29 აპრილი 2026, 16:14 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლის დასაწყისში ხუნდაძემ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს და მოუწოდა კომუნიკაციის სტანდარტების დაცვისა და ზიზღის ენის გამოუყენებლობისკენ. დიმიტრი ხუნდაძის შენიშვნა ეხებოდა ბაკარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სარჯველაძე არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირია.

„სანამ დარგობრივ კითხვებზე გადავალ, მსურს აქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მოგესალმებით ბატონო მიხეილ და მსურს თანამოზიარე ვიყო თქვენი გამოსვლის თავში და ბოლოში გამოთქმული ობიექტური გაბრაზების. დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს. ვფიქრობ, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ქალბატონო ქეთი {ბაკარაძე}, თქვენი მხრიდან იყო ექიმის პროფესიაზე და ამ დარგის ცოდნაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელის სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი, ამის გარეშეც შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა. მეც მაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება, დავიცვათ მინიმალური სტანდარტი და უბრალოდ არ ვისაუბროთ ზიზღის ენით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

რობერტ ფიცო

29 აპრილი 2026, 17:22

მსოფლიო

კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

29 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

„ჩვენ უკვე დადასტურებული ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ზაზა ლომინაძე

29 აპრილი 2026, 16:56

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

29 აპრილი 2026, 16:50

მსოფლიო

Reuters: სტარმერის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსულ გემებს არ აკავებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მუქარას რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებასთან დაკავშირებით, შედეგი არ გამოუღია, რადგან ბრიტანეთის წყლებში რუსული გემები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

29 აპრილი 2026, 16:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ინვესტიციების სააგენტოს“ მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის, გეკა გელაძის წარდგენისას.

29 აპრილი 2026, 16:41

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ნინო წილოსანი

29 აპრილი 2026, 16:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 16:24

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს, შესაბამისად, შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების მოზიდვას

დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მათ მოზიდვას საქართველოს ბაზარზე, - აღნიშნა ჩინეთში გამართული შეხვედრების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

29 აპრილი 2026, 16:22

საზოგადოება

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ფრიდრიხ მერცი

29 აპრილი 2026, 16:20

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის ეკონომიკა ეცემა, ხოლო მერცი ამაში ადანაშაულებს ყველას, საკუთარი თავის გარდა

გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს, ხოლო ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 16:17

ეკონომიკა

გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით

ავიაკომპანია China Southern-თან პეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განვიხილეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:16

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 16:09

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც - რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას

იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზაალ მიქელაძე

29 აპრილი 2026, 16:07

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს. საკუთარ განცხადებაში ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრს წარუმატებელი და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი უწოდა. მიქელაძემ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეკითხვების დასმა მისაღებია, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს.

დიმიტრი ხუნდაძე

29 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

29 აპრილი 2026, 15:50

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, რეალიზაციის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 15:49

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 15:46

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია

„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.“