07 მაისი 2026, 12:43 / სანდო წყარო

ქართველიშვილი გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: უეჭველი „კრემლის დაკვეთით" შეთხზულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, ძალაუფლების დასაცავად გაწიროს გუნდის ერთგული პირები

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მორიგ კორუფციულ გარიგებაში ამხილეს.

ქართველიშვილის თქმით, გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს თანამდებობიდან გადადგომა აიძულონ.

„ქართული მედიის აკვიატებული დასანქცირებით დაბრმავებული ევროპა, საკუთარი მედია საშუალებებით აგრძელებს თავის დაუსჯელ "დეზინფორმაციას" რუსეთთან ომში გახვეული უკრაინის ხელისუფლების შესახებ. იმდენად აშკარად იგრძნობა ეს "რუსული პროპაგანდა", რომ ფიშერსა და ჰერჩინსკისთან კონსულტაციები გვაქვს გასავლელი, ეს ვიღაც "მამაძაღლი" თუ "ბერლინერ ცაიტუნგი" ჩვენც ხომ არ დავასანქციროთ? ძლივს ხელს გვართმევენ, ტელეფონის ზარებმა აიწყვიტეს კიევიდან და ესენი რეებს კადრულობენ? "Алло, Таймыр?!" - ვერ გავიგეთ! აი ამ სტატუსსაც ვწერ გერმანიის "დეზინფორმაციულ" მედიაზე დაყრდნობით და შიშის გრძნობა მეპარება, კინწურაანთ "აინ-ცვაი-პოლიცაის" რისხვა არ დამატყდეს თავს...

„ბერლინერ ცაიტუნგის“ ცნობით, ამ "რუსული პროპაგანდის" თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი თურმე კიდევ ერთი კორუფციული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ახალი კომპრომატების შემდეგ.

გამოცემის სტატიაში "დეზინფორმაციულად" ნათქვამია: „მინდიჩის მონაწილეობით გამოქვეყნებულმა ახალმა ჩანაწერებმა ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვა კვლავ მასშტაბური კორუფციული სკანდალის ცენტრში მოაქცია. ყურადღება ახლა მომლაპარაკებელ რუსტემ უმეროვზეა გადატანილი. მას ჯერ ბრალი არ წაუყენეს, მაგრამ პოლიტიკური ზიანი უკვე უზარმაზარია. ახალი ჩანაწერები მიუთითებს, რომ უმეროვმა და ზელენსკისთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა იარაღის, პერსონალის საკითხები და პოტენციური საინვესტიციო გარიგებები განიხილეს“.

„ბერლინერ ცაიტუნგის“ ეს "რუსი მონა" ავტორები ვარაუდობენ, რომ უმეროვს შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა აიძულონ. უეჭველი "კრემლის დაკვეთით" შეთხზულ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, საკუთარი ძალაუფლების დასაცავად გაწიროს თავისივე გუნდის ერთგული და სანდო პირები. თუმცა, ხაზგასმულია, რომ კითხვა კვლავ ღიად რჩება, აღიქმება თუ არა უმეროვის წასვლა, როგორც ძალაუფლების წმენდის მცდელობა თუ უკრაინის ხელმძღვანელობის სტრუქტურული სისუსტის აღიარება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს "აღშფოთებულ შეშფოთებას" - საზღვარი არა აქვს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

07 მაისი 2026, 14:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - გვინდა უკრაინაში იყოს მშვიდობა

უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

გიორგი უძილაური

07 მაისი 2026, 14:02

სამართალი

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

07 მაისი 2026, 14:00

პოლიტიკა

როგორ იტყუება გახარიას პარტია ინფლაციის მონაცემებზე - გაქცეული ექსპრემიერის დროს ქვეყანაში ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა

პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა.

კახა კალაძე

07 მაისი 2026, 13:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-თან ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით.

07 მაისი 2026, 13:51

მსოფლიო

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს

ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 13:47

პოლიტიკა

პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 13:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას

მედეგობის გასაძლიერებლად, ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

07 მაისი 2026, 13:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული.

კახა კალაძე

07 მაისი 2026, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს.

არჩილ გორდულაძე

07 მაისი 2026, 13:29

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მოსამართლე ხუჭუაზე: დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით

„ის არ არის პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებებით იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში, მაგრამ არახალია, რომ მოსამართლე ხუჭუა დადის სხვადასხვა ტელეეთერში, სხვადასხვა მედიებთან აქვს კომუნიკაცია, რაც პირდაპირი დარღვევაა იმ ფუძემდებლური პრინციპის, რომელიც ბანგალორის პრინციპებით არის ცნობილი. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ჰიპოკრატეს ფიცი რომ დაარღვიოს ექიმმა, ასეთ დარღვევას ვხედავთ ბატონი ხუჭუასგან“, - განაცხადა გორდულაძემ.

07 მაისი 2026, 13:27

მსოფლიო

თეთრი სახლი: ევროპას შეუძლია კვლავ გახდეს ძლიერი, თუ სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს ააღორძინებს

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ევროპას შეუძლია კვლავ გახდეს ძლიერი, თუ სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს ააღორძინებს.

07 მაისი 2026, 13:26

რეგიონი

სამტრედიაში 45 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ქარჩხაბის გამანაწილებელი არხის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

07 მაისი 2026, 13:04

მსოფლიო

თეთრი სახლი: მიუღებელია, როცა ნატოს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტების მიერ ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ცენტრებად გამოიყენება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტერორიზმთან ბრძოლის ახალ ეროვნულ სტრატეგიაში ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ბრალი დასდო იმაში, რომ ხშირად ტერორისტები მათ ტერიტორიებს ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ცენტრებად იყენებენ.

07 მაისი 2026, 12:54

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს.

ნიკოლა სარკოზი

07 მაისი 2026, 12:51

მსოფლიო

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის თხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა

საუბარია სასჯელზე „ბიგმალიონის“ საქმეზე. ასე ერქვა PR-სააგენტოს, რომელიც 2012 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა. 2021 წლის შემოდგომაზე პოლიტიკოსი „ბიგმალიონის“ მხრიდან კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ ცნეს.

07 მაისი 2026, 12:42

მსოფლიო

თეთრი სახლი: ეროვნული კონტრტერორისტული საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული და რადიკალურად პროტრანსგენდერული

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ცხადდება იმ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფების სწრაფი გამოვლენა და ნეიტრალიზება, რომელთა იდეოლოგია არის ანტიამერიკული, რადიკალურად პროტრანსგენდერული და ანარქისტული.

07 მაისი 2026, 12:40

მსოფლიო

სინგაპურის სკოლებში ბულინგი ცემით დაისჯება

The Guardian-ის ცნობით, ქვეყნის განათლების მინისტრმა, დესმონდ ლიმ განმარტა, რომ გაროზგვას, როგორც დასჯის ფორმას, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ყველა სხვა ზომა არასაკმარისი აღმოჩნდება. დარტყმები სკოლის დირექტორის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და მას მხოლოდ უფლებამოსილი მასწავლებლები განახორციელებენ.

ანჟელო ფარუჯა

07 მაისი 2026, 12:34

პოლიტიკა

მალტის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ საკმაოდ ცხარე დისკუსიები. ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება

ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ ბევრი რამ, საკმაოდ ცხარე დისკუსიები, - განაცხადა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანჟელო ფარუჯამ.

07 მაისი 2026, 12:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის - KIU π-DAY Math CONTEST 2026 ფინალი გაიმართა.