კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს 2026 წლის იანვარ-მარტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, 2026 წლის I კვარტალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 99 მილიონ ლარზე მეტი აქვს ათვისებული, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ათვისებული თანხა 152 მილიონ ლარს შეადგენს.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში ზრდა უფრო მაღალი იყო.
კერძოდ: I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ია. რეალური მშპ-ის ზრდა იანვარში 7.9%-ია, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%.
რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, 2026 წლის მარტისთვის წლიური ინფლაცია 4.3%-ია, ხოლო წლიური საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%.
გიორგი კაკაურიძემ საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 997 ათასს გადააჭარბა.
მისივე ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი იყო, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.4%-ს შეადგენს.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 16:00
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი წარუდგინა.
08 მაისი 2026, 15:59
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ნარინე მათოსიანსა და კონსულის მრჩეველს - ჰასმიკ ჰასმიკიანს შეხვდა.
08 მაისი 2026, 15:56
პოლიტიკა
მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში
მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.
08 მაისი 2026, 15:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასდროს
ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ, იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან, ეროვნულობასთან მიმართებით, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
08 მაისი 2026, 15:43
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ცაგარელს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ცაგარელს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიბოს რეგისტრის სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხები განიხილეს, რომელიც პროექტის - „საქართველოს კიბოს რეგისტრის სიღრმისეული ანალიზი“ - ფარგლებში მიმდინარეობს.
08 მაისი 2026, 15:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე: ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს შეეხებოდა.
08 მაისი 2026, 15:42
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ლუზერების“ ერთ-ერთი ვითომ ინტელექტუალის, ქეთი დევდარიანის ბოდვებიდან - „ნაცების“ მიტაცებული „იმედი“ თუ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, ეს თურმე ივანიშვილმა „წაიღო“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციონერი ტელეწამყვანის, ქეთი დევდარიანის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.
08 მაისი 2026, 15:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორივილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელითაც ის დიპლომატიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.
08 მაისი 2026, 15:31
სამართალი
მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელსაქმისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდება
N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.
08 მაისი 2026, 15:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
08 მაისი 2026, 15:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარ-კამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს პირდაპირ ეთერში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს შეეხებოდა.
08 მაისი 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
08 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
მდინარაძე: მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა
არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
08 მაისი 2026, 15:11
საზოგადოება
თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.
08 მაისი 2026, 15:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მათი ენჯეოები ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე სხვანაირად პიარკამპანია იყო, თითქოს ფორმალური თანამდებობაა. დღეს დაეწყნენ სხვა მესიჯზე და საუბრობენ გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე
„ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
08 მაისი 2026, 15:00
მსოფლიო
მარკო რუბიო ჯორჯია მელონის შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 14:58
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით - კევინ ჰამილტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა კევინ ჰამილტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
08 მაისი 2026, 14:52
პოლიტიკა
პრემიერი: 2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია - საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის
2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს სარეგისტრაციო მოწმობა გადასცა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა.


