26 აპრილი 2026, 20:54 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი ჰერჩინკის განცხადებაზე: სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ კარგად და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ეს ამოცანა, არის არ დაკარგოს გავლენა „შუა დერეფნის“ საგანგებოდ მნიშვნელოვან რეგიონში და მიაღწიოს იმას, რომ საქართველოს სახით ჰყავდეს არა პარტნიორი, არამედ ცალ ფეხზე მდგომი თუ ქედმოხრილი, საზარბაზნე ხორცად განმწესებული წარმონაქმნი.

„ამისთვის, სჭირდებათ ხელისუფლების ცვლილება“, - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, საქართველოში რევოლუციური პროცესებისთვის ათეულობით მილიონი დაიხარჯა.

„პირველი მუქარა, რომელიც გავიგონეთ იყო ის, რომ ექსტრემისტებს დაუჭერდნენ მხარს, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გააკეთებდნენ მობილიზებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის, რომელიც განავითარებდა რევოლუციურ პროცესს, ათეულობით მილიონი დახარჯა. არ ივარგა, არ გამოდგა ეს სცენარი.

მეორე მუქარა იყო პირდაპირ, ევროკომისარი ურეკავს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ეუბნება, რომ თუ შენ არ მოიხრი ქედს და არ შეასრულებ ინსტრუქციებს, დაგემართება იგივე - ხომ ხედავ რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. პირდაპირი ტექსტით ეუბნება. ეს რევოლუცია, სიცოცხლის მოსპობის მუქარაა“, - განაცხადა მან.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2026, 22:11

საზოგადოება

საქართველოს სასაზღვრო ავიაცია 27 წლისაა. „იმედის კვირის“ სპციალური რეპორტაჟი

საქართველოს სასაზღვრო ავიაცია 27 წლისაა - ეს ადამიანები ქვეყნის ღირსეული მცველები არიან. ისინი იცავენ საზღვრებს, იცავენ სამშობლოს და მათ ანგარიშზე ასობით გადარჩენილი სიცოცხლეა. სამწუხაროდ, ისინი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ზოგჯერ საკუთარსაც რისკავენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა

26 აპრილი 2026, 22:10

საზოგადოება

მეუფე საბა: პატრიარქის დაკრძალვის დღე რომ ყოფილიყო ქართველი ერის რწმენაში გამოცდის დღე და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა. მღვდელმთავრებმა „იმედის კვირასთან“ კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მოღვაწეობა და ისაუბრეს მის აღსრულებულ საქმეებზე.

26 აპრილი 2026, 22:01

საზოგადოება

მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს

ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ, ჩვენ შეგვიძლია მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს, - განუცხადა „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ.

26 აპრილი 2026, 21:44

საზოგადოება

პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი ილია მეორეზე: მის უნეტარესობას პირადად ვიცნობდი და განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს მისი პიროვნების მიმართ. მან მართლაც ბევრი იღვაწა და საქართველოს დიდად დაეხმარა

მის უნეტარესობას პირადად ვიცნობდი და განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს მისი პიროვნების მიმართ, - განუცხადა „იმედის კვირას“ პელას მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა ილია მეორესთან დაკავშირებით.

26 აპრილი 2026, 21:41

საზოგადოება

დიუშენის თერაპია თუ რისკი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რთულია თემა, რომელზეც „იმედის კვირამ“ იმუშავა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას და მათ მშობლებს ეხება. ეხება სახელმწიფოსთან მათ თანამშრომლობას, წყენას, გაურკვევლობას, პროტესტსა და უნდობლობას, რაც ხშირად ამ პროცესს თან ახლავს.

26 აპრილი 2026, 21:32

საზოგადოება

40 დღე პატრიარქის გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

40 დღე გავიდა პატრიარქის გარეშე. გუშინ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სიონის საპატრიარქო ტაძარი იყო, სადაც კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მისი უწმინდესობის ხსოვნას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გადაიხადა პანაშვილი, ტაძრის ეზო მრევლით იყო სავსე - ყველაზე ხშირად გვესმოდა შემდეგი სიტყვები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

ნინო წილოსანი

26 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში

ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

26 აპრილი 2026, 21:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი სუს-ის მუშაობაზე: ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი ქეისი ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო

ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა „იმედის კვირასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

26 აპრილი 2026, 20:57

პოლიტიკა

ცვლილებები ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ინსტიტუციური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც არაერთ სერიოზულ გამოწვევას ებრძვის. ფაქტია, ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალზე, ამიტომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაა.

ირაკლი კირცხალია

26 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა

ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.

26 აპრილი 2026, 20:46

პოლიტიკა

14 წელი „ქართული ოცნების“ დაარსებიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველო - ქვეყანა, რომელიც ცდილობს თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და მართოს საკუთარი მომავალი. უწყვეტი მშვიდობის 14 წელი. ვისაუბროთ „ქართულ ოცნებაზე “ - მმართველ პარტიაზე, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ვატო შაქარიშვილი

26 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში. ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა

დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

26 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ბრიუსელის თავდასხმა უნგრეთზე და ანტი-ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრიუსელი ებრძვის ყველას, ვინც მისი თამაშის წესებს არ ეთანხმება და უსიტყვო მორჩილებაზე ამბობს უარს. ვიქტორ ორბანი დიდი მუხრუჭი იყო არასამართლიანი, მიკერძოებული და „დიფ სთეითის“ მიერ სრულად მართული ევრობიუროკრატებისთვის - ორბანის გადარჩევამ და მადიარის ტრიუმფალურმა გამარჯვებამ ბრიუსელს ყველა ის კანონი გაახსენა, რომელიც ორბანის ხელისუფლებამ ევროკავშირის უდიდესი წნეხის, შანტაჟის და მუქარის მიუხედავად მიიღო.

გურამ მაჭარაშვილი

26 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, ეს არის ზუსტად, იქ დაბრუნება არ უნდა ხალხს

ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის თქმით, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება.

26 აპრილი 2026, 20:17

პოლიტიკა

მუქარა სამოქალაქო ომით - ერვოკავშირის ელჩს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პაველ ჰერჩინსკი ქართველებს სამოქალაქო ომით ემუქრება, თუ ხელისუფლება ბრიუსელის მითითებებს არ დაემორჩილება. რჩევა თუ გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანასაც ბრიუსელი აპირებს - დიპლომატს კითხვებზე პასუხების გაცემა საგარეო უწყებაში მოუწევს. საზოგადოება სამართლიანად არის აღშფოთებული.

26 აპრილი 2026, 20:03

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა

ბათუმმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

„შეიარაღებული თავდასხმა, რომლის სამიზნეც გუშინ ღამით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მიუღებელია. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, - წერს მაკრონი.

მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2026, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს

კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

26 აპრილი 2026, 17:44

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ.