მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა შედგა უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან.
„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე, პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს შორის არის და მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.
მთელი ამ ხნის განმავალობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი.
„შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 19:15
ჯანდაცვა
ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
04 მაისი 2026, 19:02
პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრსა და სომხეთის რესპუბლიკის შს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს არპინე სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
04 მაისი 2026, 18:59
მსოფლიო
მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროპამ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავისი „რეაგირების შესაძლებლობები“ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ქვეყანაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის მკვეთრი შემცირებით დაიმუქრა.
04 მაისი 2026, 18:59
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს და უზბეკეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და სამარყანდში მასპინძლობისთვის.
04 მაისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას
კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 მაისი 2026, 18:37
მსოფლიო
მარკ რუტე: ევროპელებმა ტრამპის გზავნილი გაიგონეს
ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაყვანის თაობაზე. რუტემ აღიარა ვაშინგტონის „იმედგაცრუება“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკის მოთხოვნებს უკვე პასუხობენ.
04 მაისი 2026, 18:32
საზოგადოება
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
ჰოსპიტლის მედპერსონალმა, მოძრავი ამბულატორიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება 10 ბენეფიციარს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ გადაადგილება.
04 მაისი 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში
როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში, - განაცხაა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
04 მაისი 2026, 18:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ
„ბევრი განცხადება გვინახავს, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტია, რომ დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალჩინოსნები უკრაინის მხრიდან დასანქცირებულები არიან ზელენსკის გადაწყვეტილებით, დღემდე არც უკრაინის ელჩია დანიშნული საქართველოში და არც საქართველოს ელჩი მოღვაწეობს უკრაინაში მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე რამდენიმე ქართული მსხვილი კომპანია დასანქცირებული უკრაინის მიერ, ამიტომ, კარგი განცხადება, კარგი ინიციატივა, კარგი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, პრაქტიკაში უნდა შევხედოთ რამდენად სახელმწიფოდამოკიდებულება გადაიხედება საქართველოსადმი“.
04 მაისი 2026, 18:22
მსოფლიო
ფიცომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი.
04 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
04 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
04 მაისი 2026, 18:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.
04 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
პრემიერი: დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს.
04 მაისი 2026, 18:19
პოლიტიკა
პრემიერი: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება
სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.
04 მაისი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკას, კადრებსაც. რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივებს
მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკასაც, კადრებსაც. რაც შეიძლება ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივებს და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 მაისი 2026, 18:16
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: გვაქვს საერთო მიზანი და ამბიცია, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი უმოკლეს პერიოდში ვაქციოთ მორიგ რეალიზებულ შესაძლებლობად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
04 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
პრემიერი: თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, თვისებრივად განსხვავებული იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში - გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ
თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
04 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტი ევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტი დასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.


