14 მაისი 2026, 14:48 / სანდო წყარო

ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების სანქციების სიაში შეყვანას ითხოვენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეჭვმიტანილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა იმ ორ ევროპარლამენტართან დაკავშირებით, რომლებიც პირველი არხის ხელმძღვანელი პირების დასანქცირების ინიციატივით გამოვიდნენ.

კერძოდ, საუბარია მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების სანქციების სიაში შეყვანას ითხოვენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეჭვმიტანილი.

ვასილ მაღლაფერიძემ ევროპარლამენტარების, მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინა და განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს, პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს:

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილი ანგარიში მიიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა, მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი შესწორება დაარეგისტრირეს და სანქცირებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი პირების შეყვანაც მოითხოვეს.

ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გაახარა საქართველოში მოქმედი ის პოლიტაქტივისტები, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ევროპარლამენტართა მიერ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებას მოწიწებით უნდა დავეთანხმოთ და მათი ყველა ბრძანება უყოყმანოდ უნდა შესრულდეს.

თუმცა, ვიდრე თავზე ნაცარს დავიყრით, ვნახოთ, ვინ არიან და როგორი რეპუტაციით სარგებლობენ საკუთარ სამშობლოში ბატონი მარიუშ კამინსკი და ქალბატონი მალგოჟეტა გოშევსკა, რომლებმაც ევროპის სახელით მძიმე განაჩენი გამოგვიტანეს.

წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს, პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

მარიუშ კამინსკი

პოლონეთის სეიმის რამდენიმე მოწვევის წევრი. 2006-2009 წლებში პოლონეთის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, 2015-2023 წლებში სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრი, 2019-2023 წლებში პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი. ამჟამად ევროპარლამენტარი.

პოლონეთში მის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური საქმე და ამჟამად მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

პოლონეთის გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე 2025 წლის 1 აპრილს ევროპარლამენტმა მარიუშ კამინსკის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა. საქმე აღძრულია ე.წ. მიწის ნაკვეთების საქმეებთან დაკავშირებით.

2026 წლის 27 აპრილს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ პოლონეთის გენერალური პროკურატურა მეორე საქმესთან დაკავშირებითაც ითხოვს კამინსკისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის ჩამორთმევას. პროკურატურის მტკიცებით, ანტიკორუფციული ბიუროს შეფი უფლებამოსილების გადაჭარბებით მოქმედებდა ყოფილი პრეზიდენტის კვასნევსკის წინააღმდეგ.

პოლონურ მედიაზე დაყრდნობით რამდენიმე საქმეს გაგაცნობთ.

„მიწის ნაკვეთების საქმე“ (Afera gruntowa)

2007 წელს პოლონეთს პარტია „კანონი და სამართალი“ (PiS) კოალიციურად მართავდა პარტია „სამა აბარონასთან“ ერთად, რომლის ლიდერიც, ანჯეი ლეპერი, ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. კოალიციაში არსებული დაძაბულობის გამო, „კანონი და სამართლის“ ლიდერებმა ლეპერის გავლენის შესუსტება და მოცილება გადაწყვიტეს.

იმ დროს მარიუშ კამინსკი „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი და, ამავე დროს, ანტიკორუფციული ბიუროს (CBA) უფროსი იყო. სწორედ მან დაგეგმა სპეცოპერაცია, რისი მიზანიც იმის დამტკიცება იყო, რომ ლეპერი ქრთამის სანაცვლოდ ახდენდა სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას, სადაც შემდეგ მდიდრულ ვილებს აშენებდნენ. ანტიკორუფციული ბიუროს აგენტებმა მონახეს ორი პირი, რომლებსაც შუამავლობისთვის სამი მილიონი ზლოტი გადასცეს, თუმცა, თავად ლეპერმა ამ პირებთან შეხვედრაზე უარი თქვა და არც თანხა აიღო – ოპერაცია ჩავარდა.

პროკურატურამ შეისწავლა CBA-ს მოქმედებები ლეპერთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლომ დაასკვნა, რომ კამინსკიმ და მისმა მოადგილეებმა დაარღვიეს კანონი, ვინაიდან დადგინდა რომ:

CBA-მ თავად „შექმნა“ დანაშაული იქ, სადაც მანამდე კორუფციის ნიშნები არ იყო.

