პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი ვერ დაგვამადლის. გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც დაეფუძნა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - განაცხადა „იმედი LIVE“-ის ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს უნდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა.
„ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს რა თქმა უნდა, ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. რა იყო ეს ღირებულება - მინდა, შეგახსენოთ, რომ 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ევროპაში სწორედ 40-იანი წლების ბოლოს. ძირითადად 1949 წლიდან, როდესაც დამყარდა ახალი კონსტიტუციური სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე. აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროპაში ტრადიციულად. მანამდე გახსოვთ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. ათასი უბედურება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ესეც უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. დამკვიდრდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. შესაბამისად, ისინი მარტივად უნდა გაუმკლავდნენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც აქვს სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 00:19
პოლიტიკა
პრემიერი: ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა, შესაბამისად, მათთვის სრულიად ორგანული და მისაღებია ის, რაც მოხდა დანიაში
მწვანე შუქი იყო თავიდან ბოლომდე ანთებული იმის მიმართ, რაც მოხდა 2007 წელს ტელეკომპანია იმედში. მწვანე შუქი ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. იქ იყო ბრიტანეთიც, გერმანიაც, სხვებიც. მაშინ გახსოვთ ვინმე დასანქცირებული, ან ვინმეს მიმართ რაიმე უხეში განცხადება გაკეთებული?, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
21 მაისი 2026, 00:15
პოლიტიკა
პრემიერი: აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ამ შეთანხმებებს აქვს პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის
აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ყველა ამ შეთანხმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
21 მაისი 2026, 00:15
პოლიტიკა
პრემიერი: „იმედისთვის“ და „პოს ტვ“-თვის დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში
„იმედისთვის“ და „პოსტვსთვის“ დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და კონკრეტულად მედიის თავისუფლების, ვიდრე ადამიანის უფლებების ის დარღვევა, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში, ხომ უკიდურესად უხეში და ბრუტალური იყო რაც ვიხილეთ დანიაში, ამასთან შედარებითაც კი ბევრად უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების ის, რაც მოხდა ბრიტანეთში „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
21 მაისი 2026, 00:07
პოლიტიკა
პრემიერი: ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, დაგვაპირისპირონ სომხეთთან, მათ შორის შედარებებით. ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ სომხეთს
ჩვენ მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანა სომხეთს, სომეხ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
21 მაისი 2026, 00:05
პოლიტიკა
პრემიერი: იაფ გაზთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა კიდევ 20 წლით. რა კითხვაც დაისვა დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან, იმას პასუხი გაეცა კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - ხელშეკრულებით
იაფ გაზთან დაკავშირებით 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
21 მაისი 2026, 00:04
მსოფლიო
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა, - დაადასტურა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა.
21 მაისი 2026, 00:01
საზოგადოება
დღეს ამაღლებაა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
21 მაისი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით, ისინი არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც ჩვენთვის მოიაზრებს ევროპა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
20 მაისი 2026, 23:56
პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, გამოცხადებულია უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა
ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის პროევროპული ქვეყანა და საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა. იმდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, რომ არ შეიძლება, ღრმა შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
20 მაისი 2026, 23:50
პოლიტიკა
პრემიერი: ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი, ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების თაობაზე - აქ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები
ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოო ჯამში, იმდენად უხეში ტყუილი იყო, აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
20 მაისი 2026, 23:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი
პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
20 მაისი 2026, 23:32
პოლიტიკა
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკრებები, ეს რის ორმაგი სტანდარტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
20 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
20 მაისი 2026, 23:22
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას პაკისტანის მეშვეობით აგრძელებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, თეირანის 14-პუნქტიან წინადადებაზე დაყრდნობით, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეტყობინებების გაცვლა გრძელდება, რის ხელშესაწყობადაც ირანში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება.
20 მაისი 2026, 22:45
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის და გურჯაანის მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
20 მაისი 2026, 22:10
პოლიტიკა
ლევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის რეაგირება ბრიუსელის მხრიდან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის რეაგირება ფაქტზე ბრიუსელის მხრიდან.
20 მაისი 2026, 22:01
სამართალი
გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
20 მაისი 2026, 21:45
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ საღამოზე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც კულტურათა თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითი.
20 მაისი 2026, 21:21
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას - ეს არის და ეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო.


