06 მაისი 2026, 21:07 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

6 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეცამეტე გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა 2023 წლის 16-17 მაისის მე-4 ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ.

6 მაისის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფოთაშორის დავებში რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

გადაწყვეტილება მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) საქმეზე რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად მიიღება 2014 წლიდან. გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

თამარ იოსელიანი

06 მაისი 2026, 22:21

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული "საქართველოს რკინიგზა" - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რეგიონში ვიქნებით ძლიერი, სანდო, ეფექტური და სტაბილური პარტნიორი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მან შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

06 მაისი 2026, 22:12

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების დადება

აშშ ირანში არსებულ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

თამარ იოსელიანი

06 მაისი 2026, 22:04

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.

ლიზა გეგეჭკორი

06 მაისი 2026, 21:59

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ

რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

ირაკლი მეზურნიშვილი

06 მაისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

06 მაისი 2026, 21:10

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: მეუფე ზენონის განცხადებები შეიცავს შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ილია II-ის, ასევე სინოდის წევრების მიმართ - მსგავსი ბრალდებების გავრცელება არის ეკლესიური დისციპლინის უხეში დარღვევა

მეუფე ზენონის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს პირდაპირ შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ასევე წმინდა სინოდის წევრების, მათ შორის მეუფე შიოს (მუჯირი) მიმართ, - წერს თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

06 მაისი 2026, 21:07

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ომის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე ოპტიმიზმი გამოთქვა.

06 მაისი 2026, 20:55

რეგიონი

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის - სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც დაიწყება.

06 მაისი 2026, 20:49

სამართალი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

06 მაისი 2026, 20:44

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. „ქრონიკა“ მონტენეგროდან

საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები.

06 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

საქართველოს, როგორც შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს როლი და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება - აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით ევროპაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახლო აღმოსავლეთის კრიზისის და ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე, ალტერნატიული და უსაფრთხო ენერგეტიკული დერეფნების ძიება, პრიორიტეტული გახდა, მათ შორის ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით აზერბაიჯანში ბოლო 13 წლის განმავლობაში, პირველად ჩავიდა იტალიის პრემიერი. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი კი საქართველოს როლს ზრდის.

06 მაისი 2026, 20:35

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: როგორ ლანძღავდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, - განაცხადა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ქადაგებისას.

06 მაისი 2026, 20:30

სამართალი

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

06 მაისი 2026, 20:23

სამართალი

სუს-ის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე - ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე.

06 მაისი 2026, 20:20

საზოგადოება

მორიგი შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს მოწოდება მრევლს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე დრო მცირდება და ეკლესიაზე შეტევა ძლიერდება. მეუფე ზენონი, რომელიც სინოდის სხდომის ერთ-ერთი მონაწილე მღვდელმთავარია, სხდომის შედეგებს სინოდის კრებიდან ერთი კვირის შემდეგ, ტელეეთერით აკრიტიკებს, პატრიარქის მოსაყდრეს კი შეურაცხყოფას აყენებს.

06 მაისი 2026, 20:15

საზოგადოება

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა

დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

06 მაისი 2026, 20:10

სამართალი

სამართალდამცველებმა 100 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე სახელმწიფოში უნდა გასულიყო. უკანონო ტვირთის ღირებულება შავ ბაზარზე, 30 მილიონ ლარამდეა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიება კი გრძელდება.

ანდრეი სიბიგა

06 მაისი 2026, 20:08

პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოხარული ვიყავი, გამეგრძელებინა დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ

მოხარული ვიყავი, გამეგრძელებინა დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

06 მაისი 2026, 20:04

პოლიტიკა

უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან.