ნანა კაკაბაძე: რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა - ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცლად წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
იგი მიიჩნევს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ხოლო უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას.
„რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა
ამას წინათ სააკაშვილმა თავის მორიგ ფეისბუკ-გზავნილში ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდა და მიუთითა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში მათ დაძახილზე.
ამის მიზეზი, მიშას აზრით, ოპოზიციის ხალხთან კონტაქტის ნაკლებობა და არაინტენსიურობაა.
იქვე მან წარსულში „ხალხოსნობის“ მიმართულებით საკუთარი აქტიურობების მაგალითები მოიყვანა, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარა ის თეზისი, რომლის დამკვიდრებასაც გამუდმებით ცდილობს - „მე რომ გარეთ ვიყო, ბიძინას ხელისუფლებას ერთ კვირაში დავამხობდი“-ო.
არც მიშას და არც „დაშლილ და ისევ გაერთიანებულ“ მის მიმდევრებს არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიო შეცვლილია და 90-იანი წლების იდეოლოგიური შტამპებით შეზღუდული მათი აქტივობები დღეს არ შეიძლება იყოს წარმატების მომტანი პოლიტიკურ ბრძოლაში.
ოპოზიციის ბრძოლის იარაღს კვლავ წარმოადგენს მასობრივი გამოსვლების ორგანიზება, რომელიც ერთხელაც დუღილის ისეთ ტემპერატურას მიაღწევს, რომ რევოლუციაში გადაიზრდება და 2003 წლის 23 ნოემბერი განმეორდება.
ზოგმა მოუთმენელმა „დამხობის“ დღეც გამოაცხადა და დღესაც იძახის, მაგ დღეს ხელისუფლება გადავაყენეთო.
ხელისუფლებაში მოსვლის სხვა შესაძლებლობებს ისინი ვერ ხედავენ. თანაც თავს იმშვიდებენ, „ოცნებას“ მხოლოდ პატიოსან არჩევნებში დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენთან არ არის პატიოსანი არჩევნების ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოო.
თვითონ კი იციან, მაგრამ არც ერთი ოპო-პარტია არასოდეს განაცხადებს ხმამაღლა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოცნებას გაცილებით მეტი რეალური ამომრჩეველი ჰყავდა, ვიდრე ჯამურად ყველა ოპოზიციურ პარტიას, ხოლო დღეისათვის ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილი ჩანს.
ამას ხან ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ხალხში ჩანერგილ შიშს აბრალებენ, ხან მოსყიდვას, ხან ხალხის ინდიფერენტიზმს და ხანაც მათ მათ გაუთვითცნობიერებლობას.
ხალხის და ხელისუფლების შეფასებისას სულ ახალ-ახალი ტერმინები გვესმის მათი მხრიდან: „ავტო-კრატია“,
„ერთპიროვნული მმართველობა“,
„ოლიგარქიული მმართველობა“,
„დიქტატურისკენ მიმავალი მმართველობა“,
„უკვე შემდგარი დიქტატურა“,
„პრო-რუსულობა“,
„სტატუსკვო ამომრჩეველი“,
„ელექტორალური ავტორიტარიზმი“ და ა. შ.
ვერ გაიგეს ამ ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა, რომ 90-იანი წლების პრიმიტიული იდეოლოგია დღეს აღარ მუშაობს და ვეღარც იმუშავებს. მათი იდეოლოგია დგას ორ მთავარ პოსტულატზე - ოპონენტის დემონიზაცია-დეჰუმანიზაციაზე და რუსეთის აგენტობის იარლიყების მიკერებაზე.
ვერ ვიტყვით, რომ ეს მთავარი პოსულატები არავისზე არ მუშაობს, მაგრამ ხალხის ის კატეგორია და რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება ამგვარ პროპაგანდას, ძალიან შეზღუდულია და ამიტომაც არის, რომ ყოველდღიური საპროტესტო აქტივისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ვერ აჭარბებს, დიდი აქციებისთვის მობილიზებული საპროტესტო მასა - რამდენი ათეულ ათასს, ხოლო საარჩევნო პერიოდში მთელი ოპოზიციისათვის ხმის მიმცემი ელექტორატი - რამდენიმე ასეულ ათასსს. ამ ფონზე კი ხელისუფლების საარჩევნო ელექტორატი სტაბილურად აჭარბებს მილიონ ადამიანს.
ვნახოთ, ვინ არიან ოპო-აქტივისტები და მხარდამჭერები და რატომ ვერ ხდება მათი რაოდენობის გაზრდა.
მათ რიცხვს პირველ რიგში შეადგენენ 2012 წლამდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, მათი ახლობლები და ისინი, ვინც მათი ხელისუფლებიდან წასვლით გავლენები და კომფორტული მდგომარეობა დაკარგეს.
შეთხვევითი არ არის, რომ ოპოზიციის ტოპ-ლიდერებს შორის ყველა სწორედ ექს-ხელისუფალი იყო.
მეორე კატეგორია, ვინც აქტიურობით გამოირჩევა ოპოზიციურ ფლანგზე, ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც არ განუცდიათ, არ ახსოვთ და მხოლოდ გადმოცემით იციან მიშასდროინდელი „სისხლიანი 9 წლის“ მმართველობის ფორმები და მეთოდები და ვერ წარმოუდგენიათ და ვერც დაუჯერებიათ სხვებისგან მონაყოლის რეალობა.
