შალვა პაპუაშვილი: კოლონიალური მიდგომაა ტერმინოლოგია, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო ირჩევს, რომ ქართველ ხალხს, 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომლებიც ცხოვრობენ ჯგუფურად ტერიტორიაზე და ხინკალს, ხაჭაპურს ვუმზადებთ, როცა ჩამოდიან
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის ტერმინოლოგია, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო ირჩევს, ამჟღავნებს დამოკიდებულებას, რომ ქართველ ხალხს, 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომლებიც ცხოვრობენ ჯგუფურად ტერიტორიაზე და ხინკალს, ხაჭაპურს ვუმზადებთ, როცა ჩამოდიან. მოსწონთ ჩვენი ცეკვა-თამაში, სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა ქართველ ხალხს სცეს პატივი, მაშინ მან პატივი სახელმწიფოს უნდა სცეს.
„ის ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და თვითონ ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ, ან არ ვიცი. ასეთი დამცირება ქართველი ხალხის რთულია ჩვენი ისტორიიდან გაიხსენო და პარალელები გააკეთო. საქართველო არ არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც არიან ხალხები და ტომები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ფორმა, სტრუქტურა და მოწყობა. საქართველო არის სახელმწიფო, ქართველი ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება, ამ ტერიტორიაზე რაღაც ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო, თავისი საზღვრებით, ტერიტორიით, კონსტიტუციით, ინსტიტუციებით და თუ ვინმეს უნდა პატივისცემა, მან პატივი უნდა სცეს სახელმწიფოს. ეს საუბრები აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართველ ხალხს მეორე ხარისხოვან ერად. ეს არის სწორედ კოლონიალური აზროვნება, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა ააწყონ სახელმწიფო, რადგან თვითონ არ იციან და არიან აბორიგენები. უნდა ასწავლო როგორ უნდა შეარჩიონ თავისი მმართველები, რადგან ეს არ იციან და არიან პირველყოფილ მდგომარეობაში. ეს ტერმინოლოგია ამჟღავნებს ამ დამოკიდებულებას, რომ ქართველ ხალხს, ჩვენი 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომლებიც ცხოვრობენ აქ ჯგუფურად ტერიტორიაზე და ხინკალს, ხაჭაპურს ვუმზადებთ, როცა ჩამოდიან. მოსწონთ ჩვენი ცეკვა-თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ყოველ ჯერზე, როცა შეეცდებიან, რომ ქართველი ხალხი გამიჯნონ სახელმწიფოსგან, ყოველ ჯერზე მე პირადად ვაპირებ, რომ სათანადო პასუხი დავუბრუნო ყველას, ვინც ამას გააკეთებს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 18:12
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს
„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
01 აგვისტო 2026, 18:12
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემის (Tristao Da Cunha) შესვლასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
01 აგვისტო 2026, 18:08
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.
01 აგვისტო 2026, 18:04
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს
გუნდი აგვისტოში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - 19 აგვისტოს თბილისში დახურულ მატჩში ლიბანს უმასპინძლებს, ხოლო 23 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ეროვნულ გუნდს ოფიციალური შეხვედრები ელის - 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს მიიღებს, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას სტუმრად შეხვდება. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები ასევე ესპანეთის, საბერძნეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
01 აგვისტო 2026, 17:36
პოლიტიკა
ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს
ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ონის კულტურის სახლში თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
01 აგვისტო 2026, 17:27
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს
რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
01 აგვისტო 2026, 17:26
რეგიონი
შეკვეთილში გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო. ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონი, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
01 აგვისტო 2026, 17:19
რეგიონი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.
01 აგვისტო 2026, 16:51
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ესპანურ სეუტაში უკანონოდ შეღწეული მიგრანტების უმეტესობა მაროკოში დააბრუნეს.
01 აგვისტო 2026, 16:21
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს, პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას
გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებულ მუქარას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ბულინგი, ადამიანის დაჩაგვრა, რევოლუციები ოპოზიციის სავიზიტო ბარათია.
01 აგვისტო 2026, 16:20
მსოფლიო
კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეჩვენებინათ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტი კვლავ ძლიერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 16:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში
ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
01 აგვისტო 2026, 15:48
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება
თამარ ჩიბურდანიძე სამოქალაქო ჯგუფის მიერ ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის და მსგავსი პრაქტიკა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.
01 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს
ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ნაბიჯები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებას აზიანებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 15:38
პოლიტიკა
სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.
01 აგვისტო 2026, 15:27
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
01 აგვისტო 2026, 15:24
საზოგადოება
მერაბ ხოხობაია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას - სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს, ბუნებრივია, მოეთხოვებათ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში
მთლიანობაში აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მოდელთან დაკავშირებით.
01 აგვისტო 2026, 15:04
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აფასებს.
01 აგვისტო 2026, 14:57
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლება უნდა მიეღო. ეს შეიარაღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, იუწყება The New York Times-ი.


