პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი

07 მაისი 2026, 19:22

ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას

მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას... ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

07 მაისი 2026, 19:16

კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

07 მაისი 2026, 18:42

ამირან სალუქვაძე: შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით

შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“.

ამირან სალუქვაძე

07 მაისი 2026, 18:29

ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ?

პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს, არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

07 მაისი 2026, 18:25

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:23

ზვიად შალამბერიძე: უკრაინას თავს აფარებენ ჩვენი სამართალდამცველების მიერ ძებნილები. ეს მიმართულება მოაგვაროს უკრაინამ და შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვასა და იმ პირობებზე, რომლის შესრულების შემდეგაც აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:20

ზვიად შალამბერიძე: ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში - როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, სად არის ირანი, ვერ უპასუხეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა

ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი სვამდა კითხვას, თუ სად არის ირანი, და ფაქტობრივად, ვერავინ გასცა პასუხი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით“, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:04

ზვიად შალამბერიძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს

ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები [ევროპარლამენტარები], რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}