პრემიერი: მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სუს-ში მისი საქმიანობა იყო წარმატებული, ის იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ., - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ისევე მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც და მამუკა მდინარაძის საქმიანობა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული ახალ თანამდებობაზე.
„ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული.
მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
28 აპრილი 2026, 18:08
სამართალი
ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.
28 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი, ეს არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ
დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
28 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
პრემიერი: ბრძოლების ფონზე სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება - ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება
ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალებაც, ბევრი რაღაც გადავალაგეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებაზე.
28 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. მისი გამორჩეული სიბრძნის წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა
„ჩვენ ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით“-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუნდის წევრებს.
28 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებებს მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში
„ჩვენი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან სწორედ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რის გამოც მივიღეთ ახალი პოზიცია სახელმწიფო მინისტრის სახით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სტრუქტურებს, ძალოვან სტრუქტურებში კი, შესაბამისად გადანაცვლებები და პოზიციებზე ახალი პირების დანიშვნა განხორციელდა, რასაც თითოეულ მათგანს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. ამას მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულებია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის აპარატიც, რომელიც შეიქმნა. ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ავანგარდში დგანან“, - განაცხადა შალამბერიძემ.
28 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.
28 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ჩამოშლის პირასაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა ამერიკულ მხარეს აცნობა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჩამოშლის პირასაა.
28 აპრილი 2026, 17:52
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქო ტახსტის მოსაყდრემ სინოდის შემდეგ სხდომაზე მეტი მხარდაჭერაც მიიღოს, ვიდრე დღეს.
28 აპრილი 2026, 17:35
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწვავით სავსე ოთხი რეზერვუარი იწვის
დრონების თავდასხმის შედეგად, რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწვავით სავსე ოთხი რეზერვუარი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 17:28
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულს დაპირისპირება მოუხდა ორ პირთან. მომხდარით განაწყენებული, იმავე დღეს, ღამის საათებში დაზარალებულებს გზაზე დახვდა და დანით ჭრილობები მიაყენა.მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
28 აპრილი 2026, 17:21
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
28 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა
პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა.
28 აპრილი 2026, 17:14
მსოფლიო
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციებს OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 17:08
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა
საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ეწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 16:49
საზოგადოება
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია - მეუფე შიო 20 ხმა, მეუფეები იობი და გრიგოლი - 7-7 ხმა
სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს. როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანდიდატები არიან - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
28 აპრილი 2026, 16:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არ გაუყალბეს, ორს გაუყალბეს და ორს არა - თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
28 აპრილი 2026, 16:32
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ
დღეს შედგა შეხვედრა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ჩვენს რეგიონში, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
28 აპრილი 2026, 16:31
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