ოპო-აქტივისტების მესამე კატეგორია „ოცნების“ ყოფილი გულმხურვალე მხარდამჭერები ან მათი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები და მათი ახლობლები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო გული აუცრუვდა „ოცნებაზე“ (ძირითადად ისინი, ვინც დაკარგეს პრივილეგიები ოცნებაში).
არიან კიდევ მცირე ნაწილი გულწრფელი ადამიანებისა, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე დემოკრატიულია და რომ ისინი ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ზრუნავენ, სჯერათ, რომ „პოლიტპატიმრებს“ მართლა არაფერი დაუშავებიათ, ხოლო „სინდისის პატიმრები“ მართლა იდეის გულისთვის სხედან ციხეებში. ასეთ პატიმრებს შორისაც შეიძლება იყვნენ მართლა ასეთი გამონაკლისები, მაგრამ ხომ ვიცით, რომ დღეს პატიმრობაში მყოფი ასეთი ხალხის უმრავლესობისთვის ციხეებში ნებაყოფლობით წასვლა საკუთარი დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
და მაინც, თუ კარგად დავუკვირდებით რატომ არ მრავლდება საპროტესტო ელექტორატი, ანუ რაზე დგას ოცნების ხელისუფლება ასე მყარად, დავინახავთ, რომ ამის საფუძველი თვითონ დღევანდელი ოპოზიცია და მათი იდეოლოგიაა.
პირველ რიგში, ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას, იმ პოლიტიკას, რომელმაც ომი, მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა, ქუჩებში და ციხეებში განუკითხაობები, ბიზნესის რეკეტი, უსამართლო სასამართლოები და სხვა უბედურებები მოუტანა ქვეყანას. ამას ემატება ბოლო ხანებში ნაც-ოპოზიციის მხრიდან ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება, რაც იმ სურათის ნათლად წარმოჩენის შედეგია, რაც ქართველმა ხალხმა გამოაჩინა საყვარელი პატრიარქის გლოვის დღეებში.
მეორე მხრივ, ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქართულ საზოგადოებას ვეღარ დაარწმუნებ, რომ საშინელი და გაუსაძლისი დიქტატურაა იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად ფუნქციონირებენ ოპოზიციური პარტიული მედია-საშუალებები, სადაც არ არსებობს ბიზნესის რეკეტი, სადაც ქურდულ სამყაროს და კრიმინალს ხელისუფლება ნაცებზე უფრო ეფექტურად ებრძვის, ხოლო ციხეებში საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული მდგომარეობაა, სადაც ქვეყნის ბიუჯეტი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობა და ცხოვრების დონე ყოველწლიურად იზრდება (კი, იზრდება ფასებთან ერთად, მაგრამ მანქანებით სავსე ქუჩები, ხალხით სავსე რესტორნები და სუპერმარკეტები საზოგადოების დიდი ნაწილის გაღარიბებაზე არ მიუთითებს). ამიტომ არ სჯერა ხალხს იმისი, რაზეც ოპოზიცია მუდმივად პედალირებს, იმისა თვითონვე - არ სჯერათ, ვერ ხედავენ მასობრივ გაღარიბებას, ბავშვთა მასობრივ შიმშილობას, ხელისუფლების კაციჭამიობას და ა. შ.
მაგალითად, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ. რომ ხალხს მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, როდესაც 500 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ხედავს პარტიული ტელევიზიებით გაშუქებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ტროტუარებზეც და ავტომობილების სამოძრაო ქუჩებზეც (როცა ტროტუარზე ვერ ეტევიან). ანუ გონიერი ადამიანი ხვდება, რომ „ტროტუარზე დგომისთვის“ კი არა, სხვა გამვლელებისთვის ან მძღოლებისთვის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებისთვის აპატიმრებენ კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული წესით.
ოპოზიციის სასარგებლოდ აღარც ის ლოზუნგი მუშაობს, რომ „დასავლეთი მხარს გვიჭერს“, რადგან ამ „მხარდაჭერის“ იმედმა დაგვაკარგვინა ტერიტორიები, ხოლო დასავლეთიდან რეალური დახმარების ნაცვლად მხოლოდ „მკაცრი დაგმობები“ და „შეშფოთება-აღშფოთებები“ მივიღეთ.
რეალური შედეგები კი ის იყო, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა.
როდესაც სჭირდებათ, დიდი ქვეყნები მშვენივრად თანხმდებიან ერთმანეთთან პატარა ქვეყნების ხარჯზე. ამიტომ არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად რომელიმე მათგანის ხელში მათი ამოცანების შესასრულებლად და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელისუფლების შესაცვლელად ტაქტიკის შეცვლა „ხალხში გასვლა“ კი არ არის საჭირო (ხალხმა ისედაც კარგად იცის ყველაფერი), არამედ ყავლგასული ოპოზიციის შეცვლა სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსებით, რომლებსაც შეეძლებათ ხალხის ნდობის მოპოვება", - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 04:19
მსოფლიო
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
31 ივლისი 2026, 04:08
მსოფლიო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.
31 ივლისი 2026, 03:55
მსოფლიო
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.