CBA-მ უკანონოდ გააყალბა მუნიციპალური დოკუმენტები და ბეჭდები, რათა შეექმნა ილუზია, რომ მიწის სტატუსის შეცვლის პროცესი დაწყებული იყო.

აგენტები იყენებდნენ მოსმენებსა და ოპერატიულ მეთოდებს სასამართლოს სათანადო ნებართვის გარეშე.

მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩავარდა, მარიუშ კამინსკის უწყებამ ლეპერი წარმოადგინა არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ როგორც უკვე მხილებული დამნაშავე. საზოგადოების თვალში კი ბრალდება ხშირად განაჩენის ტოლფასია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სპეცსამსახურების ხელმძღვანელი აცხადებს. ამის შედეგად ლეპერის კარიერა განადგურდა, ხოლო თავად ლეპერმა 2011 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2015 წელს ვარშავა-ცენტრის რაიონულმა სასამართლომ „მიწის ნაკვეთების საქმის“ გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ქრთამის პროვოცირებისთვის, სამიზნის პოლიტიკური ნიშნით შერჩევისთვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ათი წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

კამინსკიმ განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ის შეიწყალა.

პოლონელი იურისტების უმეტესობა ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება არ ჰქონდა, ვიდრე განაჩენი საბოლოო (კანონიერ ძალაში შესული) არ გახდებოდა.

მრავალწლიანი იურიდიული დავის შემდეგ, 2023 წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის შეწყალება უკანონო იყო და მარიუშ კამინსკის საქმე ხელახლა უნდა განხილულიყო.

ვარშავის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მარიუშ კამინსკი საბოლოოდ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ განაცხადა, რომ მარიუშ კამინსკის სპეცოპერაცია დანაშაულის აღმოფხვრას კი არ უწყობდა ხელს, არამედ, პირიქით, დანაშაულის ჩასადენად იყო დაგეგმილი.

მარიუშ კამინსკის განესაზღვრა ორი წლით პატიმრობა და ხუთი წლით აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. სწორედ ამ განაჩენის საფუძველზე მარიუშ კამინსკის პოლონეთის პარლამენტში (სეიმში) დეპუტატის მანდატი შეუწყდა.

2024 წლის 9 იანვარს მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე ვონსიკი, რომელიც იმავე საქმეზე ცნეს დამნაშავედ, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, თანაპარტიელ პრეზიდენტთან სასახლეში მივიდნენ და თავი იქ შეაფარეს. პოლიციამ ისინი პრეზიდენტის სასახლეში დააპატიმრა და ციხეში გადაიყვანა.

მარიუშ კამინსკიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მისთვის საკვები იძულებით მიეცათ. იმ საბაბით, რომ კამინსკის ჯანმრთელობა უარესდებოდა, პრეზიდენტმა იგი მეორედ შეიწყალა.

მარიუშ კამინსკიმ ციხეს თავი დაღწია, მაგრამ პოლონეთის სეიმის მანდატი ვერ დაიბრუნა, თუმცა, კენჭი იყარა ევროპარლამენტში და ამჟამად ევროდეპუტატია.

პროგრამა პეგასუსი – „ამბავი დიდ ბოროტებაზე“

მარიუშ კამინსკის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი გახმაურებული და სკანდალური საქმე. 2017 წელს, როდესაც მარიუშ კამინსკი სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრი იყო, პოლონეთის ხელისუფლებამ ისრაელიდან ჯაშუშური პროგრამა პეგასუსი შეიძინა, რაშიც 25 მილიონი ზლოტი მართმსაჯულების ფონდიდან, ხოლო 8,4 მილიონი ზლოტი ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშიდან გადაიხადეს. მოგვიანებით, პარლამენტის სენატის კომისიამ და კონტროლის პალატამ ეს შესყიდვა უკანონოდ გამოაცხადა, რადგან მართმსაჯულების ფონდიდან თანხები მხოლოდ მსხვერპლთა საჭიროებებისთვის უნდა დახარჯულიყო.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ და პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინეს, რომ:

2017-დან 2022 წლამდე პერიოდში Pegasus-ის მეშვეობით თვალთვალი, სულ მცირე, 578 ადამიანის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ სისტემას იყენებდნენ არა მხოლოდ ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვისაც. მსხვერპლთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი პროკურორები და ჟურნალისტები, რომელთა პირადი მონაცემებიც შემდგომში მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენებოდა. კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის თვალთვალმა ეჭვქვეშ დააყენა 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა, რადგან ოპოზიციური შტაბის ხელმძღვანელის ტელეფონზე წვდომა ხელისუფლებას არათანაბარ უპირატესობას ანიჭებდა.

