პოლიტიკა

ავთანდილ კუნჭულია

01 მაისი 2026, 17:51

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:50

თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:46

თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და პროდუქტი კვლავ ძვირია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:32

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს

„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 მაისი 2026, 17:27

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში

დაპირისპირება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ბუნებრივია, ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში”, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.

მამუკა რეხვიაშვილი

01 მაისი 2026, 14:50

მამუკა რეხვიაშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსთავისთვის

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად დაარეგულირონ გარემოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

მარიამ ლაშხი

01 მაისი 2026, 14:41

მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას

უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

ლევან მაჭავარიანი

01 მაისი 2026, 14:39

ლევან მაჭავარიანი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე: არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება

ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}