ირაკლი ქადაგიშვილი: შსს-ში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რისი მთავარი შედეგიც უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სპეციალური დანაყოფი შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა სიძულვილის ენის მონიტორინგთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„სიძულვილის ენის გამოყენება, დასპირისპირების გაღვივება საზოგადოებაში - ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, იწვევს პოლარიზაციასაც. ამ შემთხვევაში ხდება ამ ვითარების უფრო მეტად მართვისა და პრევენციის მიზნით, სპეციალური დანაყოფის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც პროაქტიული იქნება და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამოღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 09:19
მსოფლიო
იოჰან ვადეპული: გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება
გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან შეხვედრაზე.
19 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში ორმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 08:54
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
19 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ქუთაისის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.
19 მაისი 2026, 08:47
პოლიტიკა
გელა სამხარაული: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები - ჩინეთის მხრიდან ასეთი ინტერესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
პეკინში გვქონდა მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე, - განაცხადა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
19 მაისი 2026, 08:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
19 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს პარლამენტის წევრები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრებიან და მის ხელმძღვანელობასთან გამართავენ შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში კი ქალაქ სიანში გაემგზავრებიან.
19 მაისი 2026, 08:10
საზოგადოება
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00-იდან 14:00 საათამდე გაიმართება
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00-იდან 14:00 საათამდე გაიმართება. 11 იდენტიფიცირებულიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულებს, მათ შორის სამხედროებს, დღესვე სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ.
19 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
19 მაისი 2026, 03:56
მსოფლიო
პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ანგარიში: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერას მაღალი დონის კორუფციის გამოძიების მიმართულებით
აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერას მაღალი დონის კორუფციის გამოძიების მიმართულებით.
19 მაისი 2026, 03:42
მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლება იძიებს თაღლითობისა და კორუფციის, სულ მცირე, 56 სავარაუდო შემთხვევას, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინისთვის გადაცემულ ფინანსურ დახმარებასთან
აშშ-ის ხელისუფლება იძიებს თაღლითობისა და კორუფციის, სულ მცირე, 56 სავარაუდო შემთხვევას, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინისთვის გადაცემულ ფინანსურ დახმარებასთან, ისევე როგორც უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მესამე მხარეებისთვის გადაცემასთან.
19 მაისი 2026, 01:12
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
19 მაისი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი არავითარ ვითარებაში არ იტყვის უარს ირანელი ხალხის კანონიერ უფლებებზე
ირანის მთავრობა „არავითარ შემთხვევაში“ არ დაიხევს უკან „ხალხისა და ქვეყნის კანონიერი უფლებებიდან“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა.
18 მაისი 2026, 23:33
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე
კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე ჩვენი დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 მაისი 2026, 22:33
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.
18 მაისი 2026, 22:28
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად
ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 მაისი 2026, 22:26
პოლიტიკა
ჯორჯ ბიბი: ისეთი სახელმწიფოები, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ნატოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ნატოში გაწევრიანების აზრს ვერ ვხედავ ვერც თბილისის ან დასავლეთის გადმოსახედიდან
მიმაჩნია, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. არავინ უჭერს ამას მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებში. არამგონია ეს მიდგომა შეიცვალოს, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“ . მისი თქმით, საქართველოს უსიამოვნო შედეგების მომტანი ომი ჰქონდა რუსეთთან, რაც გარკვეულწილად ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების სურვილის შედეგი არის.
18 მაისი 2026, 22:15
მსოფლიო
ჯორჯ ბიბი: ევროპა ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. მიმაჩნია, რომ ევროპას აქვს გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ევროპელები ამას მოისურვებენ
ევროპა ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. მიმაჩნია რომ ევროპას აქვს გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ თუ ევროპელები ამას მოისურვებენ, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“. მისივე თქმით, უკრაინაში არსებული გამოწვევის საპირწონედ მხოლოდ მეტი ფულის გაგზავნა, კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს კორუფციას.
18 მაისი 2026, 22:11
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობას გაეცნო
,,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. მოვისმინე ბოტანიკური ბაღის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხრიდან იქნება მუდმივი ჩართულობა და განსაკუთრებული ყურადღება ყველა პროექტის განხორციელების პროცესში“.


