28 აპრილი 2026, 12:06 / სანდო წყარო

რევაზ სოხაძე: მთავარი გამოწვევა არის სამშენებლო სექტორისთვის ნდობის დაბრუნება

რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი თავად ხელისუფლებამ დაიწყო, რაც, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის შეფასებით, სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ თავად მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება და აქტიურად მუშაობს მათი გადაჭრის გზებზე.

„პრობლემებზე საუბარი ჩვენ თავად დავიწყეთ, და ვფიქრობ ყველაზე სწორი პოზიცია ზუსტად ეს არის, როდესაც აღიარებ პრობლემებს და იწყებს მათი გადაჭრის გზების ძიებას. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სამშენებლო სექტორს დავუბრუნოთ ნდობა, მათ შორის საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მხოლოდ დეკლარაციული არ არის. მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ობიექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ან რეაბილიტირდა, უკვე საჭიროებს ხელახალ სამუშაოებს, რაც მიუთითებს პრობლემებზე.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა ფასების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები - რიგ შემთხვევებში ფასები საბაზრო ღირებულებებს დაუახლოვდა. უახლოეს პერიოდში იგეგმება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღებაც. თუმცა, მისი შეფასებით, ფასის გარდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაოების ხარისხსა და შემსრულებელთა პასუხისმგებლობას.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პროექტის შესრულებას ისე, როგორც მოქალაქეები საკუთარ საცხოვრებელ სახლს აშენებენ-მაქსიმალური სიზუსტითა და ყურადღებით თითოეული დეტალის მიმართ. ეს მიდგომა გავრცელდება ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იქნება ეს სკოლა, საბავშვო ბაღი თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წარსულში არსებულ „მავნე პრაქტიკაზეც“, რომელიც, მისი თქმით, მოიცავდა როგორც არასწორ მმართველობით გადაწყვეტილებებს, ისე ბიზნესის მხრიდან არასათანადო ქცევას. მან აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა მიუღებელია და მისი აღმოფხვრა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კერძოდ, საუბარი შეეხო დემპინგურ ფასებსა და ავანსების არაეფექტიან მართვას. მინისტრის განმარტებით, წარსულში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები ტენდერებში მინიმალური ფასით იმარჯვებდნენ, მიღებულ ავანსებს კი არამიზნობრივად იყენებდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობის მიერ გამკაცრდა საავანსო პოლიტიკა და დაინერგა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, მათ შორის გადაიხედა ე.წ. „თეთრი სიის“ პრინციპი.

„კომპანია იგებდა ამა თუ იმ ობიექტის ასაშენებლად ტენდერს, იღებდა ავანსს და ეს ავანსი ამ კონკრეტული ობიექტის გარდა მიემართებოდა ყველგან. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აღებული ავანსით კომპანია იწყებდა თავის კერძო ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ გაგრძელდებოდა და ამ მიმართულებით საზოგადოებას ახსოვს დისკუსია გამკაცრებულ საავანსო პოლიტიკასა და ე.წ. „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, უკვე გაძლიერდა ხარისხის კონტროლი, სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, ხოლო ხელმძღვანელობა და თავად მინისტრი აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროექტების მონიტორინგში, მათ შორის ობიექტების ადგილზე შემოწმების გზით.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ წარმოადგენს მთავრობის მიზანს, სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს იმ შემთხვევებზე, როდესაც ბიუჯეტური სახსრები არამიზნობრივად იხარჯება ან პროექტები არ სრულდება სათანადოდ.

„ნდობის დაბრუნების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს როლს, სისტემის გამჭვირვალობასა და სამართლიან ფუნქციონირებას. ხელისუფლება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტენდერები იყოს მაქსიმალურად ღია, კონკურენტული და თავისუფალი, რაც უზრუნველყოფს პროცესისადმი მაღალი ხარისხის ნდობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმაც გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და საკუთარი საქმიანობით დაამტკიცოს სანდოობა“, - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა ემსახურებოდეს არა მოკლევადიან მიზნებს, არამედ მომავალ თაობებს. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო რესურსების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენება, რათა შეიქმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ყველა სიახლე

არჩილ ბერიძე

28 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: დღეს ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით

„სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, გავაგრძელებთ, სამართლიან, წესებსა და საერთო სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც ყველა პატიოსან სუბიექტს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად აძლევს საშუალებას საკუთარი პრინციპების დაცვით შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. მათ კი, ვინც ორმაგი სტანდარტით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები ან შეეგუონ მათთვის ქართველი ხალხის მხრიდან გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

არჩილ ბერიძე

28 აპრილი 2026, 13:38

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რაც „ევრობიუროკრატებისთვის“ მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“

ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 აპრილი 2026, 13:34

მსოფლიო

გერმანული მედია: გერმანიაში შობადობა 1946 წლის მაჩვენებლამდე დაეცა

გერმანიაში შობადობის მაჩვენებელი მეოთხე წელია კლებულობს და 1946 წლის მდგომარეობამდე დაეცა. ინფორმაციას გერმანული გაზეთი Die Zeit-ი ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

28 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

თბილისი ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გახსნეს.

