21 მაისი 2026, 08:21 / სანდო წყარო

თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი და ჯონ იოვანოვიჩი

თამარ ტალიაშვილი და ჯონ იოვანოვიჩი

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტთან, ჯონ იოვანოვიჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტრატეგიული კავშირების განვითარების ხელშეწყობაში პრაქტიკული თანამშრომლობის როლი და მნიშვნელობა განიხილეს.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს მყარ მაკროეკონომიკურ მონაცემებზე, ღია და ინვესტიციების მოზიდვაზე მორგებულ ბიზნეს გარემოზე, ძლიერ ინსტიტუციურ და რეგულაციურ ჩარჩოსა და სამთავრობო საქმიანობის ყველა სექტორში მიმდინარე პროექტებზე.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებასა და TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) ინიციატივის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან. თავის მხრივ, ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და მნიშვნელოვან, ურთიერთსასარგებლო პროექტებში აშშ-ის ბანკის ჩართულობის სურვილი აღნიშნა.

ყველა სიახლე

21 მაისი 2026, 09:12

პოლიტიკა

ICG: ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა ყალბი ან გაზვიადებული - ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის ევროკავშირის წევრობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერასთან

„რადგან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კრიზისი ხშირად ევროპარლამენტარების მკვეთრი განცხადებებით იყო გამოწვეული, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები, მიუხედავად მათი მაღალი ხილვადობისა, ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. უფრო ფართოდ, ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გამოგონილი ან გაზვიადებული, და რომ ის თბილისის სტრატეგიული გათვლების ფუნდამენტური ნაწილია. ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ძლიერ მხარდაჭერასთან ევროკავშირის წევრობის მიმართ“, - ნათქვამია სტატიაში.

21 მაისი 2026, 09:08

პოლიტიკა

ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებია მიმოხილული, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.

21 მაისი 2026, 09:04

პოლიტიკა

ICG: 2024 წლის არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა დაარღვიეს

„საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, არსებული ცნობებით, კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია. ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან“, - წერს ICG.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 მაისი 2026, 09:01

მსოფლიო

ზელენსკის იმედი აქვს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში აღდგება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის გუნდს „კარგი კონტაქტები“ ჰქონდა ამერიკულ მხარესთან, რის საფუძველზეც ის იმედოვნებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, მათ შორის ევროპელების შესაძლო მონაწილეობით, მალე აღდგება.

21 მაისი 2026, 08:58

პოლიტიკა

ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის

„ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები არ გამოხატავდა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ ისინი ევროკავშირის დამოკიდებულების გამოხატულებად აღიქვა, რამაც არაერთი კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციისა და კრიტიკული არასამთავრობოებისა და მედიისთვის ევროპელების უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ჩარევის იმედს აძლიერებდა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი შიშების გასაღვივებლად, თითქოს არსებობდა ორგანიზებული მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.

ჩარლზ III

21 მაისი 2026, 08:55

ტაბლოიდი

ბრიტანულმა რადიოსადგურმა ეთერში შეცდომით მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა

„Radio Caroline სიამოვნებით გადასცემდა ხოლმე მისი უდიდებულესობა დედოფლის, ახლა კი მეფის საშობაო მიმართვებს, და იმედოვნებს, რომ ამას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააკეთებს“, - განაცხადა სადგურის მენეჯერმა პიტერ მურმა.

დონალდ ტრამპი

21 მაისი 2026, 08:47

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან საუბარი დააანონსა

ოთხშაბათს დასმულ კითხვაზე - გეგმავს თუ არა ლაისთან საუბარს აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ტრამპმა განაცხადა: „მე მას დაველაპარაკები. ყველას ველაპარაკები... ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, ტაივანის პრობლემაზე“.

21 მაისი 2026, 08:32

სპორტი

პულში გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონი თამარ ჯღარკავა გახდა

ბილიარდის სახეობა პულში გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონი თამარ ჯღარკავა გახდა. ფინალში მრავალგზის ჩემპიონს დებიუტანტი ნინი გოგლიძე დაუპირისპირდა. ბრინჯაოს პრიზიორები მარიამ მურადაშვილი და ანა კიზირია გახდნენ. ჩემპიონატი საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირის მხარდამჭერი ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი იყო, რომელმაც გამარჯვებული ფულადი პრიზით დააჯილდოვა

21 მაისი 2026, 08:23

საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო

თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

21 მაისი 2026, 08:12

პოლიტიკა

ICG: ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და ამერიკისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში“, - აღნიშნულია სტატიაში.

21 მაისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში დილიდან მზიანი ამინდია ნავარაუდევი, საღამოს კი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

21 მაისი 2026, 03:06

მსოფლიო

კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებულ „სამარცხვინო ბრალდებას“

კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებულ „სამარცხვინო ბრალდებას“.

ჯეფ ლენდრი

21 მაისი 2026, 01:39

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი: არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გრენლანდიელების მიყვანა დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დანიის კუთვნილ არქტიკულ კუნძულზე ვიზიტისას გრენლანდიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

21 მაისი 2026, 01:03

სპორტი

„ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა მოიგო

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტული. სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო არენაზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისურმა კლუბმა გერმანული „ფრაიბურგი“ დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2026, 00:57

პოლიტიკა

პრემიერი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე: კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებას, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება

არგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2026, 00:52

პოლიტიკა

პრემიერი: ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, სჭირდება რეაგირება

სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება, იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის მაგალითად შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2026, 00:51

პოლიტიკა

პრემიერი: ვინც წელს დაამთავრა სკოლა, მათთვის სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნება როცა შეუდგებიან პროფესიულ საქმიანობას, მთავარია, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, რაც უზრუნველყოფილია ბოლო წლების განმავლობაში

ამ თაობის როლი იქნება განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა შედის განვითარების ძალიან საინტერესო ფაზაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილეს აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილეს აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2026, 00:31

პოლიტიკა

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე: ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს მოქალაქეებს, უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია

ე.წ. 7 პარტიაშიც კი, შვიდნიც არ არიან, მაგრამ რაც ჰქვიათ ფორმალურად, იმ 7 პარტიაშიც კი ვერ გამონახეს საერთო ენა და ამის მიზეზი არის სისუსტე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.