პოლიტიკა

გიორგი გაბუნია

14 მაისი 2026, 15:16

პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

14 მაისი 2026, 15:04

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დელეგატები საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. დღესვე აირჩევენ გამგეობის განახლებულ შემადგენლობას და თავმჯდომარეს.

14 მაისი 2026, 14:48

მაღლაფერიძე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს: რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები, ევროპის სახელით დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას

ვინ არიან ის პოლონელი ევროპარლამენტარები, ვინც ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვენ - ამ თემაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ ბრიფინგი გამართა. მაღლაფერიძემ მათ შორის ისაუბრა ორ ევროპარლამენტარზე, მარიუშ კამინსკსა და მალგოჟეტა გოშევსკაზე და მათ პოლიტიკურ წარსულზე.

14 მაისი 2026, 14:45

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

გიორგი ვოლსკი

14 მაისი 2026, 14:40

გიორგი ვოლსკი: ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს

„ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი ევროპული გზა აი ამ მახასიათებლებით არის გამორჩეული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან მახაშვილი

14 მაისი 2026, 14:40

ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ეს არის სამაგალითო კვლევა, შედეგები და რაც მთავარია, სამაგალითო პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც გვესმის ხოლმე მათ შორის, ბრიუსელის მხრიდან

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას აფასებს. მისი თქმით, ამ კვლევის შედეგი არის პასუხი უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

გიორგი კახიანი

14 მაისი 2026, 14:34

გიორგი კახიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი ინფორმაციებით. „იმედი“ ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ „იმედს“ ხელი შეუშალონ

ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით, „იმედი" ამ დროს ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს საზოგადოებას. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ „იმედს" ხელი შეუშალონ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

თენგიზ შარმანაშვილი

14 მაისი 2026, 14:32

თენგიზ შარმანაშვილი მოლდოვაზე: ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს

ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მოლდოვას გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული სამი მედია-საშაულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას არ გააშუქებენ.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}