ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან
მარიამ ქვრივიშვილი
IMEDI/ვიდეოკადრი
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ისტორიული შეთანხმების პაკეტის გაფორმებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები.
„აღნიშნულ შეთანხმებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. შეთანხმების პაკეტი თავისი შინაარსით ორ ძირითად სექტორს ფარავს. პირველი ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე ეს არის ტრანსპორტის მიმართულება.
აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ეკონომიკური პარტნიორი, განსაკუთრებულად ხაზი მინდა გავუსვა აზერბაიჯანის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ მრავალთვიანმა მეგობრულმა და პარტნიორულმა მოლაპარაკებებმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს იყო მრავალთვინი კომპლექსური მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკებამ გამოაჩინა რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმება ფარავს გაზმომარაგებას, გაზის იმპორტსა და ტრანზიტს, ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე, გაჩერებული ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების დაწყებას.
„ჩვენ ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს არის გაზის უწყვეტობა, მეორე - კომერციული პირობები და მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციის პოლიტიკა. სოციალური გაზის ხელშეკრულება, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლოს ვადა გასდიოდა, ჩვენ თადარიგიანად დავიწყეთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. დღეს სასიხარულოა, რომ არსებული 20-წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ახალი ხელშეკრულებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ სოციალური გაზი სოციალურ ფასად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 00:08
საზოგადოება
ბექა დავითულიანი: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თანხები არსებობს, ტენდერებთან დაკავშირებული პროცედურებია, სამწუხაროდ, რაღაც შეფერხებები იყო, თუმცა იმედი გვაქვს, მალე დაიწყება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თანხები არსებობს, ტენდერებთან დაკავშირებული პროცედურებია, სამწუხაროდ რაღაც შეფერხებები იყო, თუმცა იმედი გვაქვს მალე დაიწყება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა. დავითულიანი იმედოვნებს, რომ რეაბილიტაცია შემოდგომის ბოლომდე დასრულდება.
22 მაისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა
დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
22 მაისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: რომ ვხედავდეთ რა უნდა ევროკავშირის დღევანდელ მენეჯმენტს, რა გზით მიდის, რაღაცებში ასეთი ხისტი ჩვენც არ ვიქნებოდით. ჩვენ ვპასუხობთ ხომ?! ჩვენ ხომ არ ვართ აგრესიული ურთიერთობების ინიციატორები?! მაგრამ ასე ტყუილად, კლასის დამრიგებელივით ყურს გიწევდნენ უმიზეზოდ, წარამარა და თან თვითონ არ იცოდნენ, რას გასწავლიან... რაღაც სიგიჟეა
რომ ვხედავდეთ რა უნდა ევროკავშირის დღევანდელ მენეჯმენტს, რა გზით მიდის, რაღაცებში ასეთი ხისტი ჩვენც არ ვიქნებოდით. ჩვენ ვპასუხობთ ხომ?! ჩვენ ხომ არ ვართ აგრესიული ურთიერთობების ინიციატორები?! მაგრამ ასე ტყუილად, კლასის დამრიგებელივით ყურს გიწევდნენ უმიზეზოდ, წარამარა და თან თვითონ არ იცოდნენ, რას გასწავლიან... რაღაც სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
21 მაისი 2026, 23:56
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი ევრობიუროკრატიაზე: მათ აქვთ ემპირიული გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ, რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ
ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანქციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, გერმანია, რომლის ელჩიც საქართველოს აკრიტიკებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე.
21 მაისი 2026, 23:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „იმედი Live“- ის ეთერში.
21 მაისი 2026, 23:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ 4-საათიანი. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე
ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთ საათ ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
21 მაისი 2026, 23:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“
ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი- ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპულატაციაში შესვლასთან დაკავშირებით.
21 მაისი 2026, 22:36
მსოფლიო
რუბიო: აშშ ძალიან განაწყენებულია ირანის საკითხზე ნატოს მიერ დახმარებაზე უარის თქმის გამო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო კვლავ აკრიტიკებს ნატოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში მხარდაჭერის არარსებობის გამო.
21 მაისი 2026, 22:27
მსოფლიო
ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს
ბრიუსელმა განგაშის ზარი შემოჰკრა საგაზაფხულო ეკონომიკური პროგნოზის გამოქვეყნებით, რომელიც „უფრო სუსტ ეკონომიკურ აქტივობას ვარაუდობს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი იწვევს ახალ ენერგეტიკულ შოკს, რაც თავის მხრივ აჩქარებს ინფლაციას და არყევს ეკონომიკურ განწყობებს“, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.
21 მაისი 2026, 22:22
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს
„დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი აღარ არის; ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.
21 მაისი 2026, 22:00
მსოფლიო
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო
კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო, რამაც ათენში უსაფრთხოების კუთხით შეშფოთება გამოიწვია, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
21 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.
21 მაისი 2026, 21:22
მსოფლიო
მარკო რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.
21 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანის გამდიდრებულ ურანს ხელში ჩაიგდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება და ირანის მიერ დაგროვილ მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებს.
21 მაისი 2026, 21:11
მსოფლიო
რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.
21 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.
21 მაისი 2026, 21:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.
21 მაისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
21 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ოპოზიციას აკრიტიკებს და სტრატეგიას უწუნებს. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში კი ოპონენტების რესურსის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ უცხოელებისთვის თავის მოსაწონებლად დაანონსდა.


