ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიას, რომელმაც ოფიციალურად გაიფუჭა საქმე თბილისთან და ბაქოსთან, სურს წარმოაჩინოს თავისი ინტერესისა და პოლიტიკური ცენტრის გადატანა ერევნისკენ, მაგრამ ამას არაფერი სასიკეთო ერევნისთვის არ ექნება
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევროკავშირსა და ევრობიუროკრატიას, რომელმაც ოფიციალურად გაიფუჭა საქმე თბილისთან და ბაქოსთან, სურს წარმოაჩინოს თავისი ინტერესისა და პოლიტიკური ცენტრის გადატანა ერევნისკენ, მაგრამ ამას არაფერი სასიკეთო ერევნისთვის არ ექნება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ერევნის სამიტზე საუბრისას.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, ევრობიუროკრატია მსოფლიოს ატყუებს, თითქოს გეოპოლიტიკური ცენტრი ერევანში გადადის.
„საკუთარ თავს, სომხეთსაც და მთელ მსოფლიოს ატყუებენ, რომ ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურული, გეოგრაფიული, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცენტრი თითქოს ერევანში გადადის. ამ გაუგებარ ნარატივს ჰყვებიან ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებსაც უკვე სურთ, რომ ერევანი იყვნენ მას შემდეგ, რაც ნეპალმა და ვენესუელამ ვერ გაამართლა. დღეს ყველას უნდა იყოს ერევანი, იყვნენ ისე, როგორც არიან ერევანში, ვინაიდან ამ სამიტში დაინახეს რაღაც სასწაული და ეს სასწაული არ არის. ეს არის კონკურენციის ელემენტები და ნიშნები გაკოტრებული ევროკავშირის მხრიდან. მათ დაინახეს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა. ეს არ არის მხოლოდ ბაქოსა და ერევანში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები, ეს არის ის მოლოდინი, რომელსაც უკვე აანონსებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ველოდებით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 20:01
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ
ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მათი გააქტიურება შედეგს ვერ გამოიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები ხელოვნურია და გარე გავლენებით ყალიბდება.
05 მაისი 2026, 19:49
პოლიტიკა
გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან
პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში და ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ლიდერებმა ადგილობრივებისგან მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს
05 მაისი 2026, 19:42
მსოფლიო
POLITICO: 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს
გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს.
05 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში უკვე აშკარაა - ეს არ არის მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში; ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი
ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფიულ ხედვასთან, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც რეგიონული სუბიექტები, პრაქტიკულად არ განიხილებიან, ხოლო ძირითადი აქცენტი სომხეთზე კეთდება.
05 მაისი 2026, 19:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაზე: ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით ბურთი უკრაინის მოედანზეა
როდესაც ერთმანეთს ხელს ართმევს ამ ორი სახელმწიფოს ლიდერი, ჩემთვის მთავარია ზემოდან ქვემოთ ვინ აწვდის ამ ხელს. ზელენსკი ნამდვილად არ იყო ის ლიდერი, რომელმაც ზემოდან ქვემოთ მიაწოდა ხელი პრემიერ-მინისტრს კობახიძეს,“ - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ერევანში უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას.
05 მაისი 2026, 19:25
მსოფლიო
შიდა შემოსავლების მობილიზება და საგადასახადო რეფორმა იმ პირობების ჩამონათვალშია, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მისაღებად უნდა შეასრულოს
მოთხოვნა საგადასახადო რეფორმის გატარებისა და უკრაინის ბიუჯეტის შიდა შემოსავლების მაქსიმალური მობილიზების შესახებ, შეტანილი იქნება იმ პირობების ჩამონათვალში, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშების მისაღებად უნდა შეასრულოს, თუმცა მისი ვადები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 19:04
მსოფლიო
ჰეგსეტი: იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება.
05 მაისი 2026, 19:02
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა.
05 მაისი 2026, 18:50
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დასრულებულა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დასრულებულა“, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ჰორმუზის სრუტეში ორმხრივი სროლა მოხდა.
05 მაისი 2026, 18:32
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ამ სიტუაციაში ვხედავ პერსპექტივას, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც ამოძრავებს პრაგმატიზმი და არა იდეოლოგიური კლიშეები, რომლებისგანაც ვერ გათავისუფლდა ბრიუსელი
ამ სიტუაციაში მე ვხედავ პერსპექტივას, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირში შემავალ წევრ ქვეყნებთან, იმ ნაწილთან, რომელსაც საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ამოძრავებს პრაგმატიზმი და არა იდეოლოგიური კლიშეები, რომლებისგანაც ვერ გათავისუფლდა ბრიუსელი, ვერც რასა იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
05 მაისი 2026, 18:32
მსოფლიო
CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით 30 ცენტით მეტია, ხოლო ირანთან ომის დაწყების შემდეგ ფასების 50%-იან ზრდას ნიშნავს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
05 მაისი 2026, 18:19
სამართალი
შემოსავლების სამსახურის უფროსმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე - მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა. ამ დრომდე მას საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
05 მაისი 2026, 18:16
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს ფორუმში მიიღო მონაწილეობა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.
05 მაისი 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით რასა იუკნევიჩიენეს როლი საქართველოს მიმართ, კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ჩამობრძანებული საქართველოში, სადაც პირდაპირ მონაწილეობდა პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციებში
რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მიმართ არაერთი მტრული და არამეგობრული განცხადებით არის ცნობილი და ის პირდაპირ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსზე დამჯდარი, როგორც სხვა რადიკალური ძალის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ რასა უკნევიჩიენეს მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას.
05 მაისი 2026, 17:53
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
05 მაისი 2026, 17:53
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისა და თანმიმდევრობისგან
ის, რომ საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, ეს იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისგან და თანმიმდევრობისგან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
05 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
„მაგრამ უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს მრავალსაუკუნოვანი, ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, ხალხებს შორის ურთიერთობა არის და იქნება და მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობები გადაიხედოს და გაჯანსაღდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.
05 მაისი 2026, 17:51
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: თუ რაიმე კითხვები აწუხებთ, არსებობს პასუხები, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკური პროცესი. ვფიქრობ, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს
მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ რაიმე კითხვები აწუხებთ, არსებობს პასუხები, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკური პროცესი. რასაც ვხედავთ, მაფიქრებინებს, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ.
05 მაისი 2026, 17:49
მსოფლიო
მარკო რუბიო მიმდინარე კვირას იტალიაში ჩავა და ჯორჯია მელონის და რომის პაპს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიმდინარე კვირას იტალიაში ჩავა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ლეო მე-XIV შეხვდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


