პოლიტიკა
31 ივლისი 2026, 18:13
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით
რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 18:09
მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას.
31 ივლისი 2026, 18:00
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან
ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 17:58
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან
„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ აშშ-ს მხარესთან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს დატვირთული. როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს რა თქმა უნდა დიპლომატიური მუშაობისა და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 ივლისი 2026, 17:52
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე
ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 17:44
მაკა ბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და არ აღიარო
ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ აღიარო, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე.
31 ივლისი 2026, 17:30
მაკა ბოჭორიშვილი: ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან, რომლებიც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „დღის ქრონიკაში“ ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა.
31 ივლისი 2026, 17:22
დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით
„საქართველოში ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა. ეს არის ბელად-ავატარის ინოვაციურ მოწოდებაზე - მყისიერი გამოხმაურება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


