19 მაისი 2026, 13:25 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება დასვას არასასიამოვნო კითხვები

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართ ირაკლი კობახიძის ღია წერილს.

ანალიტიკოსი წერს, რომ კობახიძემ გააშიშვლა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები - როცა თბილისში მიმდინარე მოვლენები „თავისუფლების ჩახშობად“ და „ავტორიტარიზმადაა“ მონათლული, ხოლო დანიის დედაქალაქში აგრესიული ძაღლების ადამიანებზე დაგეშვა, „ევროპული სტანდარტებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვად“:

„ეს ბრიუსელური ელიტა საქართველოსთან მე-20 საუკუნის კოლონიური ზედამხედველის ენით საუბრობს: „თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ ჩვენს ღირებულებებს“. მაგრამ, როგორც კი თბილისმა იგივე პრეტენზიების სარკისებურად დაბრუნება დაიწყო ევროპის მისამართით, მთელ ევრობიუროკრატიას ნერვული ტიკი დაემართა“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპაში სამართალი დიდი ხანია პრინციპი აღარაა და პოლიტიკური სელექციის ინსტრუმენტად იქცა.

„ის, რაც ირაკლი კობახიძემ ევროპელი ლიდერების მისამართით ღია წერილით გააკეთა, უკვე აღარ არის უბრალოდ დიპლომატიური მიმოწერა. ეს არის ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების საჯარო პოლიტიკური გაშიშვლება. თანაც, გაკეთებული ყველაზე მოუხერხებელ მომენტში ბრიუსელისთვის:

მაშინ, როდესაც ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში საქართველოსთვის მორალის უზენაესი ტრიბუნალის როლს თამაშობდა, ახლა კი მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თავად „დემოკრატიის ედემში“ საპროტესტო აქციებს ისეთი მეთოდებით შლიან, რომ ქართულ ოპოზიციურ ტელექრონიკასაც კი შეშურდებოდა ამ დრამატურგიის. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო: როცა არა თუ მსგავსი რამ, არამედ ოდნავ მიახლოებული ზომებიც კი თბილისში ხდება, ეს არის „რეჟიმი“, „ავტორიტარიზმი“, „თავისუფლების ჩახშობა“, ხოლო როცა იგივე კოპენჰაგენში ხდება, ეს უკვე „ევროპული სტანდარტებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა“.

აგრესიული და ადამიანებზე დაგეშილი ძაღლებიც დანიის დედაქალაქში, როგორც ჩანს, ევროკავშირის განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ და ამიტომ კრიტიკისგან დაცულნი არიან.

ბრიუსელის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველომ უარი თქვა თავის მართლების პოზაში მყოფი მარადიული მოსწავლის როლზე. კობახიძის წერილი დანიას კი არ ურტყამს, ის ურტყამს თავად ევროპული თვალთმაქცობის კონსტრუქციას. იმიტომ, რომ ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპას ერთ მარტივ ზღაპარს ყიდდა: თითქოს არსებობს ერთიანი ღირებულებები, ერთიანი სტანდარტები და ერთიანი მორალური საზომი. მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს საზომი რეზინისაა. პარიზისთვის, კოპენჰაგენისთვის და ბრიუსელისთვის „რთული სიტუაცია, რომელიც გაგებას საჭიროებს“, ხოლო თბილისისთვის კი, ისტერიული რეზოლუციები, მუქარები, სანქციების სიები და ყოველდღიური ლექციები დემოკრატიაზე. და რაც უფრო ხმამაღლა საუბრობენ ევროპელი ჩინოვნიკები „სამართლის უზენაესობაზე“, მით უფრო მკაფიო ხდება რეალობა: ევროპაში სამართალი დიდი ხანია პრინციპი აღარ არის, ის პოლიტიკური სელექციის ინსტრუმენტად იქცა.

