მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო არ პასუხობს „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხება
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.
„ქრონიკა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, თუმცა საელჩო დუმს.
ყველა სიახლე
27 აპრილი 2026, 13:24
პოლიტიკა
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილა.
27 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა
ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ ავლაბრის რეზიდენცია უკვე დატოვა.
27 აპრილი 2026, 13:20
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
27 აპრილი 2026, 13:07
პოლიტიკა
გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა
მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტპოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა,- ასე პასუხობს პოლიტოლოგი, გია ნოდია, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მან გია ნოდიას მიერ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას მიუძღვნა: „მე არ ვამბობ, რომ ყველა ვინც გვყავდა დიქტატორი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული ლიდერი არცერთს არ ეთქმოდა“.
27 აპრილი 2026, 12:43
რეგიონი
აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადებას გეგმავს. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
27 აპრილი 2026, 12:41
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
27 აპრილი 2026, 12:41
ტაბლოიდი
თურქეთში თუთიყუშებმა Eminem-ისა და რიანას ჰიტი შეასრულეს. ვიდეო
ამაზონის ჯიშის თუთიყუშების პატრონმა, სტამბოლელმა ალი ბურაქ სარიარმა, მომღერალი შინაური ფრინველების ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სულ რაღაც 3 დღეში კლიპმა თითქმის 20 მილიონი ნახვა და 2,3 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
27 აპრილი 2026, 12:13
სპორტი
ისტორიაში პირველად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე ქალმა მედალი მოიპოვა
იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
27 აპრილი 2026, 12:08
მსოფლიო
Politico: გერმანელი კონსერვატორები ურსულა ფონ დერ ლაიენზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა ბრიუსელის „მანქანა“ დაშალოს
კონსერვატიული საპარლამენტო ჯგუფის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, აჩვენებს გერმანელი კანონმდებლების მზარდ ხისტ ტაქტიკას. „ევროკავშირის დონეზე ბიუროკრატიის მდგრადი შემცირების დღის წესრიგი“ მოიცავს 27 კონკრეტულ მოთხოვნას ევროკომისიის მიმართ. ერთ-ერთი წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება ნებისმიერ ახალ კანონმდებლობაზე, რომელსაც ევროკომისია შესთავაზებს.
27 აპრილი 2026, 12:08
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
27 აპრილი 2026, 11:55
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად თავდაცვითი ბანკის შექმნას გეგმავს
გამოცემა წერს, რომ 150 მილიარდიანი ბანკის შექმნა იგეგმება ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ანალოგიური გეგმის მიხედვით, რომელიც ბლოკის წევრებს იარაღის შესყიდვისთვის დაბალპროცენტიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბლოკში, ბრიტანეთის ეგიდით, ნატოს წევრი ათი სახელმწიფოს: ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების გაერთიანება იგულისხმება.
27 აპრილი 2026, 11:49
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 11:47
მსოფლიო
მედია: თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა
ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.
27 აპრილი 2026, 11:43
მსოფლიო
აშშ-ში ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი დღეს იწყება
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე ოთხდღიან ვიზიტს ვაშინგტონში დღეს დაიწყებენ. დღესვე შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან არაოფიციალური შეხვედრა, ოფიციალური აუდიენცია კი ხვალ გაიმართება. მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.
27 აპრილი 2026, 11:43
რეგიონი
რევაზ სოხაძის განცხადებით, ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.
27 აპრილი 2026, 11:37
მსოფლიო
Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ
მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.
27 აპრილი 2026, 11:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა
„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
27 აპრილი 2026, 11:28
რეგიონი
2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
27 აპრილი 2026, 11:18
მსოფლიო
მედია: ვაშინგტონში მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ
ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.


