მარიამ ლაშხი: როდესაც ფაქტებზე დამყარებული შეფასებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყოველთვის ლიდერობს. როდესაც ინდიკატორად ერთვება პოლიტიკური შეფასება, საქართველო ყოველთვის კრიტიკის სამიზნეა
მარიამ ლაშხი
ფოტო: ვიდეო/კადრი
უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებს საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები და დასკვნები აბათილებს - ასეთია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობის კუთხით, უმაღლესი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველომ და მონტენეგრომ დაიმსახურა.
მისი თქმით, როდესაც შეფასებები ობიექტურად კეთდება, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე პოზიციებზე.
„როდესაც ფაქტებზე დამყარებული შეფასებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყოველთვის ლიდერობს. რეალისტური და ფაქტებზე დაფუძნებული რეფორმების შედეგები ყოველთვის დადებითად არის ხოლმე ასახული. ამის პარალელურად, როდესაც ინდიკატორად ერთვება პოლიტიკური შეფასება ყოველთვის განსჯის საკითხია ხოლმე და საქართველო ყოველთვის კრიტიკის სამიზნეა. დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობით საქართველო ინტერესის საგანს წარმოადგენს იმ დაკავშირებადობის კუთხით, იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბრიუსელში, ასევე, სხვა დედაქალაქებში საქართველო იყოს მათი დაქვემდებარების ქვეშ, საქართველო იყოს მართული და მათ ინტერესებზე მორგებული“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 23:19
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.
22 მაისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი ადასტურებს, რომ „მნიშვნელოვანი პერიოდის“ გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში რჩება და სახელმწიფო საქმეების გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება.
22 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
22 მაისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პროექტში საქართველოს როლი ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ამის გამო ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
22 მაისი 2026, 22:15
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
22 მაისი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, შესანიშნავად გაწეული მუშაობის შემდეგ, ტულსი გაბარდი 30 ივნისს დატოვებს ადმინისტრაციას - მის საოცარ მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მას, სრულიად სამართლიანად, სურს მის გვერდით იყოს, ვიდრე ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.
22 მაისი 2026, 21:38
მსოფლიო
ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც პრეზიდენტს ოფიციალური წერილით უკვე აცნობა.
22 მაისი 2026, 21:36
ჯანდაცვა
შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.
22 მაისი 2026, 21:29
კულტურა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კონცერტი ენიო მორიკონეს კინომუსიკას მიეძღვნა
სპეციალურად ამ კონცერტისთვის, საქართველოს სტუმრობდა მორიკონეს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე და ახლო მეგობარი, იტალიელი კომპოზიტორი, პაოლო ვივალდი. კონცერტი კულტურის სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
22 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება - წყაროების ინფორმაციით, მის მეუღლეს კიბოს მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს
ინფორმირებული წყაროების განცხადებით, ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
22 მაისი 2026, 21:16
სპორტი
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზურაბ გრძელიძე გარდაიცვალა
გრძელიძე წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, გახლდათ ევროპის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის ჩემპიონი, სადაც საუკეთესო კალათბურთელის პრიზი მიიღო. ისე ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
22 მაისი 2026, 21:13
მსოფლიო
მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პარასკევს განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს.
22 მაისი 2026, 21:06
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს - ვნახოთ, რა მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევა სურს.
22 მაისი 2026, 21:02
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - როგორ იზეიმებს საქართველო 26 მაისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამხედრო ფიცის დადება, თემატური სტენდები რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად, 17: 00 საათსა და 10 წუთზე აჟღერებული ეროვნული ჰიმნი - 26 მაისისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.
22 მაისი 2026, 20:58
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და ხალხთან შეხვედრა მხოლოდ სასურველი მედიის თანდასწრებით - ოპოზიციური ქაოსის ახალი ტალღა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციურ ალიანსში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები არ წყდება. ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის სამიზნე, „ტვ პირველი“ აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი ვაშაძე გამოესარჩლა და ჩერგოლეიშვილის განცხადებასაც გაემიჯნა.
22 მაისი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში და ოპოზიციის ალტერნატიული რეალობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო ორგანიზაციების ობიექტურ შეფასებებში საქართველოს პროგრესს გვერდს ვერავინ უვლის, მაგრამ თუ საქმეში გარკვეული აქტორების ინტერესები ერთვება, ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლო და უარგუმენტოა.
22 მაისი 2026, 20:43
მსოფლიო
მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას
უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
22 მაისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ძალადობა დანიაში, ევროპის დუმილი, ადგილობრივი მედიის ინტერესი და საქართველოს პრემიერის უპასუხო წერილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელკეტები და ძაღლები მომიტინგეთა წინააღმდეგ - დანიის პოლიციის მოქმედებამ ამ დრომდე ვერ აღაშფოთა ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სამაგიეროდ, თემა აქტუალობას არ კარგავს ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის.
22 მაისი 2026, 20:36
პოლიტიკა
გერმანიის ელჩის კომენტარები ხელისუფლების გზავნილების შესახებ და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება - რას ურჩევს შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიის ელჩი დიფ სთეითს ეძებს, საქართველოს სატრანზიტო როლს კი ვერ ხედავს, პეტერ ფიშერის მორიგი გზავნილები ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საბაბია.
22 მაისი 2026, 20:31
საზოგადოება
აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
როგორც გამოცემა AzerNEWS-ი „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება, განახლებული ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.


