეო უწყებაში მოუწევს. საზოგადოება სამართლიანად არის აღშფოთებული.

26 აპრილი 2026, 20:03

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა

ბათუმმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

„შეიარაღებული თავდასხმა, რომლის სამიზნეც გუშინ ღამით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მიუღებელია. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, - წერს მაკრონი.

მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2026, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს

კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

26 აპრილი 2026, 17:44

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ.

26 აპრილი 2026, 17:42

საზოგადოება

მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას

მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

სებასტიან სავე

26 აპრილი 2026, 17:39

სპორტი

კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა მორბენალმა სებასტიან სავემ მარათონულ დისტანციაზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლონდონის რბოლაზე მან ფინიშს 1 საათში, 59 წუთსა და 30 წამში მიაღწია.

არჩილ გორდულაძე

26 აპრილი 2026, 17:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ირაკლი კობახიძე

26 აპრილი 2026, 17:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან

უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში.

26 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე სროლის შემდეგ, ვაშინგტონში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ტოდ ბლანშის განცხადებით, დაკავებულის სამიზნე სავარაუდოდ დონალდ ტრამპი იყო. CBS News-თან ინტერვიუს დროს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ადრინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ გამომძიებლების ვერსიით, ეჭვმიტანილის სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებიც იყვნენ. ბლანშმა აღნიშნა, რომ დაკავებული სამართალდამცველებთან აქტიურად არ თანამშრომლობს.

არჩილ გორდულაძე

26 აპრილი 2026, 17:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება

ჯერ ჯარიმა იყო, არ გახდა საკმარისი, ვინაიდან თვითონ კი არ გადაიხადეს, სხვამ გადაუხადა გარედან, შემოიტანეს თანხები, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებთან და ადამიანებთან დაკავშირებული კანონები ხომ არ არის ძალიან მკაცრი.

ნუგზარ წიკლაური

26 აპრილი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ 31 მარტს რომ დააანონსეს 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ და თუ 10 მაისიდან იწყებენ გასვლას, დღეს რას აკეთებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ

26 აპრილი 2026, 17:17

მსოფლიო

მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლაპარაკების შემდეგ კი ჩერნობილში გაემგზავრება და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 აპრილი 2026, 17:14

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს

„ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. დაე ჩერნობილის კატასტროფის ყველა მსხვერპლის სულმა მშვიდად განისვენოს“, - წერს ზელენსკი.

26 აპრილი 2026, 15:28

რეგიონი

რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება

„ეკოლოგია რუსთავის ისტორიული პრობლემაა, ამ გამოწვევის დასაძლევად, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად, მაგრამ კანონის გამკაცრების და ემისიების შემცირების პარალელურად, ქალაქის ენდემური ფლორის აღდგენა-გამდიდრებაა საჭირო. ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, ეკოსისტემის გაუმჯობესების უმთავრესი და უტყუარი გზაა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ რუსთავის ეკოსისტემა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქალაქში გამწვანების მასშტაბურ აქციებს ვგეგმავთ. ჭალის ტყის განაშენიანება უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენს სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეებით კი ძალიან მალე, რუსთავის რამდენიმე უბანში გავაჩენთ ახალ მწვანე სივრცეს”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

26 აპრილი 2026, 15:15

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.

პედრო სანჩესი

26 აპრილი 2026, 14:48

მსოფლიო

პედრო სანჩესი: ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა

„ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა. კაცობრიობა მხოლოდ დემოკრატიის, თანაარსებობისა და მშვიდობის გზით შეიძლება განვითარდეს“, - წერს სანჩესი.

ჯორჯია მელონი

26 აპრილი 2026, 14:48

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები მოწამლოს

პოლიტიკურ სიძულვილს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ჯორჯია მელონი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.