მაგალითად: ოპოზიციური საარჩევნო შტაბის უფროსს კშიშტოფ ბრაიზას მობილური ტელეფონი პეგასუსის სისტემით გაუტეხეს და მისი მიმოწერა, ფოტოები და რაც კი საჭიროდ ჩათვალეს, მოიპარეს. შემდეგ ეს მესიჯები დაამონტაჟეს და მასალა პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდეს.

„მათ ჩამოტვირთეს ჩემი ცხოვრების ათი წლის მონაცემები, 80 000 შეტყობინება ჩემი ტელეფონიდან, დეტალურად შეისწავლეს მთელი ჩემი ცხოვრება. ვერაფერი იპოვეს, ამიტომ მოუხდათ, გაყალბებისთვის მიემართათ. ეს არის ამბავი დიდ ბოროტებაზე“, – განაცხადა კშიშტოფ ბრაიზამ.

პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრალად დაედო ტელეარხების — TVP Info-სა და TVP 1-ის ეთერში კშიშტოფ ბრეიზას „პირადი მიმოწერის ყალბი შინაარსის“ გამოქვეყნება და არაერთგზის ტრანსლირება. პოლიტიკოსს ისეთი განცხადებები მიეწერა, რომლებიც რეალურად მას არ ეკუთვნოდა და შეტყობინებების გამგზავნების მიერ იყო დაწერილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი მასალები ისეთ წარმოდგენას ქმნიდა, თითქოს ბრეიზა „მართლსაწინააღმდეგო საქმიანობით იყო დაკავებული“.

კშიშტოფ ბრეიზამ სასამართლო მოიგო და პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრეიზას სასარგებლოდ 200 ათასი ზლოტი დაეკისრა. სასამართლო გდაწყვეტილებაში ნათქვამია: „მოპასუხე მხარემ ასევე უნდა აღიაროს, რომ გამოქვეყნებული მასალები იყო „მცდარი, ფალსიფიცირებული და დამახინჯებული“, რის შედეგადაც Telewizja Polska-მ „დაარღვია კშიშტოფ ბრეიზას პირადი უფლებები, მათ შორის მისი ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მიმოწერის კონფიდენციალურობის უფლება“.

პეგასუსის სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ამ საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირად სწორედ ის ევროპარლამენტარი მარიუშ კამინსკი მიიჩნევა, რომელიც, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, დღეს ქართული მედიის დასანქცირების ინიციატორად გვევლინება. პეგასუსის საქმეზე რამდენიმე პირი სულ ახლახან დააკავეს, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ჯერჯერობით, აშშ-ში გაქცევით უშველა თავს.

სხვა საქმეები

მარიუშ კამინსკის და სხვა მაღალჩინოსნებს წლების განმავლობაში ჰქონდათ სასამართლო დავები უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ადასტურებდნენ, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა, გასცეს განკარგულება, რათა „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) მხარდამჭერი ჟურნალისტებისთვის გადაეცათ განსაკუთრებით საიდუმლო მასალები პოლიტიკური მეტოქეების გასანადგურებლად.

მარიუშ კამინსკი არის მთავარი ფიგურა პოლონეთის თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურ ეპიზოდში. ბეატა სავიცკა, რომელიც 2007 წელს ოპოზიციური „სამოქალაქო პლატფორმის“ დეპუტატი იყო, ანტიკორუფციული ბიუროს სპეცოპერაციის სამიზნე გახდა, რომელსაც მარიუშ კამინსკი ხელმძღვანელობდა. მოსამართლის განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები იყო უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახველი. ამ საქმემ საფუძველი ჩაუყარა დავებს მარიუშ კამინსკის წინააღმდეგ.

უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, მათიუშ კამინსკის სახელი ფიგურირებს ასევე ცნობილი ტელეწამყვანის ვერონიკა მარჩუკისა და პოლონეთის ექსპრეზიდენტის კვაშნევსკის წინააღმდეგ დადეგმილ უკანონო სპეცოპერაციებში.

პოლონურ მედიაში იძებნება ინფორმაციები ბატონი ევროპარლამენტარის მიერ სიმთვრალეში ჩადენილი საჩოთირო საქციელების შესახებ, თუმცა, ეს საერთო სურათს არ ცვლის.

მალგოჟატა გოშევსკა

პარტია „კანონი და სამართალის“ წევრი, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მარიუშ კამენსკის თანაპარტიელი, პოლონეთის სეიმის წევრი და ვიცე-სპიკერი 2019-2023 წლებში. 2024 წელს ევროპარლამენტში აირჩიეს. იგი არ მალავს და ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანია საქართველოს რაც შეიძლება ბევრი მოქალაქის დასანქცირებაა.

2024 წლის ნოემბერში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „მე მოგიწოდებთ, კომისარო, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ევროპული დახმარების გაყინვით, სავიზო რეჟიმის დაწესებითა და საერთაშორისო მასშტაბით რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონის შექმნით“

მალგოჟატა გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაში და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. 2023 წლის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზე იყო და აცხადებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის პოლონურ საავადმყოფოში გადაყვანა სურდა.

2023 წლის ივლისში ევროპელ ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა, რა დროსაც პოლონელმა მედიკოსებმა სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა, პროტოკოლის დარღვევით ფარულად აიღეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილე არტურ ზაჩინსკი 501-ე პალატიდან სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების წინდით გატანას ცდილობდა.

არტურ ზაჩინსკიმ აღიარა, რომ ბიოლოგიურ მასალას იპარავდა, თუმცა, მას ამის გამო სამსახურში პრობლემა არ შექმნია. როგორც უკვე ვთქვით, არტურ ზაჩინსკი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ, ხოლო მისი მინისტრი გახლდათ პოლონეთში ადამიანების უფლებების დარღვევაში ბრალდებული სწორედ ის მარიუშ კამინსკი, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტარია და გოშევსკასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითხოვს.

საქართველოზე მზრუნველ ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას, როგორც მისივე თანაპარტიელ მარიუშ კამენსკის, საკუთარ სამშობლოში პრობლემები აქვს საგამოძიებო უწყებებთან.

2026 წლის დასაწყისში პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაციამ (KAS) დაასრულა მასშტაბური შემოწმება, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 100 მილიარდ ზლოტზე მეტი ღირებულების დარღვევა გამოავლინა და მათ შორის ერთ-ერთია პოლონეთის სეიმის დეპუტატის, შემდეგ სეიმის მარშლის მოადგილის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის მალგოჟატა გოშევსკას საქმე, რომელიც პოლონეთში განიხილება არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც „სადეპუტატო რესურსების არასათანადო გამოყენების“ ტიპური მაგალითი.

გოშევსკას პარლამენტმა საკუთარი ავტომობილით გაწეული საწვავის ხარჯი ასი ათასი ზლოტი აუნაზღაურა. დეპუტატის მტკიცებით, 2011-15 წლებში, დაახლოებით სამ წელსა და ცხრა თვეში, საპარლამენტო მუშაობის დროს საკუთარი ავტომანქანით 240 ათასი კილომეტრი გაიარა, რაც ნიშნავს, რომ იგი დედამიწას ექვსჯერ შემოუვლიდა.

დეპუტატს იმის ახსნაც მოუწევს, თუ ავტომანქანით მართლაც ამდენს დადიოდა, როდისღა ახერხებდა სესიებზე სიარულს და საპარლამენტო მუშაობას. მას აგრეთვე ედავებიან რომ პარლამენტის ხარჯით თავისი ოჯახის საჭიროებისთვის სხვადასხვა ქალაქებში ქირაობდა მანქანებს და შვილს უხდიდა ტელეფონის ხარჯებს.

