02 მაისი 2026, 21:38 / სანდო წყარო

პრემიერი: ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით - ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში, თუმცა 2023 წლიდან, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.4 % იყო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3 წლის განმავლობაში ჯამურად და 9.7 % იყო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე და ამავე პერიოდში საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9 %-ით, ანუ 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით.

„რაც შეეხება ეკონომიკას და ციფრებს - ერთი რამ არის სათქმელი, იმიტომ რომ ამაზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის, მაგალითად, გიორგი ვაშაძის ტყუილები მოვისმინე პირდაპირ ვიტყვი ამას. რა მდგომარეობაა რეალურად, ინფლაციის კუთხით რა ვითარება გვაქვს და რამდენად ეწევა ინფლაციას ეკონომიკური ზრდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. ეს ციფრებშია გამოხატული, ეს ციფრებია დადასტურებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ ციფრებში ვერ მოიტყუები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საშუალო ხელფასს. ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს და საშემოსავლო გადასახადით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, გადაამოწმო რამდენად გაიზარდა ადამიანების ხელფასები. საშემოსავლო გადასახადს შვიდი დეპუტატი ხომ არ იხდის, იხდის მილიონი ადამიანი, რომელიც დაქირავებით, თუ არადაქირავებით არის დასაქმებული საქართველოში.

მონაცემები არის ასეთი - ჩვენ გვქონდა რთული ინფლაციური პროცესები 2019-2022 წლებში. ეს იყო გლობალური ინფლაციური პროცესების გამოძახილი, მაგალითად, 2023 წლამდეც კი პიკზე იყო ევროპაში ინფლაცია. თვეების განმავლობაში 19 %-საც კი მიაღწია ინფლაციამ. იყო რთული პროცესები, სხვადასხვა ფაქტორთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, იყო „კოვიდი“, მერე ომის დაწყება და ა.შ. 2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და მათ შორის, საქართველოში.

თუმცა 2023 წლიდან, 3 წელიწადზეა საუბარი, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები და ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 6.4 %-ით, 3-წლიან მაჩვენებელზეა საუბარი. უშუალოდ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 9.7 %-ით 3-წელიწადში. აქაც ეკონომიკის თეორია რას გვეუბნება, რომ ეს არის ოპტიმალური მაჩვენებელი ინფლაციის. 2 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ინფლაცია, ეკონომიკის თეორიის თანახმად, მათ შორის, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე. 2 %-ზე ნაკლები თუა, ეს აწვება, მათ შორის, წარმოებას. მწარმოებელს ეზრდება ხარჯები ხელფასებზე, იჯარაზე და ა.შ. ამას ინფლაცია უნდა დაეწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები წარმოიშობა. 2 %-ზე ნაკლები ინფლაცია ასევე ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს აქვს ეკონომიკური, ფინანსური პრობლემა და ამ კუთხითაც 2 %-ზე დაბალი ინფლაცია მიიჩნევა, რომ არის არასწორი, არაოპტიმალური ეკონომიკისთვის, ჯანსაღი განვითარებისთვის. ასევე, მიიჩნევა, რომ 4 %-ს რაც უფრო მეტად ცდება ინფლაცია, საშუალოდ წლიურად, მით უფრო მეტად აწვება ეს ადამიანის ჯიბეს, ანუ ესეც არ არის სასურველი და ოპტიმალური.

მთლიანობაში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, დაახლოებით 3 %-იან მაჩვენებელს ესადაგება 3-წლიან ჭრილში ინფლაცია. ანუ მთლიანობაში, 6.4 % იყო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3 წლის განმავლობაში ჯამურად და 9.7 % იყო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. იგივე პერიოდში დაეწია თუ არა ამას ეკონომიკის ზრდა და ხელფასების ზრდა, ანუ ნომინალური ხელფასის ზრდა - იმ პერიოდში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9 %-ით. 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც. ეს არის მათემატიკა, მათემატიკური სიზუსტით დგინდება ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, მედიანური ხელფასი იქნება, თუ საშუალო ხელფასი, იდენტურად გაიზარდა. მედიანური ხელფასიც გაიზარდა იდენტურად, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:46

ეკონომიკა

პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:40

ეკონომიკა

პრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება

კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:35

პოლიტიკა

პრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ

ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .

რამაზ გერლიანი

02 მაისი 2026, 22:22

ეკონომიკა

რამაზ გერლიანი: ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში. კარგია იმიტომ, რომ ბიზნესსაც აწყობს, ბიზნესის და ხელისუფლების ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ეს აისახება შემდეგ მოქალაქეებზე

ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:22

ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული“, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება

„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .

ლაშა რიჟამაძე

02 მაისი 2026, 22:15

ეკონომიკა

ლაშა რიჟამაძე საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში

გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ იმ საერთაშორისო რეგულაციაზე ისაუბრა, რაზეც კომისიის დასკვნაშია მითითებული. როგორც მან აღნიშნა, ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 22:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის - 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მშპ

ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

გიორგი ხაბაშვილი

02 მაისი 2026, 21:58

ეკონომიკა

გიორგი ხაბაშვილი: მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ვეცდებით პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთმა მხარემ ხარჯი მოვიხსნა და შემდეგ მთავრობა იქნება თუ პარლამენტი, ვთხოვო, რომ ეს ხარჯი სხვას დააკისროს - ასე სისტემურად არაფერი შეიცვლება

რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებული პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ხარჯების მოხსნას და ამ ხარჯების სხვაზე დაკისრებას. ამ საკითხზე ხაბაშვილმა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ისაუბრა. მისივე თქმით, ეს მიდგომა სისტემურად არაფერს შეცვლის.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - განაცახად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

რამაზ გერლიანი

02 მაისი 2026, 21:47

ეკონომიკა

ეკონომისტი რამაზ გერლიანი: როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია

„როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:42

პოლიტიკა

პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი - საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია

მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი - ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია

შოთა ბერეკაშვილი

02 მაისი 2026, 21:24

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში

არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:22

პოლიტიკა

პრემიერი: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მაგრამ როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს გავლენას

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

02 მაისი 2026, 21:20

ეკონომიკა

მარიამ იაკობიძე: ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა

გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა მარიამ იაკობიძემ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ. იაკობიძემ აღნიშნა, რომ ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა.

 შოთა ბერეკაშვილი

02 მაისი 2026, 21:09

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები

პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2026, 21:03

პოლიტიკა

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ლაშა რიჟამაძე

02 მაისი 2026, 20:51

ეკონომიკა

ლაშა რიჟამაძე: სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში

სამწუხაროდ, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნე ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპონენტი მთლიან ფასში ერთ-ერთი მთავარია იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი წარმოება ძალიან უმნიშვნელო პროცენტულობით არსებობს და ეს წარმოებაც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული.