06 მაისი 2026, 16:53 / სანდო წყარო

ევროპარლამენტარი იემჰილდ ბუსდორფი: ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა, ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს

„ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა, ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა იემჰილდ ბუსდორფმა.

მისი თქმით, თუკი გსურს იყო კეთილსინდისიერი დემოკრატია, მაშინ ყველა მთავრობას უნდა ელაპარაკო, განურჩევლად იმისა, ეთანხმები თუ არა არჩევნების შედეგებს.

„ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. თუმცა აქ, ევროკავშირში, სიტყვის თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუკი სწორი აზრი გაქვს. რა არის სწორი და არასწორი აზრი - ამას ევროპარლამენტი განსაზღვრავს. ჩემთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება, მე ევრონესტის კომისიის წევრიც ვარ, ვსტუმრობდით მოლდოვას. არავინ საუბრობს მოლდოვაზე რაიმე კრიტიკულს, საერთოდ ხმას არ იღებენ დნესტრისპირეთზე, თითქოს პრობლემა არ არსებობს და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. საქართველოს შემთხვევაში კი ამბობენ, რომ არასწორი პარტია მართავს, „ქართული ოცნება“ - რომ რუსული გავლენისაა, თუმცა არ გვაქვს უფლება ვიკითხოთ, რას ნიშნავს რუსული გავლენა, ვინაიდან ევროპული გავლენაც გვაქვს არჩევნებზე. როცა სიტყვის თავისუფლება გაქვს, უნდა მიიღო ყველა განსხვავებული მოსაზრება. ეს კი აქ არასდროს არის მიღებული. სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის. თუკი გსურს იყო კეთილსინდისიერი დემოკრატია, მაშინ ყველა მთავრობას უნდა ელაპარაკო, განურჩევლად იმისა, ეთანხმები თუ არა არჩევნების შედეგებს, ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა მან.

ყველა სიახლე

06 მაისი 2026, 17:48

მსოფლიო

Reuters: ნატოდან აშშ-ის გასვლა ევროკავშირისგან მეტ ფისკალურ კრეატიულობას მოითხოვს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნატოდან შეერთებული შტატების გასვლა ევროკავშირისთვის ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

06 მაისი 2026, 17:47

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „Financial Times“-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც ნამდვილად ღირს ინვესტიციების განხორციელება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაზეთ „Financial Times”-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.

06 მაისი 2026, 17:42

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, ყველაფრით

ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:34

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება

მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუს-ის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების პირველ სამიტში

დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ​ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა

„ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ დიდ, განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სინოდის თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი და ხელდასმული. ამიტომ, მიჭირს, როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებებია. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვცდილობთ ვიყოთ რაც შეეხება მორიდებულები ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიასა და წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იყოს გაძღოლილი და სინოდმა აირჩიოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელმაც მხარდამჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახია და პარლამენტი დატოვა - არავითარი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის და საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ანგარიშვალდებულებას მხოლოდ უცხო ძალების წინაშე გრძნობენ.

ნათია თურნავა

06 მაისი 2026, 17:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს

სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 20%-მდე შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი პირობებითა და დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას.

06 მაისი 2026, 17:04

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იემჰილდ ბუსდორფი: სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის

„სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა იემჰილდ ბუსდორფმა.

06 მაისი 2026, 17:01

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთი ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, ექსპორტს ზრდის

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღეში ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

06 მაისი 2026, 16:45

საზოგადოება

გიორგი შონია: მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სამუშაო მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირებას და მშენებლობას, რაგბის არსებული სტადიონების რეაბილიტაციას და ახალი ტექნიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე, უეფას სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის სტადიონების და ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

დონალდ ტრამპი

06 მაისი 2026, 16:43

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმების დადებას ძალიან მიუახლოვდნენ.

06 მაისი 2026, 16:38

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

06 მაისი 2026, 16:34

საზოგადოება

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე.

დონალდ ტრამპი

06 მაისი 2026, 16:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანს მასშტაბური და ინტენსიური დაბომბვებით ემუქრება, თუ თეირანი სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება, ამერიკული მხარე დაბომბვებს დაიწყებს, რომლებიც უფრო მასშტაბური და ინტენსიური იქნება, ვიდრე ეს მანამდე მომხდარა.

გია აბაშიძე

06 მაისი 2026, 16:10

პოლიტიკა

აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული ნებისმიერი მსგავსი ოპერაცია იყო „PR-კლოუნადა“.

06 მაისი 2026, 16:03

სამართალი

პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.