მამუკა მდინარაძე: უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული თემით პიარის კეთება ძალიან ცუდია.
„უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა. ეს საკითხი არ უნდა იყოს წაქეზებული, რომ მეტი დრო გაატარონ რომელიმე დაწესებულებასთან განერვიულებულმა მშობლებმა. ეს მედიკამენტი ექსპერიმენტულია მთელს მსოფლიოში და რიგ შემთხვევაში, საერთო ჯამს, ასეულობით მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს. მისი გამოყენება პროტესტის საფუძვლად გადაწყვეტილებას კი არ ექვემდებარება, ექვემდებარება დისკუსიას, თუ რამდენად სწორია და პროფესიულ დისკუსიას, რამდენად მართებულია ამ ადამიანების მიმართ გამოსაყენებლად. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 13:40
საზოგადოება
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან მათ ამის მითითება არ აქვთ.
18 მაისი 2026, 13:37
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც არავითარი საერთო ღირებულებები არ გააჩნია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
18 მაისი 2026, 13:30
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს
„ქვეყნის ეკონომიკის პირველი კვარტალის ორნიშნა ზრდაში, ალბათ, ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც აქვს თავისი წილი ამ შედეგში და ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყება. ეს პროექტები იქნება როგორც ფუნქციურად მნიშვნელოვანი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ახალ პროექტებზე საუბრისას.
18 მაისი 2026, 13:29
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას მხოლოდ პასუხისმგებლობიანი კომპანიები შეძლებენ
სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიდგომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით როგორც ხარისხთან, ასევე პროექტების დროულად განხორციელების კუთხით, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შეფასებისას.
18 მაისი 2026, 13:27
რეგიონი
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორების და ხობის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ქალაქ ხობში გამოვლენილია ფიზიკური პირი ლ. შ., რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.
18 მაისი 2026, 13:22
პოლიტიკა
კახა კალაძე: კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა - ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს
წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს შსს-ში, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის მიზნით, სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის კომენტირებისას.
18 მაისი 2026, 13:19
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.
18 მაისი 2026, 13:17
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული.
18 მაისი 2026, 13:15
მსოფლიო
ბელარუსში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების სწავლებები დაიწყო
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლებების მიზანია, მათ შორის, „შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნის შემოწმება და არაგეგმური რაიონებიდან საბრძოლო გამოყენების ორგანიზება“.
18 მაისი 2026, 13:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.
18 მაისი 2026, 12:56
პოლიტიკა
დაფიქრდი სანამ დაპოსტავ! - დიდი ბრიტანეთის გაფრთხილება საკუთარ მოსახლეობას
დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელში პოსტის დადება, რომელიც სიძულვილის წამახალისებელი შეიძლება იყოს კანონდარღვევაა.
18 მაისი 2026, 12:54
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო იმოქმედებს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე და არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა თანაბარ მოვლენებად იყოს მიჩნეული
მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო იმოქმედებს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე და არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა იყოს ერთ თანაბარ წონად, თანაბარ მოვლენად მიჩნეული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
18 მაისი 2026, 12:37
პოლიტიკა
მდინარაძე: ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ საზოგადოებრივი თანხმობა ვერ შედგება - მე, როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, თუ იქნება მონანიება
ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
18 მაისი 2026, 12:35
კულტურა
კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა
კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
18 მაისი 2026, 12:34
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ მართოს პროცესები ისე, როგორც მის წესებშია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ვხედავთ დანიის შემთხვევაში რამდენად უდაბლესი სტანდარტით იყო აქციის მონაწილეების მიმართ მართვა გამოყენებული
ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტანდარტი და სუვერენული უფლება, რომ მართოს პროცესები ისე, როგორც მის წესებშია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ვხედავთ დანიის შემთხვევაში რამდენად უდაბლესი სტანდარტით იყო აქციის მონაწილეების მიმართ მართვა გამოყენებული და როგორი ძალადობრივი რეაგირება ჰქონდა ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლაზე საუბრისას.
18 მაისი 2026, 12:32
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება“.
18 მაისი 2026, 12:27
პოლიტიკა
მდინარაძე: თუ იგივე სტანდარტს მივყვებით, რითაც მაგალითად ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით შეეზღუდა ევროპარლამენტში შესვლა, მინიმუმ 2 ტელევიზიის ჟურნალისტი საერთოდ აღარ უნდა შეუშვა არც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, არც პარლამენტში
სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებიდან საერთოდ არ არსებობს ხოლმე მტკიცებულება, ისე კეთდება არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის საქმიანობის აკრძალვა, ხელის შეშლა, არამედ რეზოლუციების მიღება, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
18 მაისი 2026, 12:25
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
18 მაისი 2026, 12:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!
„საქმე არ გვაქვს რაიმე ადმინისტრაციულ გადაცდომასთან და ქცევის წესების დარღვევასთან ევროპარლამენტის შენობაში. მთავარი მოტივი ამ დევნისა, იყო პოლიტიკური. პოლიტიკურ დევნას ხელმძღვანელობდნენ და ხელს უწყობდნენ ის ევროდეპუტატები, რომლებიც ამას არც კი მალავენ და ხმამაღლა საუბრობენ ამ თემაზე. კარგი ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ ეს [სააკაშვილის მიმართ] ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?! იმ პერიოდში, როდესაც ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] მმართველობაში იყვნენ, ადამიანის უფლებათა დარღვევას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მათ შორის გირგვლიანის საქმეში, [დამნაშავისთვის] ხელის დაფარების საკითხში სააკაშვილზეც უთითებენ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.


