04 მაისი 2026, 16:25 / სანდო წყარო

პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარმოადგინა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, პარლამენტის კომიტეტებში, 5-18 მაისს განიხილავენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

04 მაისი 2026, 17:41

პოლიტიკა

პრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადების კომენტირებისას.

თბილისის საქალაქო სასამართლო

04 მაისი 2026, 17:37

სამართალი

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, ბრალდების მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. დაიკითხა ბრალდების მოწმე, რომელმაც დეტალურად აღწერა 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები და სპეცდანიშნულების რაზმის ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა.

ირაკლი კობახიძე

04 მაისი 2026, 17:33

პოლიტიკა

კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა

ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.

ლევან მახაშვილი

04 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი კაია კალასზე: მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე

საჭიროება არის სწორად დანახული, რომ საქართველო ნამდვილად არის მნიშვნელოვანი რგოლი და პარტნიორი ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოებიდან დაწყებული სხვა ლოგისტიკით, ტრანსპორტით და ვაჭრობით გაგრძელებული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

04 მაისი 2026, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში.

ნექოჰიანი

04 მაისი 2026, 17:19

მსოფლიო

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ კორეაში გამეგზავრება

მატჩი 20 მაისს გაიმართება. „ნექოჰიანი“ სამხრეთკორეულ ქალთა გუნდს, „სუვონს“ დაუპირისპირდება. მანამდე ეს გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. თუ ისინი სამხრეთკორეელი მეტოქეების კვლავ დამარცხებას შეძლებენ, ფინალში გავლენ, რომელიც ასევე სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში, 23 მაისს ჩატარდება.

პროკურატურა

04 მაისი 2026, 17:13

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

04 მაისი 2026, 17:13

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

04 მაისი 2026, 17:13

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო. ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკულ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობდა, ორი რაკეტა ესროლა.

ეკა სეფაშვილი

04 მაისი 2026, 17:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს, რა თქმა უნდა, სპორტისა და განათლების სფეროების ერთობლივი ძალისხმევით ხდება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ერთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის, „სასკოლო ლიგა“ ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გაიმართა.

კირ სტარმერი

04 მაისი 2026, 17:07

მსოფლიო

კირ სტარმერი: ალიანსებში იმაზე მეტი დაძაბულობაა, ვიდრე უნდა იყოს

„ალიანსებში იმაზე მეტი დაძაბულობაა, ვიდრე უნდა იყოს, და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ ერთად, როგორც ქვეყნების ჯგუფმა“, - აღნიშნა მან.

04 მაისი 2026, 16:53

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხესა და რუსთავში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის, ახალციხის მიმდებარე პარკისა და რუსთავის ტყე-ჭალის ახალი პარკის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

ლაშა ხუციშვილი

04 მაისი 2026, 16:50

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას

„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

04 მაისი 2026, 16:50

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თემაზე „როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მოტივაციისა და თვითრეგულირების უნარის ჩამოყალიბებაში“, ვებინარი გაიმართება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 7 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: „როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მოტივაციისა და თვითრეგულირების უნარის ჩამოყალიბებაში“.

04 მაისი 2026, 16:22

საზოგადოება

გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა"

გივი მიქანაძემ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების საპატიო სტუმარს, ქართველ-ებრაელ ინჟინერს, მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

04 მაისი 2026, 15:57

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

04 მაისი 2026, 15:45

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

თამარ ჩიბურდანიძე

04 მაისი 2026, 15:36

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპამ კარგად იცის, რომ დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ვერავინ ჩაანაცვლებს, სწორედ ამიტომ ვხედავთ განსხვავებულ კონტურებს დღეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ერევანში და კაია კალასის განცხადებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროპა-აზიის დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს მთავარი სიტყვა ეთქმის და ის ზეწოლა, რაც საქართველოზე მოდის, აიხსნება ბრიუსელის სურვილით, სწრაფად მოხდეს აღმოსავლეთთან დაკავშირება სხვადასხვა პროექტით. ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ბრიუსელს საქართველოში ევრობიუროკრატების მორჩილი ხელისუფლება სჭირდებოდა.

დავით ჩიხელიძე

04 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.