მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ზოგადად ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი სწორედ დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგადად, ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, რომ იყოს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი შესაძლებლობები და გვქონდა ორმხრივი საუბრები სხვადასხვა საკითხებზე.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც.
„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს შორის არის, და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით, და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს.“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და საქართველოს მტკიცე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოზიციას უკრაინასთან.
„კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა იყო ამაზეც საუბარი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ელჩების ყოფნა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 22:51
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქართული ღვინო 8 000-წლიანი ისტორიის არის, აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე. ამისთვის მნიშვნელოვანია რიგი რეფორმები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ - დაწყებული ყურძნის ჩაბარების დროს ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან, დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენებით“.
04 მაისი 2026, 22:48
მსოფლიო
AXIOS: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხეშია
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორშაბათს მისი ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან ოთხი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
04 მაისი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში 7 მცირე ირანული კატარღა გაანადგურა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შვიდი ირანული „მცირე ზომის“ კატარღა გაანადგურა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ხომალდს ცეცხლი გაუხსნა.
04 მაისი 2026, 21:50
მსოფლიო
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება „მეტ გალა“ გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს მოდის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება „მეტ გალა“ გაიმართება, რომელიც კოსტიუმების ინსტიტუტის საგაზაფხულო გამოფენის გახსნას აღნიშნავს.
04 მაისი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს.
04 მაისი 2026, 21:30
მსოფლიო
რუსეთი 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცხადებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 8 და 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება.
04 მაისი 2026, 21:28
საზოგადოება
მომავალ მეზღვაურებს ფოთშიც მოამზადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაარსებიდან პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ნავიგაციის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა.
04 მაისი 2026, 21:20
ეკონომიკა
1 მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები, რომელიც უცხოელი გიდების საქმიანობას და შრომით მიგრაციას ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველი მაისიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გიდების საქმიანობის რეგულირებასა და შრომით მიგრაციას ეხება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
04 მაისი 2026, 21:14
მსოფლიო
ლაიფციგში ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა - დაიღუპა 2, დაშავებულია 22 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa და გამოცემა Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
04 მაისი 2026, 21:05
რეგიონი
ზუგდიდში სრულად გარემონტებული ბინები 1700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი ბინები დევნილი ოჯახებისთვის - ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
04 მაისი 2026, 20:55
საზოგადოება
კავკასიური სივრცე და კეთილმოწყობილი ვოლიერები - ივლისიდან თბილისს ახალი ზოოპარკი ექნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ახალი ზოოპარკი იხსნება. დამთვალიერებლებს სტუმრობა ივლისის დასაწყისიდან შეეძლებათ. პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება კავკასიური ნაწილის ნახვა.
04 მაისი 2026, 20:55
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
04 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
კრიტიკა კრიტიკის საპასუხოდ და დაწუნებული დღის წესრიგი - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგ და მითითებები „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მსჯავრდებული სააკაშვილი დღის წესრიგს საკუთარ პარტიასაც უწუნებს. არც ნიკა მელიას ვრცელ წერილს ივიწყებს და საპასუხოდ, მასაც აკრიტიკებს.
04 მაისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ზელენსკი: დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მიმაჩნია, რომ ეს სწორია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ კი სომხეთთან, საქართველოსა და სლოვაკეთთან უკრაინის ურთიერთობებში არსებული მთელი რიგი მიმართულებების განბლოკვის შესახებ.
04 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ევროპელი ლიდერების აღიარება და შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი მოქმედების სურვილი - დაძაბულობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოლექტიური გამოღვიძება და სტრატეგიული ავტონომია - საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პრობლემებსა და გამოსავლის შესახებ, ერევანში ვიზიტისას ისაუბრა.
04 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ორმაგი სტანდარტები და საბოტაჟი - აზერბაიჯანის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა ევროპელმა ლიდერებმა ევროპულ სამიტზე მოისმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა. რობერტო მეცოლას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საბოტაჟში ამხილა.
04 მაისი 2026, 20:24
მსოფლიო
მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს
ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც ევროკავშირის, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, ილჰამ ალიევსა და რობერტა მეცოლას შორის მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, - წერს Euronews-ი.
04 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც 2 წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.
04 მაისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მეტი პოლარიზაციის შემოტანის მცდელობა ქართულ საზოგადოებაში - კაია კალასის მორიგი კრიტიკა საქართველოს და პასუხი თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიუსელი საქართველოს მნიშვნელობას აღიარებს, მაგრამ საკუთარი ინტერესის გატარებას მაინც ცდილობს, - ასე ფასდება კაია კალასის განცხადება ერევნიდან. ხელისუფლების კრიტიკისას მან ღიად გამოხატა წუხილი დაფინანსების შეზღუდვის შესახებ. „ქართული ოცნების“ პასუხი უცვლელია.


