ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
ზაალ მიქელაძე
ფოტო: ხალხის ძალა
მსურს შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - იშვიათ დაავადებებს, მათ შორის თანდაყოლილ და გენეტიკურ პათოლოგიებს, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
მიქელაძის თქმით, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ოჯახებსა და სახელმწიფოს შორის, დარგის ექსპერტების აქტიური ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა. „ამ დღეებში განსაკუთრებით ვიხილეთ ჭარბი ჩართულობა პოლიტიკოსების და არასპეციალისტების, რაც მსუბუქად რომ ვთქვა ამ გამოწვევისთვის შეუფერებელია,“ - აღნიშნა მან.
დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ხშირი კომუნიკაცია სამინისტროსა და კლინიკებს შორის, დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობა და იმ შემთხვევების დეტალური ანალიზი, სადაც სახელმწიფო დაფინანსება სრულად ვერ ფარავს ხარჯებს.
„მოგესალმებით კოლეგებო. მივესალმები ჯანდაცვის მინისტრსა და სამინისტროს გუნდს.
2012 წლის შემდეგ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი უფლებების აღდგენა, მათ შორის - ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამები, რომლებმაც საშუალება მოგვცა ასი ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის.
ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“. წინა ხელისუფლებების დროს ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო - დაახლოებით 70–80%-ის ფარგლებში, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა პაციენტებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა და 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 30%-მდე ჩამოვიდა,
თუმცა DRG სისტემაზე გადასვლამ კვლავ გაზარდა პაციენტების თანაგადახდები და ისინი დაახლოებით 40–45% მიუახლოვდა. ეს ცვლილება თქვენი წინამორბედი მინისტრის და მისი გუნდის მიერ საკმაოდ სწრაფად განხორციელდა და სამედიცინო საზოგადოების ფართო ჩართულობისა და კომუნიკაციის გარეშე მოხდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადასვლა.
აღნიშნული მოდელი ეფექტურია იმ ქვეყნებში, სადაც: სახელმწიფო კლინიკების წილი მაღალია (50% და მეტი), ან არსებობს ძლიერი, კარგად განვითარებული არამომგებიანი კერძო კლინიკური სექტორი. საქართველოში სახელმწიფო კლინიკების წილი მხოლოდ 15%-ია და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხშირად ვერ უწევს სრულფასოვან კონკურენციას კერძო სექტორს.
სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია: უფრო ხშირი და ეფექტური კომუნიკაცია სამინისტროსა და კლინიკებს შორის, კლინიკური; ხარისხის მენეჯერებისა და დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობა, იმ შემთხვევების დეტალური ანალიზი, სადაც სახელმწიფო დაფინანსება სრულად ვერ ფარავს ხარჯებს.
დღეს ხშირად ხდება, რომ დაფინანსება ფარავს მხოლოდ სახარჯ მასალებს, ხოლო სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება საათობრივ რეჟიმზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში კლინიკები და რიგ შემთხვევებში, ექიმებიც იძულებულნი ხდებიან პაციენტები სახელმწიფო პროგრამიდან გაიყვანონ, რაც ამცირებს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და ზრდის პაციენტების ფინანსურ ტვირთს.
ვფიქრობ, რომ რეანიმაციული საწოლფონდის სანებართვო პირობები გადასახედია, ასევე, რეანიმაციული პაციენტების არსებული ტარიფით მკურნალობა.
ამასთან, პრობლემატურია სადაო ქეისების განხილვა/ანაზღაურება. პრობლემას ქმნის რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევებთან დაკავშირებული სადაო საკითხების განხილვაც. DRG დაფინანსებასთან არსებულ პრობლემებს შორის ასევე მნიშვნელოვანია ორი ან მეტი დიაგნოზის ან ჩარევის შემთხვევაში ანაზღაურების მოუქნელობა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადაუდებელი ამბულატორიის დაბალი ტარიფები, რაც პრაქტიკულად საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან არ შეცვლილა.
საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ქრონიკული დაავადებების მართვისთვის კონკრეტული ჯგუფებისათვის მედიკამენტების უსასყიდლოდ მიწოდება, ასევე, მედიკამენტების დიდ ნაწილზე რეფერენტული ფასის დაწესება, თუმცა ამ პროცესმა შექმნა გარკვეული დეფიციტი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება. სოფლის ამბულატორიების დიდი ნაწილი საჭიროებს: ან ახლის აშენებას, ან კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას (წყალმომარაგება; გათბობა და სხვ.). პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ანაზღაურება ხშირად კაპიტაციის მოდელზეა მიბმული, რაც ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის ღირსეულ ანაზღაურებას და ქმნის დამატებით სისტემურ პრობლემებს.(მაგალითად ვიწრო სპეციალობის ექიმები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ვიზირებულ პაციენტებს მართავენ, მიზერულ ანაზღაურებას იღებენ კაპიტაციიდან, და დამატებით ანაზღაურების გაზრდისთვის ერთვებიან მანკიერი არამიზნობრივი სერვისების გამოყენებაში)
ასევე, მსურს შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - იშვიათ დაავადებებს, მათ შორის თანდაყოლილ და გენეტიკურ პათოლოგიებს, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია.
ვიზიარებ იმ ტკივილს/განცდას, რასაც ეს ბავშვები და მათი ოჯახები განიცდიან. აუცილებელია: მეტი კომუნიკაცია ოჯახებსა და სახელმწიფოს შორის, დარგის ექსპერტების აქტიური ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა თუ ამის სურვილს გამოთქვამენ ოჯახები.
ამ დღეებში განსაკუთრებით ვიხილეთ ჭარბი ჩართულობა პოლიტიკოსების და არასპეციალისტების, რაც მსუბუქად რომ ვთქვა, ამ გამოწვევისთვის შეუფერებელია.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს.
2012 წლიდან დაწყებული რეფორმების მთავარი მიზანი იყო - არცერთი ადამიანი არ დარჩეს მარტო დაავადებასთან ბრძოლაში. სწორედ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი არსებული პრობლემების გადაჭრა და სისტემის კიდევ უფრო განვითარება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.
30 ივლისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
30 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.
30 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.