რიმა ბერაძე

28 აპრილი 2026, 13:31

პოლიტიკა

რიმა ბერაძე: ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა - ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა

რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში, ისევ გააქტიურდა ევრობიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები მათი მხრიდან, რაც გამოწვეულია მათი სურვილით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ, ჯერ კიდევ ძლიერია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

28 აპრილი 2026, 13:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით მიაყენონ ჩრდილი

„რომ შევაჯამოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა ვერ გამოიღო შედეგი და ვერც ქვეყნის ომში ჩათრევა და ვერც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ვერ შეძლეს, ისევე უშედეგოდ დასრულდება არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი აქტორების მიერ „ქართული ოცნების“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის უსუსური, ნებისმიერი მცდელობა. თუ არ გჯერათ, 2012 წლიდან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გადაავლოთ თვალი“, - განაცხადა კირცხალიამ.

გრეტა წიწავა

28 აპრილი 2026, 13:24

პოლიტიკა

გრეტა წიწავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხის კეთილდღეობაზე - ეს ყველაფერი საქმით დადასტურებულია. ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას!

მინდა შევეხო რადიკალური ოპოზიციის სეზონურ გაერთიანებას და მათ მიერ დაანონსებულ ლიმიტირებულ შეხვედრებს კარდაკარ თუ სოფელ-სოფელ, რომელიც მორიგი დავალებაა მათი გარეუფროსების მხრიდან. ბოლო ორ არჩევნებს თუ გავიხსენებთ და ამ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის ვაიმდგომარეობას, ხალხი კარგად ხედავს, როგორ არიან გადასულები მილევად რეჟიმში, მაგრამ პოლიტიკური გამჩენი ქვეყნის მიღმა არ ასვენებთ და უწევთ ასე ერთმანეთის წიოკში ურთიერთობა,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სკოტ ბესენტი

28 აპრილი 2026, 13:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: სანამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გადარჩენილი ლიდერები საკანილაზიო მილში ვირთხებივით გაიჭედნენ, ირანის სანავთობო მრეწველობა ამერიკული ბლოკადის გამო ნავთობის მოპოვების შეჩერებას იწყებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ამერიკის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მალე ირანი ნავთობის მოპოვებას შეაჩერებს.

28 აპრილი 2026, 13:05

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიას ქმნის

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური ლაბორატორია, რომელიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ინიციატივა ეფუძნება იმ საჭიროებას, რომ ქვეყანაში ხარისხის შეფასებისთვის არსებობდეს შესაბამისი ინსტრუმენტული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

28 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარებაზე. დეპუტატმა წარმოადგინა ამერიკის კონგრესის ანგარიში და თქვა, რომ ის ამხელს მედიის ცენზურასა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ იმავე სქემებით ევროპული სტრუქტურები 2024 წლიდან დღემდე მოქმედებენ საქართველოში:

28 აპრილი 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონული კონფერენცია გახსნა.

ზურაბ ქადაგიძე

28 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ პარიზსა და ბერლინში ცენზურა და პოლიტიკური ინსინუაცია დესტრუქციულია, თბილისში კონსტრუქციულად როგორ ჩაითვლება?! ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ- არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ელჩმა კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა.

28 აპრილი 2026, 12:53

რეგიონი

წალენჯიხის მერმა, საქართველოს ჩემპიონს ჭადრაკში, ანდრია სარიას მიღწეული წარმატება მიულოცა

ანდრია ბათუმში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის მონაწილეობდა, სადაც მან მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია.

ალარ კარისი

28 აპრილი 2026, 12:43

მსოფლიო

ესტონეთის პრეზიდენტი: ევროპამ უკრაინის ომთან დაკავშირებით 2022 წელს შეცდომა დაუშვა

ევროპამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა დაკარგა, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.

28 აპრილი 2026, 12:43

საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს.

28 აპრილი 2026, 12:42

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

ფრიდრიხ მერცი

28 აპრილი 2026, 12:34

მსოფლიო

Bild: მერცი გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ბოლო ადგილზე პირველად აღმოჩნდა

გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობას კვლავ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი (4,9 ქულა) ინარჩუნებს. მას მოჰყვება ჯემ ოზდემირი „მწვანეთა“ პარტიიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ახალი ხელმძღვანელი გახდება.

ალექსანდრე ტაბატაძე

28 აპრილი 2026, 12:32

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძის შესახებ: მთავარი წარმატებები წინაა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადაიდგა.

რევაზ სოხაძე

28 აპრილი 2026, 12:30

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სკოლების მშენებლობა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ჭიანურდება, რის გამოც მოსწავლეები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას. მისი შეფასებით, ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას თითოეული ოჯახისთვის და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას.

28 აპრილი 2026, 12:26

ტაბლოიდი

ბელგიაში თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის მე-6 ჩემპიონატი ჩატარდა

კონკურსი ადგილობრივ პაბში გაიმართა. ჩემპიონატის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, „ეყვირათ და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც თოლია“. „ეცადე, რადგან მხოლოდ ერთი შანსი გაქვს“, - ასე მიმართავდნენ კონკურსანტებს ორგანიზატორები თავიანთ ვებგვერდზე.