ამ სიტუაციის განსაკუთრებული ცინიზმი კი იმაშია, რომ მთელი ეს ბრიუსელური ელიტა საქართველოსთან დღემდე მე-20 საუკუნის კოლონიური ზედამხედველის ენით საუბრობს:

„თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ ჩვენს ღირებულებებს“. მაგრამ როგორც კი თბილისმა იგივე პრეტენზიების სარკისებურად დაბრუნება დაიწყო ევროპის მისამართით, მთელ ევრობიუროკრატიას ნერვული ტიკი დაემართა. იმიტომ, რომ ისინი მიჩვეულნი იყვნენ შეფასებების ექსპორტს, მაგრამ სრულიად მიუჩვევლები არიან თავად გახდნენ შეფასების ობიექტი. სწორედ ამიტომ იწვევს მსგავსი წერილები მათ ასეთ გაღიზიანებას. არა დანიის, ძაღლების თუ საპროტესტო აქციების გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება დასვას არასასიამოვნო კითხვები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

19 მაისი 2026, 14:12

რეგიონი

ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორთან ახლოს), ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.

19 მაისი 2026, 14:12

ტექნოლოგიები

„ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა

ინფრაწითელმა კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ამჟამად ცნობილთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მეტალიზებული და სუსტად ევოლუციონირებული გალაქტიკა LAP1-B აღმოაჩინა. ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და მისი თვისებები მიუთითებს გარემოზე, რომელიც გამდიდრებულია სამყაროს ყველაზე პირველი ვარსკვლავების ნივთიერებებით. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ვარსკვლავები შესაძლოა კვლავ არსებობდნენ ამ გალაქტიკაში. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

19 მაისი 2026, 14:12

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

19 მაისი 2026, 13:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრს, ლუის პლანასპუჩადესს შეხვდა.

ვახტანგ ცინცაძე

19 მაისი 2026, 13:50

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 74%-მდე ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 2,439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილის თვეში კი ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და ასევე თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

19 მაისი 2026, 13:49

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალური სატრანსპორტო და სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტის და სანდასუფთავების სამსახურის განახლებული ავტოპარკები დაათვალიერებინა და სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.

19 მაისი 2026, 13:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

19 მაისი 2026, 13:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

19 მაისი 2026, 13:38

მსოფლიო

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის საქმის ფარგლებში უზენაეს სასამართლოში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩხრეკას ატარებს.

19 მაისი 2026, 13:33

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა

აზერბაიჯანში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

19 მაისი 2026, 13:30

ეკონომიკა

საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.

კახა კალაძე

19 მაისი 2026, 13:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას

„გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, არის სტრატეგიული პარტნიორიც. წლებია ჩვენს შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ენერგეტიკული და სარკინიგზო მიმართულებებით ხელშეკრულებები გაფორმდა. რამდენიმე წლის შემდეგ, პირველად შესაძლებელი იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთმანეთთან სარკინიგზო გზით დაკავშირება, რაც ძალიან კარგია. ასევე, იცით, რომ ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე

19 მაისი 2026, 13:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა

„შეხედეთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან. რა უნდა შესთავაზონ მათ საზოგადოებას? რაც შეეხება ხელის შეშლის მცდელობების დაორგანიზებას და ამაში ჩვენს დადანაშაულებას, რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც გაუბედურებული, განულებული ოპოზიციას რომ რამე დაუგეგმოს? ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

19 მაისი 2026, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს

„ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2026, 13:09

მსოფლიო

The New York Times: პენტაგონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა აამაღლა

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ახალ თავდასხმაზე უარი თქვა, მათ შორის იმის გამო, რომ პენტაგონმა თეთრი სახლის ლიდერი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა გააუმჯობესა.

19 მაისი 2026, 13:05

პოლიტიკა

კომპანია „კერკი“: საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა

სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი, - აღნიშნულია კვების პროდუქტების საწარმო ,,კერკი“-ს განცხადებაში, რომელიც სურსათის ფასებს და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ეხება.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 12:59

პოლიტიკა

პრემიერი: სოციალური გაზი საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს, აღდგება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ფუნქციონირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს

სოციალური გაზი სოციალური ტარიფით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

19 მაისი 2026, 12:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 12:55

პოლიტიკა

პრემიერი დიუშენის მედიკამენტებზე: საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად, აქ უნდა დაისვას მარტივი კითხვა - ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია

ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.