ეკა სეფაშვილი: საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია
ეკა სეფაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, მუქარები სხვა არაფერია, თუ არა გარე ძალების სურვილი მოაქციონ საქართველოს მათი გავლენის ზონაში.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაჟღერებულ განცხადებებში, რომელშიც ის საქართველოს ბნელი 90-იანებით დაემუქრა, თუ ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.
„მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული, ძალთა ახალი ალიანსი არ ჩანს და რესურსები ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. რაზე მიუთითებს ეს მუქარა და ვისგან მოდის ის? ეს მუქარა იმ ძალების დავალებით ხორციელდება, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი სხვა, უფრო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ მუქარას, რომ საქართველო თუ არ შეასრულებს მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელ 1990-იან წლებს.
რას ნიშნავს ეს მუქარა? ეს მუქარა, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ეს გლობალური ძალები სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში ხუთი რევოლუციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარევების წყალობით საქართველოს მოსახლეობა ეიძულებინათ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაზე იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც მათთვის იქნებოდა ხელსაყრელი და რომელიც დღეს თუ ხვალ, საქართველოს გარდაუვლად ჩართავდა ომში, ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს არ მოემსახურებოდა და პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენ ჰერჩინსკი გვაშინებს.
სინამდვილეში კი რა ხდება - რომ გადავხედოთ ევროკავშირის ბოლო, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული პერიოდის მოთხოვნებს, რაც მათ ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, ძირითადად მუსირებს 2 მოთხოვნა. პირველი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება - ანუ, ჩვენ შავ ფულს ვატრიალებთ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთო. ამ საკითხში ისე შორს წავიდნენ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, უმაღლესი ტრიბუნიდან, დაუფარავად ამბობს, რომ მოძებნიან შავ ხვრელებს ამ კანონში, რათა ისე დააფინანსონ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები (არა ყველა, მხოლოდ ისინი, რომლებიც მათ დაკვეთას ასრულებენ), რომ მათ საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემები არ შეექმნათ.
მეორე, ესაა ოჯახური ღირებულებების კანონი, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ევრობიუროკრატებს უნდათ, აწარმოონ თავიანთი პროპაგანდა, რომელიც ერის სულიერ, ღირებულებით და ფასეულობრივ დეგრადაციას იწვევს. ეს პროპაგანდა შენიღბულია ლიბერალიზმის ჩარჩოებითა და მის საფარველში. თავისთავად, ლიბერალიზმში ცუდი არაფერია, მაგრამ ის ლიბერალიზმი, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია და ევროპული ქვეყნები ქადაგებენ, რეალურად ლიბერალური ფაშიზმია და არა ლიბერალიზმი. სწორედ ამას აღუდგა წინ ქართველი ხალხი და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ის კანონები, რომლებიც დღემდე, როგორც ჩანს (და ეს ფაქტებითაც დასტურდება), საიმედოდ იცავს ჩვენს მომავალს - იმ ეკონომიკურ ზრდას, იმ სიმშვიდესა და სტაბილურობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჰერჩინსკი კი გვეუბნება, რომ თურმე, ჩვენ შეგვწყვეტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. სინამდვილეში რა ხდება?! ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, რომელიც არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულ იმ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მხარესთან დიალოგში. სწორედ რომ დიალოგი შეწყვიტა ევროკავშირმა. სხვა არაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არ შეწყვეტილა. ისმის კითხვა: რატომ შეწყვიტა? იმიტომ ხომ არა, რომ არ უნდათ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშებში, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ათეულზე მეტ ქვეყანას ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 09:23
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 09:17
რეგიონი
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო
მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საპროექტო ორგანიზაციისა და გეოლოგების წარმომადგენლებთან ერთად, თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფებოდა.
31 ივლისი 2026, 09:11
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომ უკან იხმობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
31 ივლისი 2026, 09:03
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას.
31 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა
რუსეთში, ვოლგოგრადის, თათრეთისა და კრასნოდარის მხარეებში გვიან ღამით Wildberries-ის რამდენიმე ობიექტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 04:19
მსოფლიო
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
31 ივლისი 2026, 04:08
მსოფლიო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.
31 ივლისი 2026, 03:55
მსოფლიო
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.


