არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას
არჩილ ბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ ბერიძემ ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უსამართლო ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების მსხვერპლია.
„ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება. მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს ევრობიუროკრატია. ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი.
„დღეს, ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ეს მიდგომები გარედან არის ნაკარნახევი და გარკვეულწილად „დატრენინგებულიც“, მაგრამ ეს, რადიკალურ ძალებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება, ოპოზიციის მხრიდან პანიკური თავდასხმის საგანი ხდება.
„ამას, ლოგიკური ახსნაც მოეძებნება, რადგან, ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის მიერ, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი მათ სასოწარკვეთილ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, გავაგრძელებთ, სამართლიან, წესებსა და საერთო სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც ყველა პატიოსან სუბიექტს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, აძლევს საშუალებას საკუთარი პრინციპების დაცვით შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. მათ კი, ვინც ორმაგი სტანდარტით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები ან შეეგუონ მათთვის ქართველი ხალხის მხრიდან გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 17:16
ჯანდაცვა
„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ხელმისაწვდომი გახდა.
31 ივლისი 2026, 17:12
ჯანდაცვა
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტატი“-ზე: ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯიბინოსტა“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.
31 ივლისი 2026, 17:11
ჯანდაცვა
Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება
იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან “ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
31 ივლისი 2026, 17:05
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.
31 ივლისი 2026, 17:01
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი
„იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს“.
31 ივლისი 2026, 16:49
სამართალი
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს
შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - განაცხადა „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში.
31 ივლისი 2026, 16:07
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.
31 ივლისი 2026, 15:51
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 15:49
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სეუტაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქში განვითარებული მოვლენები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ მიგრაციულ ტენდენციას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კემპ-დევიდის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“
31 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
31 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.
31 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მინდა გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს
მინდა, რომ გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ერთი მხრივ არ აღიარების პოლიტიკა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ შემცირდეს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიებს აღიარებს სახელმწიფოდ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.