მალგოჟატა გოშევსკას ეკუთვნის თვითმფრინავით მოგზაურობის რეკორდიც. 2023 წელს მან ათ თვეში 11 ქვეყანაში იმოგზაურა და მხოლოდ ავიაბილეთების ღირებულებამ შეადგინა 106 ათასი ზლოტი.

მოქმედი იუსტიციის მინისტრი ადამ ბოდნარი ხაზს უსვამს, რომ ეს არის „სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა“ (Restoring the Rule of Law). ევროპარლამენტში გოშევსკას აქტიურობა (განსაკუთრებით უკრაინისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით) პოლონეთში ხშირად იმის მცდელობად აღიქმება, რომ საერთაშორისო ავტორიტეტით დააბალანსოს და გადაფაროს ქვეყნის შიგნით მის მიმართ არსებული სამართლებრივი პრობლემები.

2026 წლის მაისის მონაცემებით პოლონეთის პროკურატურა მასალების შეგროვებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში ევროპარლამენტს გოშევსკასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართონ.

გოშევსკას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ძირითადად ეყრდნობა პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 231-ე მუხლს (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 286-ე მუხლს (თაღლითობა ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით).

მალგოჟატა გოშევსკას უკავშირდება სკანდალი უკრაინაში – 2014 წლის 26 დეკემბრის დილის შვიდ საათზე მან ხარკოვის აეროპორტში რეგისტრაციაზე დაიგვიანა. თვითმხილველთა თქმით, ამ დროს იგი მთვრალი იყო და დაჟინებით ითხოვდა, რომ თვითმფრინავში აეშვათ. პოლონური მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინციდენტი დაადასტურა.

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებაზე შემთხვევით არ არის საუბარი, ეს არის გარკვეული არაპირდაპირი შემოთვლები, რომ პირველი პირები თუ ჩააბარებენ ტელევიზიას, მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება, თუ არადა, სამი ტელევიზიის მაგალითი არსებობს.

„ამას ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ ვინმეს სანქციების ეშინია, არ ეშინია, უბრალოდ, მინდოდა, ეს საზოგადოებას სცოდნოდა. ამ დღეებში რაც ხდება, ეს არის ერთი სქემა, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან აქეთ. რიტორიკული, თუმცა ძალიან პრინციპული შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს – როგორ საზოგადოებაში და ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, როდესაც ამ ტიპის ადამიანები გვიბრძანებენ, როგორც მეათეხარისხოვან ადამიანებს და ჩვენ დავდგებით ცალ ფეხზე, რადგან ასე გვიბრძანეს, თუ ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი საზოგადოება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებული ფაქტები ერთ დიდ საერთო კონტექსტში გაანალიზებას ითხოვს.

„ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი წინასწარმეტყველური ნიჭით კი არ ხვდებიან, არამედ, როგორც წესი, წინასწარ იციან, რომ სანქციები წამოვა. მათ დიდ სქემას არავინ ეუბნება. მიაქციეთ ყურადღება, რომ შემთხვევით არ არის ნახსენები პირველი პირები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დასანქცირება მათთვისაც მძიმე ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, როდესაც კამინსკი სანქციებს ითხოვდა,ალბათ იცოდა, რუკაზე სად არის საქართველო და მეტი არაფერი, მას უთხრეს და გააკეთა. ამ ორ ევროპარლამენტარზე ადრე მე მომისმენია, ასე თუ არ იზამთ, სანქციები მოგელით. ჩვენც გვაქვს კონტაქტები, მეგობრებიც გვყავს, ურთიერთობაც გვაქვს და ა.შ. ეს ყველაფერი ღიაა. დავინახავთ ხვალ და ზეგ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ცალკე კვლევის საგანია, რამ განაპირობა საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული და ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.

„კითხვა ჩნდება საქართველოში ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართაც – რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები, ევროპის სახელით, დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 04:19

მსოფლიო

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.

დონალდ ტუსკი

31 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.

ჯანი ინფანტინო

31 ივლისი 2026, 03:55

მსოფლიო

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 03:48

მსოფლიო

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ხავიერ მილეი

31 ივლისი 2026, 03:34

მსოფლიო

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.

ილონ მასკი

31 ივლისი 2026, 03:24

მსოფლიო

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 00:16

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.