მსოფლიო ურბანული ფორუმი ბაქოში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა და შეთანხმებები გააფორმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ილჰამ ალიევი
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო ურბანული ფორუმი ბაქოში - საქართველოს დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანშია.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის და ბაქო-სუფსის მილსადენის შესახებ.
ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა.
მაკუნა აბულაძე ბაქოდან გიამბობთ.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 20:58
პოლიტიკა
„იმედის“ აკრძალვის ლობისტი ევროპელი დეპუტატი სააკაშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს - პოლონელი ევროპარლამენტარის კიდევ ერთი აღიარება და მედიათავისუფლების შეზღუდვის ფიქტიური საბაბი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობს, ამჯერად პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბრალდებები გამოგონილია, საქმეები კი პოლიტიკურად მოტივირებული.
18 მაისი 2026, 20:55
პოლიტიკა
რატომ დარჩა შეუმჩნეველი დანიაში აქციის დარბევა - ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
რა აჩვენა კოპენჰაგენში პროტესტის მონაწილეთა დარბევამ საქართველოს ხელისუფლებას, ორმაგი სტანდარტი - ასეთია თბილისის შეფასება. თუ საქართველოს შიდა საქმეებში აქტიურად ერევიან, დანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დუმს ევროკავშირიც და დანიის ხელისუფლებაც.
18 მაისი 2026, 20:39
სამართალი
სად გადის ზღვარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველო ემატება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კამპანია, აგრესიული კომუნიკაცია - ამ პრობლემების მონიტორინგი და რეაგირება, სპეციალური სამმართველოს ფუნქცია იქნება, რომელიც შსს-ში იქმნება. სიახლის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ინიციატივის მიზეზი და მიზანიც განმარტა.
18 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა.
18 მაისი 2026, 20:30
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ უნდა გაუძლოს ამჟამინდელ რთულ პერიოდს
ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ უნდა გაუძლოს ამჟამინდელ რთულ პერიოდს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ვარშავისა და ვაშინგტონის კავშირების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა პოლონეთში 4 000 სამხედროს განლაგების გეგმა გააუქმა.
18 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში და შეხვედრა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესთან. „ქრონიკა“ პეკინიდან
შეხვედრა შედგა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესთან, პირველმა კანონმდებელმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა აღნიშნა, მხარეებმა ურთიერთპატივისცემა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
18 მაისი 2026, 20:13
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი. რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.
18 მაისი 2026, 20:06
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
18 მაისი 2026, 19:47
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსულ საზღვაო ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმს გაახანგრძლივებს
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს სანქციებისგან გამონაკლისის მოქმედების ვადა რუსულ საზღვაო ნავთობზე, რომელსაც ვადა გასულ შაბათს ამოეწურა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
18 მაისი 2026, 19:44
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს. მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
18 მაისი 2026, 19:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს
ამერიკულ ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ამერიკელ მძღოლებსა და უცხოელ იმპორტიორებს ერთმანეთთან პირისპირ აჯახებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს“.
18 მაისი 2026, 19:29
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
პრეზიდენტის ადმინსიტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგნელები დაესწრნენ.
18 მაისი 2026, 19:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.
18 მაისი 2026, 19:16
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს
აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, - განაცხადა ბაქოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
18 მაისი 2026, 19:08
მსოფლიო
კუბის პრეზიდენტი: აშშ-ის სამხედრო თავდასხმა კუბაზე სისხლისღვრას გამოიწვევს
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას საპასუხოდ „სისხლისღვრა“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
18 მაისი 2026, 18:59
მსოფლიო
POLITICO: მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ მან თავისი დიპლომატიური გავლენა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად არ გამოიყენა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს“.
18 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება
აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებაზე საუბრისა.
18 მაისი 2026, 18:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
18 მაისი 2026, 18:35
მსოფლიო
The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის
ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.


