07 მაისი 2026, 11:30 / სანდო წყარო

პაატა სალია იუკნევიჩიენეს მხრიდან სამი ტელეკომპანიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები

პაატა სალია

პაატა სალია

თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, სადაც სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირებაზეც არის საუბარი. პაატა სალიას თქმით ბრალდებები, რომელიც ანგარიშშია, უსაფუძვლო და უარგუმენტოა.

„საფუძვლად ასახელებენ, რომ ეს ტელევიზიები პროპაგანდისტული არხებია. როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი. დაასახელონ კონკრეტული ფაქტები. მე პირადად გადამოწმებული მაქვს და საქართველოში არც ერთ ტელევიზიას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მსოფლიოში მიმდინარე რომელიმე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით ფაქტები არ გაუშუქებია იმისგან განსხვავებით, როგორც ამას აშუქებს მთელი მსოფლიო მედია. დაასახელონ, როდესაც რუსეთის არმიამ რომელიღაცა ქალაქი აიღო, ამასთან დაკავშირებით „იმედმა“ ან „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი გააკეთა და ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ყველა ის საომარი მოქმედება, ყველა ფაქტი, შეხვედრა, კონფერენცია თუ სამიტი, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ამ ტელევიზიების მიერ აისახება და შუქდება ისე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტელევიზია აკეთებს. რა შუაშია და სად არის აქ პროპაგანდა? თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტელევიზია დროს უთმობს ადამიანებს, რომლებსაც თავისი აზრის გამოთქმა უნდათ და ეს აზრი ხშირ შემთხვევაში შეიძლება, არ ემთხვეოდეს იმას, რაც ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, მაშინ აქ რაზეა საუბარი - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

ყველა სიახლე

07 მაისი 2026, 15:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

7 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კევინ ჰამილტონთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 15:25

პოლიტიკა

პაატა სალია: „ქართულ ოცნებას“ არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია

„ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენელთა კრიტიკა არც არავის აუკრძალავს და არც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მათი მხრიდან ვხედავდით უსამართლო დამოკიდებულებას. სწორედ ეს იწვევდა ჩვენს გულისტკივილს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით. მოხარული ვიქნებით, თუ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც იყო გარკვეულ პერიოდამდე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა

07 მაისი 2026, 15:13

რეგიონი

რუსთავში ისტორიული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

07 მაისი 2026, 15:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 მაისი 2026, 15:11

საზოგადოება

მერიის პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.

ნინო ფოჩხუა

07 მაისი 2026, 15:07

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გახარიას მიერ ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს - გაქცეულ ექსპრემიერს სალაპარაკო არაფერი აქვს და იმისთვის, რომ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, არაფერი დარჩენია ტყუილის და სიცრუის გარდა

დღეს, როცა ყველას შეუძლია ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება, გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, გახარიას პარტიის მიერ ინფლაციის მონაცემებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

07 მაისი 2026, 15:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

07 მაისი 2026, 15:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გახარიას დროს, გაძვირდა ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს

სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით.

07 მაისი 2026, 14:55

მსოფლიო

Reuters: ლატვიაში ორი დრონი ჩამოვარდა. ერთ-ერთი ნავთობის საცავს მოხვდა

ლატვია რუსეთის ტერიტორიიდან შეფრენილი ორი დრონის ინციდენტს იძიებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 მაისი 2026, 14:54

სამართალი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ნიუ-იორკში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გაერო-ს მიერ ორგანიზებულ მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე უგოჩი დენიელსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის იყო საქართველოს საიმედო პარტნიორი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ანდრია მანდიჩი
შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 14:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ანდრია მანდიჩს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მოწვევისთვის.

დავით ქართველიშვილი

07 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით

„და რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკა დღესაც ბევრისთვის გამაღიზიანებელ ზრდას აგრძელებს.ბევრის გულების გასახეთქად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ძლიერდება სატრანზიტო ფუნქცია, მიუხედავად მისი დაკნინებისა. ქვეყანა კი გლობალური არასტაბილურობის პირობებშიც ინარჩუნებს მდგრადობას, რაც განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ზოგიერთისთვის. ამიტომ გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მარიამ ლაშხი

07 მაისი 2026, 14:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ის ანტიტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტზე: გამოქვეყნდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა „ქართული ოცნება“ და რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი, საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა

გამოქვეყნდა და დადგინდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა „ქართული ოცნება“ და რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი, საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ასევე ის რეფორმები, რაც პასუხობს მიგრაციისგან სახელმწიფოს ეფექტიან დაცვას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

07 მაისი 2026, 14:47

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე ბრალდებულებს 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

გია აბაშიძე

07 მაისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მოღალატე გახარიას პარტია-კანტორა შევიდა იმ სფეროში დისკუსიაშიც“, სადაც მათი ე.წ.კომპეტენტურობაც სავალალოა - ცრუ გზავნილები ფასებზე, დეზავუირდება „საქსტატის“ მიერ. ტყუილად ცდილობენ შეეწინააღმდეგონ უტყუარ მონაცემებს

პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშუალო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

პეტერ მადიარი

07 მაისი 2026, 14:44

მსოფლიო

The Guardian: პეტერ მადიარის ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი, მისგან ლგბტქ უფლებების დაცვასა და კლიმატის კრიზისზე მეტად რეაგირებას ითხოვს

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი, მისგან ლგბტქ უფლებების დაცვასა და კლიმატის კრიზისზე მეტად რეაგირებას ითხოვს. საზოგადოებრივი გამოკითხვის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აქვეყნებს.

07 მაისი 2026, 14:42

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: 2026 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2026 წლის აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.47 მლრდ ლარი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

07 მაისი 2026, 14:39

სამართალი

პაატა ბურჭულაძე: მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია

„ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ლევან მახაშვილი

07 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: პოლიტიკოსების არასწორმა პოლიტიკამ, ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ის, რომ ევროპის ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ტერორისტული საქმიანობებისთვის ნოყიერი ნიადაგი გახდა

პოლიტიკოსების არასწორმა პოლიტიკამ, ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ის, რომ ევროპის ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ტერორისტული საქმიანობებისთვის ნოყიერი ნიადაგი გახდა, - განაცხადა ლევან მახაშვილმა აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის, 16-გვერდიან დოკუმენტის შეფასებისას.

07 მაისი 2026, 14:35

მსოფლიო

CNN: ჰორმუზის სრუტეში 1 600 გემია ჩარჩენილი

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში 1 600 გემია ჩარჩენილი.