ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად იყო - პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ”- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მიუხედავად თავდაპირველად არსებული კითხვებისა, მიღებულმა პასუხებმა დაარწმუნა, რომ ცვლილებები მიზანშეწონილია.
„ჩვენი სიფრთხილის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ გვქონდა გარკვეული კითხვები საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები, რამაც დაგვარწმუნა ამ ცვლილებების მიზანშეწონილობაში.
თავისთავად, ის ფაქტი, რომ კოორდინირებული იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მისასალმებელია, რადგან კოორდინაცია - იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკური გუნდი თუ სხვა ტიპის საქმიანობა - ყოველთვის გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება.
ამ მიმართულებით ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად გვქონდა ამ მიმართულებით - პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ.
როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დადგა დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად ყოფილიყო გამართული და ჩამოყალიბებული, რათა ერთი ადამიანის ცალკეულ ნება-სურვილზე კი არ იყოს დამოკიდებული სტრუქტურული და კოორდინირებული მუშაობა, არამედ მომავალშიც ამგვარად წარიმართოს, რადგან, როგორც ვხედავთ, კოორდინირებული მოქმედება კარგ შედეგს იძლევა ქვეყნისთვის,“- განაცხადა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
28 აპრილი 2026, 20:11
საზოგადოება
სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სინოდის სხდომის გადაწყვეტილება ცნობილია. პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს - ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. საბოლოო გადაწყვეტილება გაფართოებულ კრებაზე მიიღება, რომელიც 17 მაისამდე შედგება.
28 აპრილი 2026, 20:00
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და „მტრები ამა ქვეყნისანი“ ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.
28 აპრილი 2026, 19:36
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად
ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 19:23
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აპრილი 2026, 19:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო წყვილს თეთრ სახლში უმასპინძლა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს თეთრ სახლში მივიდნენ.
28 აპრილი 2026, 19:13
პოლიტიკა
პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
28 აპრილი 2026, 19:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს
ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მე მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოს მხრიდან ის არგუმენტები და ის ფაქტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
28 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
28 აპრილი 2026, 19:06
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
28 აპრილი 2026, 19:03
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.
28 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება
საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
28 აპრილი 2026, 18:50
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, განვითარება, განუხრელად დავიცავთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველა ის დემოკრატიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულება, რაც საქართველოს აქცევს ისეთი ტიპის ევროპულ დემოკრატიად, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
28 აპრილი 2026, 18:48
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის და მინდა მივულოცო რა თქმა უნდა ღირსეულ ადამიანს - ბატონ ზურას თავმჯდომარედ დამტკიცება
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
28 აპრილი 2026, 18:33
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისრაელი თავის პორტებში მოპარული მარცვლეულის შეტანის უფლებას იძლევა.
28 აპრილი 2026, 18:27
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას
პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.
28 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
28 აპრილი 2026, 18:14
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს
„დღეს, ამ ადამიანებმა, თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწადნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
28 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.
28 აპრილი 2026, 18:11
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა
თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ საპატრიარქოში გამართულ სინოდის დღევანდელ სხდომაზე.


